ალორა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
ალორა - ALORA - АЛОРА

საერთაშორისო დასახელება:

PASSIFLORA INCARNATA

მწარმოებელი: NOBEL, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი (პასიფლორა ინკარნატას თხევადი ექსტრაქტი 694.444მგ/5მლ) 100 მლ ფლაკონში დოზირებულ (5მლ) კოვზთან ერთად
ალორას სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს 694,444 მგ. პასიფლორას თხევად ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერებები: კრისტალური შაქარი, გლიცერინი, ეთილის სპირტი, ნიპაგინი, ნიპასოლი, გაწმენდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პასიფლორას ექსტრაქტი - სედაციური პრეპარატია, რომელიც მიღებულ იქნა მცენარე პასიფლორა ინკარნატადან. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, აღმოფხრავს შფოთვის შეგრძნებასა და დაძაბულობას.
ჩვენებები:
უძილობა; დეპრესია; შიშის თანმხლები მდგომარეობები; შფოთვა; დაძაბულობა; ცნს-ის დარღვევებთან დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა; პათოლოგიები კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ; ნევროზულობასთან დაკავშირებული არტერიული ჰიპერტენზია; დაძაბულობა და ნევროზულობა მენოპაუზის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ექიმის მხრიდან სხვა დანიშნულების არ არსებობის შემთხვევაში:
სედაციური მოქმედებისთვის: დღის განმავლობაში 1-2 დოზირებული კოვზი ჭამამდე.

უძილობისას: 2 დოზირებული კოვზი ძილის წინ 1 სთ-ით ადრე.
ბავშვებში: არა უმეტეს 1/2 დოზირებული კოვზი ერთ მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერმგრძნობელობა, გულისრევა და ტაქიკარდია. შემთხვევების სიხშირე არ დარეგისტრირებულა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის შემადგენლობაში შედის 11.111% ეთანოლი (ალკოჰოლი), ამასთან დაკავშირებით არ არის სასურველი ალკოჰოლური დამოკიდებულების მქონე პირებში გამოყენება. ორსულები, მეძუძური დედები, ბავშვები, ღვიძლის დაავადებების მქონე პირები ან პირები მაღალი რისკის ჯგუფიდან, მათ შორის ეპილეფსიით დაავადებულები, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ.

არ არის რეკომენდებული ავტომობილისა და იმ მექანიზმების მართვა, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.
სხვა სამკურნალწამლო საშუალებების გამოყენების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ცნს-ის დამთრგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ტრანქვილიზატორები და ა.შ.) ერთად თანადროული გამოყენებისას უნდა გათვალისწინებულ იქნას სედაციური და საძილე ეფექტის გაძლიერება.
პირებს, რომლებიც ერთდროულად იღებენ ალორას და ასპარტამს, აღენიშნებათ ნალექი შარდში (ფენილკეტონურია).
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება კოლოფში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.
აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად