ტამიფლუ (გაგრძელება) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ტამიფლუ (გაგრძელება) - TAMIFLU - ТАМИФЛУ

 

ა  გრიპით ბუნებრივი გზით დაავადებულებში ტამიფლუთი მკურნალობის III ფაზის კვლევების გაერთიანებული მონაცემები
ბ  მკურნალობის (დღეში ორჯერ 5 დღის განმავლობაში) პროფილაქტიკასთან (დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში) შედარების არა კონტროლირებადი კვლევა
გ  ერთეული დოზა  = ასაკზე დაფუძნებული დოზირება (იხ. 2.2 დოზირება და გამოყენება)
ჩამოთვლილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტების 1%-ზე მეტში გრიპის 75 მგ დღეში ორჯერ ტამიფლუთი მკურნალობისას.
ექსპოზიციის შემდგომი სახლის პირობებში პროფილაქტიკის კვლევებში მონაწილეობა მიიღეს 1-12 წლის პედიატრიულმა პაციენტებმა, როგორც საწყისმა შემთხვევებმა (n=134), ასევე კონტაქტის შემთხვევებმა (n=222). გასტროინტესტინური მოვლენები, კერძოდ გულისრევა იყო ყველაზე ხშირი. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტამიფლუს პაციენტები კარგად იტანდნენ. გვერდითი მოვლენები იგივე იყო რაც ზემოთ აღწერილი (იხ. ცხრილი N 2).
2.6.2  პოსტმარკეტინგი:
კანი და კანქვეშა ქსოვილის ცვლილებები: აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის, როგორიცაა კანის ალერგიული მოვლენები (დერმატიტი, წამლისმიერი გამონაყარი, ეგზემა, ურტიკარია) იშვიათი შემთხვევები და მულტიფორმული ერითემის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის ძალიან იშვიათი შემთხვევები. აგრეთვე დაფიქსირდა ალერგიული, ანაფილაქტური და ანაფილაქტოიდური რეაქციების იშვიათი შემთხვევები.
ფსიქიატრიული დაღვევები/ნერვული სისტემის დარღვევები: კონვულსია და დელირიუმი (მათ შორის ისეთი სიმტომები, როგორიცაა: ცნობიერების დარღვევა და დაბინდვა, არანორმალური ქცევა, ბოდვითი იდეები, ჰალუცინაციები, აჟიტაცია, შფოთვა, კოშმარები) აღინიშნა გრიპით დაავადებულებში ტამიფლუს გამოყენებისას, ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში. იშვიათად ამ მოვლენების შედეგად ადგილი ჰქონდა შემთხვევით დაზიანებებს. აღნიშნული მოვლენების განვითარებაში ტამიფლუს როლი უცნობია. ეს მოვლენები აგრეთვე აღინიშნა გრიპით დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ ტამიფლუს.
2.7 დოზის გადაჭარბება:
სადღეისოდ დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, დოზის გადაჭარბების მწვავე ფორმის სავარაუდო სიმპტომატიკაა გულისრევა პირღებინებით ან მის გარეშე. ტამიფლუს ერთჯერად 1000 მგ დოზას პაციენტები კარგად იტანენ, თუ არ ჩავთვლით გულისრევას და ღებინებას.
3.        ფარმაკოლოგიური თვისებები და ეფექტები:
3.1        ფარმაკოდინამიური თვისებები
3.1.1    მოქმედების მექანიზმი
ოსელტამივირის ფოსფატი პრო-წამალია. აქტიური მეტაბოლიტი (ოსელტამივირის კარბოქსილატი) A და B  გრიპის ვირუსის ნეირამინიდაზების – ვირიონის ზედაპირზე მდებარე გლიკოპროტეინის,  მაღალაქტიური და სელექტიური ინჰიბიტორია. ვირუსული ნეირამინიდაზის კლასის ფერმენტების აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინფიცირებული უჯრედიდან ვირუსის ახლადფორმირებული ნაწილაკების გამონსათავისუფლებლად და, შესაბამისად, ორგანიზმში ვირუსის შემდგომი გავრცელებისათვის.
აქტიური მეტაბოლიტი თრგუნავს როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსის ნეირამინიდაზებს. აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია, რომელიც საჭიროა ფერმენტის აქტივობის დასათრგუნად 50%-ით in vitro, ქვედა ნანომოლარულ ზღვართან იმყოფება. აქტიური მეტაბოლიტი აგრეთვე თრგუნავს გრიპის ვირუსის ზრდას in vitro და გრიპის ვირუსის რეპლიკაციასა და პათოგენობას in vivo.
3.1.2    კლინიკური / ეფექტურობის კვლევები:
ტამიფლუს ეფექტურობა დადასტურდა გრიპის ბუნებრივად შეძენილი და ექსპერიმენტულად დაინფიცირების III ფაზის კვლევებში. აღნიშნულ კვლევებში     ტამიფლუთი მკურნალობამ არ იქონია ზეგავლენა ანტისხეულების ფორმირებების ნორმალურ პროცესზე. არ არის მოსალოდნელი რომ ტამიფლუ ზეგავლენას იქონიებს ინაქტივირებული ვაქცინების მიმართ.
კვლევები გრიპით ბუნებრივად დაავადების დროს
III ფაზის კვლევებში, რომელიც ჩატარდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 1997-1998 წწ. ზამთარში გრიპის ეპიდემიის დროს, პაციენტებმა დაიწყეს ტამიფლუს მიღება სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 40 საათის შემდეგ. ამ კვლევებში პაციენტების 97% ინფიცირებული იყო A ტიპის ვირუსით, ხოლო 3% - B ტიპის ვირუსით. ტამიფლუმ სარწმუნოდ შეამცირა გრიპის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების ხანგრძლივობა 32 საათით. პაციენტებში დადასტურებული გრიპით, რომლებიც ღებულობდნენ ტამიფლუს ასევე შემცირდა დაავადების სიმძიმე 38%-ით პლაცებოსთან შედარებით. უფრო მეტიც, ტამიფლუმ შეამცირა გრიპის გართულებების სიხშირე, რომლებიც ანტიბიოტიკებს საჭიროებენ, სხვა მხრივ ჯანმრთელ ახალგაზრდებში 50%-ით. ეს გართულებები მოიცავს ბრონქიტს, პნევმონიას, სინუსიტს და შუა ყურის ანთებას. III ფაზის აღნიშნულ კვლევებში დადასტურებული იყო ეფექტურობა ანტივირუსული აქტივობის მეორადი პარამეტრების მხრივ – ორგანიზმიდან ვირუსის განდევნის ხანგრძლივობის შემცირება და ვირუსული ტიტრების მრუდის (AUC) ქვეშ ფართობის შემცირება.
ხანშიშესული პაციენტების მკურნალობისას მიღებული მონაცემები აჩვენებენ, რომ ტამიფლუს (75 მგ დღეში ორჯერ 5 დღის განმავლობაში) გამოყენებას თან ახლავს დაავადების საშუალო ხანგრძლივობის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული ახალგაზრდა პირებში ჩატარებულ კვლევებში. სხვა კვლევაში, 13 წლის ასაკს გადაცილებული პაციენტები გრიპით და თანდართული გულის და/ან სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებით ღებულობდნენ იგივე მკურნალობას ტამიფლუთი ან პლაცებოთი. სხვაობა ჯგუფებს შორის ყველა სიმპტომის შემცირების საშუალო ხანგრძლივობის თვალსაზრისით არ იქნა ნანახი. მაგრამ, ფებრილური დაავადების ხანგრძლივობა შემცირდა დაახლოებით ერთი დღით ტამიფლუს რეციპიენტებში. პაციენტების რაოდენობა, რომელთაც განდევნეს ვირუსი მე–2 და მე–4 დღეებზე, აგრეთვე უფრო მაღალი იყო აქტიური მკურნალობის ჯგუფში. უსაფრთხოების პროფილი რისკის პოპულაციასა და ზოგად მოზრდილ პოპულაციას შორის არ განსხვავდებოდა.

გრიპის მკურნალობა ბავშვებში:
ორმაგი ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 1-12 წლის (საშუალო ასაკი 5.3 წელი) ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ცხელება (>37.8ºC) პლუს ხველა ან სურდო. მათი ჩართვა კვლევაში მოხდა როდესაც ცნობილი იყო, რომ პოპულაციაში გავრცელებულია გრიპი. ამ კვლევაში პაციენტების 67% ინფიცირებული იყო A ტიპის ვირუსით ხოლო 33% B ტიპის ვირუსით. ტამიფლუმ, რომლის მიღება დაიწყო სიმპტომების გამოვლენიდან 48 საათის ფარგლებში,  შეამცირა დაავადების ხანგრძლივობა (ხველისა და სურდოს გაქრობა და ჩვეული ჯანმრთელობისა და აქტივობის დაბრუნება) 35.8 საათით პლაცებოსთან შედარებით. ტამიფლუს ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, რომელთაც შუა ყურის მწვავე ანთება ჰქონდა 40%-ით ნაკლები იყო პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. 5 წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფში ტამიფლუმ შეამცირა შუა ყურის ანთების რისკი 56%-ით. ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირე 40%-ით ნაკლები იყო ტამიფლუს რეციპიენტებში. ტამიფლუს რეციპიენტი ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ აქტივობას თითქმის ორი დღით ადრე, ვიდრე პლაცებოს რეციპიენტები.
მეორე კვლევა ჩატარდა ასთმის მქონე 6-12 წლის ასაკის 334 ბავშვში, მათგან გრიპი ჰქონდა 53.6%-ს. ოსელტამივირის ჯგუფში დაავადების საშუალო ხანგრძლივობა არ შემცირებულა სარწმუნოდ. მე-6 დღისათვის (მკურნალობის უკანასკნელი დღე) FEV1 მოიმატა 10.8%-ით ოსელტამივირის ჯგუფში, ხოლო პლაცებოს ჯგუფში მატებამ 4.7% შეადგინა (p=0.0148).

გრიპის პროფილაქტიკის შემსწავლელი კვლევები:
გრიპის პროფილაქტიკა მოზრდილებსა და მოზარდებში
ტამიფლუს ეფექტურობა ბუნებრივად შეძენილი A და B ტიპის გრიპის პროფილაქტიკაში ნაჩვენები იყო სამ დამოუკიდებელ III ფაზის კვლევაში.
მოზრდილებსა და მოზარდებში ჩატარებულ III ფაზის კვლევაში ტამიფლუ დაინიშნა ოჯახში მცხოვრებ გრიპით ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებში სიმპტომების დაწყებიდან 2 დღის ფარგლებში, რამაც კონტაქტისშემდგომი გრიპით ავადობა შეამცირა 92%-ით.
პლაცებო კონტროლირებად, ორმაგ ბრმა კვლევაში, რომელიც ჩატარდა სხვა მხრივ ჯანმთელ 18-65 წლის ასაკის მოზრდილებში, ტამიფლუმ სარწმუნოდ შეამცირა გრიპის კლინიკური ფორმის ახალი შემთხვევების სიხშირე 76%-ით თემში გრიპის ეპიდემიის აფეთქების დროს. აღნიშნულ კვლევაში ტამიფლუს ღებულობდნენ 42 დღის განმავლობაში.
პლაცებო კონტროლირებად, ორმაგ ბრმა კვლევაში მოხუცებულთა სახლების ბინადრებში, რომელთაგან 80% გაკეთებული ჰქონდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ტამიფლუმ სარწმუნოდ შეამცირა გრიპის კლინიკური ფორმის ახალი შემთხვევების სიხშირე 92%-ით. ამავე კვლევაში ტამიფლუმ სარწმუნოდ შეამცირა ბრონქიტის, პნევმონიის ან სინუსიტის სიხშირე 86%-ით. აღნიშნულ კვლევაში ტამიფლუს ღებულობდნენ 42 დღის განმავლობაში.
სამივე კლინიკურ კვლევაში, ტამიფლუს პროფილაქტიკურ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების დაახლოებით 1% განუვითარდა გრიპი მკურნალობის მიმდინარეობისას.
III ფაზის ამ კვლევებში ტამიფლუმ სარწმუნოდ შეამცირა ვირუსის გავრცელებისა და ოჯახის ფარგლებში ვირუსის გადაცემის სიხშირე.
გრიპის პროფილაქტიკა ბავშვებში
ტამიფლუს ეფექტურობა ბუნებრივად შეძენილი გრიპის პროფილაქტიკაში ნაჩვენები იქნა ოჯახებში ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის კვლევაში, რომელიც მოიცავდა 1-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებს (როგორც საწყის შემთხვევების, ისე ოჯახური კონტაქტების სახით). კვლევაში ეფექტურობის პირველადი პარამტერი იყო ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინციდენტობა. აღნიშნულ კვლევაში გამოყენებულ იქნა ტამიფლუს პერორული სუსპენზი 30 – 75 მგ დღეში ერთხეკ 10 დღის განმავლობაში. ბავშვებში, რომლებიც არ ავრცელებდნენ ვირუსს საწყისში, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ახალი შემთხვევების სიხშირე შემცირდა 21%-დან (15/70) ჯგუფში, რომელიც არ ღებულობდა პროფილაქტიკას, 4%-მდე (2/47) ჯგუფში, რომელიც ღებულობდა პროფილაქტიკას.
რეზისტენტობა
დღემდე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში ტამიფლუს პოსტექსპოზიციისას (7 დღე) და გრიპის ეპიდემიის დროს (42 დღე) პროფილაქტიკურ გამოყენებასთან დაკავშირებული წამლისადმი რეზისტენტობის აღმოცენების საფუძველი არ იქნა ნაჩევენები.
წამლისადმი რეზისტენტობის აღმოცენების რისკი პრეპარატის კლინიკური გამოყენებისას გრიპის მკურნალობის დროს ფართოდ იქნა შესწავლილი. ,,როში”-ს მიერ დაფინანსებულ ბუნებრივად შეძენილი ინფექციის კლინიკურ კვლევებში, მკურნალობის დოზისგან დამოუკიდებლად, ოსელტამივირისადმი რეზისტენტული ვირუსი მხოლოდ ფენოტიპირებით ნანახი იყო მოზრდილებისა და მოზარდების 0.32%-ში (4/1245), გენოტიპირებით და ფენოტიპირებით (სრული გენოტიპირება არ გაკეთებულა ყველა კვლევაში) ნანახი იყო პაციენტების 0.4%-ში (5/1245), ხოლო 1-12 წლის ასაკის ბავშვებში 4.1% (19/464) ან 5.4% (25/464) შესაბამისად. ყველა შემთხვევაში ოსელსტამივირის კარბოქსილატის მიმართ რეზისტენტული ვირუსის მატარებლობა გარდამავალი იყო. პაციენტებში ვირუსის განდევნა მოხდა ნორმალურად, კლინიკური გაუარესების ნიშნების გარეშე.
ვირუსული ნეირამინიდაზას მიერ in vitro შერჩეული რამდენიმე მუტაცია იქნა აღწერილი ,,როში”-ს კვლევებში ან გამოქვეყნებულ ლიტერატურაში. რეზისტენტული მუტაციები სუბტიპებისადმი სპეციფიური ხასიათის იყო. მგრძნობელობის დაქვეითების ხარისხი მნიშვნელოვნად მერყეობს მუტაციების მიხედვით: 20-ჯერადი N1-ის I222V მუტაციისას და 30,000-ჯერადი N2-ის R292K მუტაციისას. რეზისტენტული მუტაციები ნეირამინიდაზაში არ აღწერილა ინ ვიტრო B ტიპის გრიპის ვირუსში. კლინიკურ კვლევებში და ტამიფლუთი ნამკურნალები პაციენტებიდან მოპოვებულ ვირუსებში, N1 ნეირამინიდაზას მუტაციებს (მათ შორის H5N1 ვირუსში), რომლებიც განაპირობებენ რეზისტენტობას/დაქვეითებულ მგრძნობელობას ოსელტამივირის კარბოქსილატის მიმართ, მიეკუთვნება H274Y, N294S და E119V, R292K, ხოლო N2 ნეირამინიდაზაში აღწერილი მუტაციები იყო N294შ და SASG245-248დელ. B ტიპის გრიპის ვირუსში აღწერილ იქნა G402შ მუტაციის ერთი შემთხვევა, მგრძნობელობის 4-ჯერადი დაქვეითებით და D198N მუტაციის (10-ჯერადი დაქვეითება) ერთი შემთხვევა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტში.
რეზისტენტული მუტაციების მატარებელ გენოტიპებში შეგუებლობის დაქვეითების ხარისხის ცვალებადი დაქვეითება ველურ ტიპთან შედარებით. თაგვებსა და ქრცვინებში ჩატარებული კვლევები მიუთითებენ, რომ ინფექციურობის, პათოგენობის და გადაცემის თვალსაზრისით N2-ში R292K მუტაციის მატარებელი ვირუსები ჩამორჩებიან N2-ში E119V მუტაციის და B –ში D198N მუტაციის მატარებელ ვირუსებს, და ამასთან არ განსხვავდებიან მნიშვნელოვნად ველური ტიპისგან. N1-ში H274Y მუტაციის და N2-ში N294S მუტაციის მატარებელ ვირუსებს შუალედური მდგომარეობა უჭირავთ.
3.2         ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
3.2.1    აბსორბცია
ოსელტამივირი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ოსელტამივირის ფოსფატის პერორული მიღების შემდეგ. იგი სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად ძირითიდად ღვიძლის ესთერაზების საშუალებით. პლაზმაში აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის განსაზღვრა შესაძლებელია დოზის მიღებიდან 30 წუთში, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 საათში და მნიშვნელოვნად აღემატება (20-ჯერ) პრო-წამლის კონცენტრაციას. პერორული დოზის არანაკლებ 75% ხვდება სისტემურ სისხლისმიმოქცევაში აქტიური მეტაბოლიტის სახით. აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია დოზის პროპორციულია და არ არის დამოკიდებული საკვებთან ერთად მიღებაზე (იხ. 2.2 დოზირება და გამოყენება).
3.2.2 განაწილება
ადამიანებში აქტიური მეტაბოლიტის განაწილების მოცულობა (Vss) დაახლოებით 23 ლიტრია.
როგორც ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმეტებში იყო ნაჩვენები, აქტიური მეტაბოლიტი გრიპოზული ინფექციის ყველა საკვანძო ლოკალიზაციას აღწევს. ამ კვლევებში, ოსელტამივირის ფოსფატის პერორული მიღების შემდეგ აქტიური მეტაბოლიტის ანტივირუსული კონცეტრაცია ნანახი იქნა ფილტვებში, ბრონქოალვეოლურ ლავაჟში, ცხვირის ლორწოვანში, შუა ყურში და ტრაქეაში..
აქტიური მეტაბოლიტის შეკავშირება ადამიანის პლაზმის ცილებთან ძალიან მცირეა (დაახლოებით 3%). პრო-წამლის შეკავშირება ადამიანის პლაზმის ცილებთან შეადგენს 42%-ს. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განაპირობოს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა წამლებთან.
3.2.3 მეტაბოლიზმი
ოსელტამივირის ფოსფატი თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად ძირითადად ღვიძლში განლაგებული ესთერაზების მიერ. არც ოსელტამივირი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ წარმოადგენს ციტოქრომ P450 ძირითადი ფორმების კატალიზატორს ან ინჰიბიტორს (იხ. 2.4.3 ურთიერთქმედებები სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
3.2.3 გამოყოფა
აბსორბირებული ოსელტამივირი ძირითადად (>90%) გამოიყოფა აქტიურ მეტაბოლიტად გარდაქმნის გზით. აქტიური მეტაბოლიტის შემდგომი მეტაბოლიზმი აღარ ხდება და გამოიყოფა შარდით. პლაზმაში პიკური კოინცენტრაციის მიღწევის შემდეგ აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია პაციენტების უმრავლესობაში მცირდება 6-10 სთ-იანი ნახევრადდაშლის პერიოდით.
აქტიური წამალი მთლიანად (>99%) გამოიყოფა თირკმლებით. თირკმლოვანი კლირენსი (18.8 ლ/სთ) აჭარბებს გლომელურული ფილტრაციის სიჩქარეს (7.5 ლ/სთ) რაც მიუთითებს, რომ დამატებით ადგილი აქვს ტუბულარულ ფილტრაციას. პერორულად მიღებული მონიშნული დოზის 20%-ზე ნაკლები გამოიყოფა ფეკალიებით.
3.2.5 ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმლის დაზიანება
ტამიფლუს 100 მგ დოზის დრეში ორჯერ გამოყენებისას თირკმლის სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტებში ნაჩვენები იყო, რომ აქტიური მეტაბოლიტის სისტემური მისაწვდომობა თირკმლის ფუნქციის შესუსტების უკუპროპორციულია.
გრიპის მკურნალობა
დოზის კორექცია არ არის საჭირო როდესაც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ს აღემატება, მაშინ როდესაც კრეატინინის კლირენსის 10-30 მლ/წთ მაჩვენებლებისას ტამიფლუს დოზა უნდა შემცირდეს – 75 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ არის პაციენტებისთვის, რომლებიც იტარებენ რუტინულ ჰემოდიალიზს და მუდმივ პერიტონეულ დიალიზს თირკმლის ტერმინალური დაავადბების გამო, აგრეთვე პაციენტებისთვის რომელთა კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლებია (იხ. 2.2.1 დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში და 2.4 სიფრთხილის ზომები).
გრიპის პროფილაქტიკა
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 10-30 მლ/წთ რეკომენდებულია ტამიფლუს დოზის შემცირება – 75 მგ დღეგამოშვებით ან სუსპენზიის 30 მგ ყოველდღიურად. რეკომენდაციები დოზის კორექციასთან დაკავშირებით თიკრმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის, რომლებიც იტარებენ რუტინულ ჰემოდიალიზს და მუდმივ პერიტონეულ დიალიზს ან რომლებსაც აქვთ კრეატინინის კლირენსის ≤ 10 მლ/წთ, არ არის (იხ. 2.2.1 დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში და 2.4 სიფრთხილის ზომები)
ღვიძლის დაზიანება
ცხოველებზე ჩატარებული  In vitro კვლევებით ნაჩვენები იყო, რომ არც ოსელტამივირის სისტემური ექსპოზიციის გაზრდა და არც მისი აქტიური მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიციის მომატებაა მოსალოდნელი ღვიძლის დაზიანების მქონე პირებში (იხ. 2.2.1 დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში). უსაფრთხოება და ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში არ შესწავლილა.
ხანშიშესულები
აქტიური მეტაბოლიტის ექსპოზიცია 25-35%-ით უფრო მაღალი იყო ხანშიშესულებში (65-78 წელი) ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებიც ტამიფლუს შესაბამის დოზებს ღებულობდნენ. ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანშიშესულებში ახალგაზრდებში მიღებული შედეგების მსგავსი იყო. სისტემური ექსპოზიციისა და ამტანობის გათვალისწინებით დოზის კორექცია, მკურნალობისას ან პროფილაქტიკისას, ხანშიშესულებში საჭირო არ არის (იხ. 2.2.1 დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში).
ბავშვები
ტამიფლუს ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა 1-16 წლის ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში. მრავჯერადი დოზირების ფარმაკოკინეტიკური კვლევები 3-12 წლის ასაკის ბავშვების მცირე ჯგუფში ჩატარდა კლინიკური კვლევების ფარგლებში.
პრო-წამლისა და აქტიური მეტაბოლიტის კლირენსი უფრო სწრაფი იყო ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით, რაც სისტემური ექსპოზიციის ნაკლებ ხანგრძლივობაში აისახება. ოსელტამივირის კარბოქსილატის 2 მგ/კგ დოზის გამოყენებისას სისტემური ექსპოზიცია მოზრდილებში 75 მგ კაფსულის ერთჯერადი მიღებისას (დაახლოებით 1 მგ/კგ) ნაჩვენები ექსპოზციის მსგავსი იყო. ოსელტამივირის ფარმაკოკინეტიკა 12 წელს გადაცილებულ ბავშვებსა და მოზრდილებში მსგავსია.
3.3 პრეკლინიკური უსაფრთხოება
პრეკლინიკური მონაცემებით, უსაფრთხოების, ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიურობის და გენოტოქსიურობის ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ადამიანისათვის განსაკუთრებული საფრთხის მიყენების შესაძლებლობა არ იქნა გამოვლენილი.
3.3.1 კარცინოგენობა
კანცეროგენული პოტენციალის სამი კვლევით (ორწლიანი კვლევები ვირთაგვებსა და თაგვებზე ოსელტამივირის გამოყენებით და ექვსთვიანი ტრანსგენული Tg:AC თაგვების კვლევა აქტიური მეტაბოლიტის გამოყენებით) ოსელტამივირის კარცინოგენობა არ იყო გამოვლენილი.
3.3.2 მუტაგენობა
ოსელტამივირმა და მისმა აქტიურმა მეტაბოლიტმა არ აჩვენეს გენოტქსიურობა ტესტების სტანდარტულ ნაკრებზე.
3.3.3 ნაყოფიერების დარღვევა
ვირთაგვეზე ჩატარებულ ნაყოფიერების შემსწავლელ კვლევაში, რომელშიც გამოყენებულმა დოზამ შეადგინა 1500 მგ/კგ/დღეში, გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა არცერთ სქესში.
3.3.4 ტერატოგენობა
ტერატოგენობის შემსწავლილი კვლევები ჩატარდა ვირთაგვებსა და ბოცვრებში, რომლებშიც გამოიყენეს 1500 მგ/კგ/დღეში და 500 მგ/კგ/დღეში დოზები შესაბამისად. უარყოფითი ზეგავლენა ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე არ აღნიშნულა. ვირთაგვებზე ჩატარებულ პრე-/პოსტნატალურ კვლევებში მშობიარობის გახანგრძლივება აღინიშნა 1500 მგ/კგ/დღეში დოზების გამოყენებისას, ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებში გამოყენებულ დოზასა და ვირთაგვებში მაქსიმალური ეფექტის არმქონე დოზას (500 მგ.კგ/დღეში) შორის უსაფრთხოების მარაგი ოსელტამივირსათვის 480-ჯერ და აქტიური მეტაბოლიტისათვის 44-ჯერ განსხვავდება შესაბამისად. პრეპარატის ექსპოზიციამ ნაყოფზე შეადგინა დედებში დაფიქსირებული მაჩვენებლის დაახლოებით 15-20%.
4. ფარმაცევტული თვისებები:
4.1 შენახვა
ფხვნილი პერორული სუსპენზიის დასამზადებლად.
ფხვნილი: არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
მომზადებული სხნარი: 10 დღე, არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, ან 17 დღე მაცივარში (2 °C - 8 °C ტემპერატურაზე.)
4.2. გამოყენებასთან, მოპრყობასთან და გადაგდებასთან დაკავშირებული სპეციალური ინსტრუქციები
სტაბილობა
არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
მოპრყობა და გადაგდება
სუსპენზიის მომზადება ტამიფლუს ფხვნილისგან
პაციენტებზე გაცემამდე რეკომენდებულია ტამიფლუს სუსპენზია მოამზადოს ფარმაცევტმა (იხ. 2.2 დოზირება და გამოყენება)
1.    მოხსენით თავსახური ფხვნილის გამოსათავისუფლებლად.
2.    გაზომეთ 52 მლ სასმელი წყალი. გამოიყენეთ მენზურა (როდესაც თან ახლავს) და შეავსეთ მითითებულ დონემდე.
3.    დაამატეთ 52 მლ წყალი ფლაკონში, ხელახლა დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი 15 წამის განმავლობაში.
4.    მოხსენით ბავშვებისგან დამცავი თავსახური და ჩადგით ადაპტერი ფლაკონში.
5.    დახურეთ ფლაკონი თავსახურით, ამით დარწმუნდებით, რომ ადაპტერი ზუსტად ერგება ფალკონს და შეამოწმებთ ბავშვებისგან დამცავი თავსახურის სტატუსს.
ინსტრუქცია და პერორული დოზის გამანაწილებელი უნდა მიეწოდოს პაციენტს. სასურველია მომზადებული სუსპენზიის შენახვის ვადა მითითებული იყოს ფლაკონის ეტიკეტზე.
ტამიფლუს მიქსტურის მომზადების წესი:
თუ კომერციულად წარმოებული ტამიფლუს სუსპენზია პერორალური მიღებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ასეთ შემთხვევაში მოზრდილებმა, მოზარდებმა და ბავშვებმა, რომელთაც არ შეუძლიათ კაფსულის გადაყლაპვა, შეიძლება მიიღონ ტამიფლუს შესაბამისი დოზა კაფსულის შიგთავსის გახსნით მცირე რაოდენობით (მაქსიმუმ 1 ჩაის კოვზი) ტკბილ საკვებ პროდუქტში (მწარე გემოს დასაფარად), როგორიცაა კაკაო (შაქრიანი ან უშაქრო), თაფლი (მხოლოდ 2 წელზე მეტ ბავშვებში), შაქრიანი წყალი, დამტკბარი რძე, ვაშლის წვენი ან იოგურტი. მიქსტურა კარგად უნდა იქნეს მორეული და მიეცეს პაციენტს დამზადებისთანავე.
გაითვალისწინიეთ შემდეგი ინსტრუქციები პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ 30-60მგ ტამიფლუს დოზა:
1.    ფრთხილად გახსენით ტამიფლუს ერთი 75მგ-იანი კაფსულა და მთელი ფხვნილი ჩაყარეთ ერთ–ერთ ჯამში.
2.    ნიშნულებიანი (ანუ გრადუირებული) შპრიცით ჯამში ჩაასხით 5 მლ წყალი და მოურიეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში.
3.    შპრიცის საშუალებით ჯამიდან ამოიღეთ მიქსტურის საჭირო რაოდენობა. იხილეთ ცხრილი ქვემოთ პაციენტის წონის მიხედვით საჭირო დოზის გამოსათვლელად. არ არის საჭირო გაუხსნელი თეთრი ფხვნილის ამოღება, ვინაიდან იგი ინერტული მასალაა. შპრიცის შიგთავსი ჩაასხით მეორე ჯამში. გადაღვარეთ გამოუყენებელილ მიქსტურის ნარჩენი.

სხეულის წონა

რეკომენდებული დოზა

ტამიფლუს მიქსტურის რაოდენობა 1 დოზისთვის

15 კგ–მდე

30მგ

2 მლ

15 – 23 კგ

45მგ

3 მლ

23 – 40 კგ

60მგ

4 მლ

4.    რეკომენდებული დოზაა 30მგ, 45მგ ან 60მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში და ერთხელ დღეში პრვენციისთვის
5.    მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მიქსტურა ჩაასხით მეორე ჯამში და მწარე გემოს დასაფარად

მიქსტურას დაამატეთ  მცირე რაოდენობით (მაქსიმუმ 1 ჩაის კოვზი) ტკბილი საკვები პროდუქტი და კარგად მოურიეთ.
6.    კარგად შეურიეთ და ჯამის მთლიანი შიგთავსი მიეცით პაციენტს. მიქსტურა უნდა დაილიოს მომზადებისთანავე. თუკი ჯამში დარჩა მიქსტურა, მოავლეთ მცირე რაოდენობით წყალი და დანერჩენილი მიქსტურაც დაალევინეთ პაციენტს. 

გაითვალისწინიეთ შემდეგი ინსტრუქციები პაციენტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ 75მგ ტამიფლუს დოზა:

1.    ფრთხილად გახსენით ტამიფლუს ერთი 75მგ-იანი კაფსულა და მთელი ფხვნილი ჩაყარეთ ერთ–ერთ ჯამში. 
2.    მწარე გემოს დასაფარად მიქსტურას დაამატეთ  მცირე რაოდენობით (მაქსიმუმ 1 ჩაის კოვზი) ტკბილი საკვები პროდუქტი და კარგად მოურიეთ.
3.    კარგად შეურიეთ და ჯამის მთლიანი შიგთვსი მიეცით პაციენტს. მიქსტურა უნდა დაილიოს მომზადებისთანავე. თუკი ჯამში დარჩა მიქსტურა, მოავლეთ მცირე რაოდენობით წყალი და დანერჩენილი მიქსტურაც დაალევინეთ პაციენტს. 

გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა მედიკამენტის მიღების

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად