სალბუტამოლი (აქტიური ნივთიერება) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
სალბუტამოლი (აქტიური ნივთიერება) - SALBUTAMOL - САЛБУТАМОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბეტა-ადრენომიმეტიკია, რომელიც უპირატესად ბეტა-ადრენორეცეპტორებს  უკავშირდება (ბრონქებში, მიომეტრიუმში, სისხლძარღვებში); ეწინააღმდეგება ბრონქოსპაზმის განვითარებას და მისი შეწყვეტაც შეუძლია.

აფერხებს ჰისტამინის და დაყოვნებულად მოქმედი ნივთიერების (ლეიკოტრიენების) გამოყოფას პოხიერი უჯრედებიდან და ნეიტროფილური ქემოტაქსისის ფაქტორის გამოყოფასაც.

ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებთან შედარებით მიოკარდზე დადებითი ქრონო- და ინოტროპული გავლენა ნაკლებად აქვს გამოხატული; აფართოებს გვირგვინოვან სისხლძარღვებს, არტერიულ წნევას პრაქტიკულად არ აქვეითებს. ახასიათებს აგრეთვე ტოკოლიზური მოქმედება: მიომეტრუმის ტონუსი და შეკუმშვა ქვეითდება.

ფარმაკოკინეტიკა

აეროზოლის ჩასუნთქვის შედეგად აღინიშნება სალბუტამოლის სწრაფი შეწოვა სისხლში. მაგრამ, პლაზმაში მისი კონცენტრაცია უმნიშვნელოა ან ხელშესახებ ზღვრამდე სულაც ვერ აღწევს.

პერორალური მიღების შემდეგ სალბუტამოლი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავიდან. პლაზმის ცილებთან შებმა 10% შეადგენს, ბიოქიმიურ გარდაქმნებს (მეტაბოლიზმი) ღვიძლში „პირველგავლის“ შედეგად განიცდის და შესაძლებელია, ნაწლავის კედელშიც; მთავარი მეტაბოლიტი არააქტიური სულფატური კონიუგატია. ფილტვებში სალბუტამოლი მეტაბოლიზმს არ განიცდის; ამიტომ, მისი საბოლოო გარდაქმნა და გამოდევნება ორგანიზმიდან მიღების გზებზეა დამოკიდებული, რომლებითაც ჩასუნთქული და გადაყლაპული სალბუტამოლის შეფარდება განისაზღვრება.

პლაზმაში სალბუტამოლის ელიმინაციის ნახევარპერიოდი 2-7 საათია; სალბუტამოლის მეტაბოლიტები და ნაწილობრივ უცვლელი სალბუტამოლიც სწრაფად გამოიდევნება შარდით და მცირე რაოდენობით განავლითაც.

ჩვენებები

  • ბრონქოსპაზმის შეწყვეტა ან მისი განვითარების შეფერხება ბრონქული ასთმის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში;
  • ჰაერგამტარი გზების შექცევადი ობსტრუქცია ქრონიკული ბრონქიტისა და ემფიზემის დროს,
  • ბრონქოობსტრუქციული სინდრომი ბავშვებში.
  • მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვის გამო;
  • მშობიარობა ორსულობის მე-37-38 კვირამდე;
  • ისთმუსცერვიკალური უკმარისობა;
  • საშვილოსნოს შეკუმშვაზე დამოკიდებული გულის სიხშირის დაქვეითება ნაყოფში საშვილოსნოს ყელის გახსნისა და გამოძევების პერიოდებში.
  • ორსულ საშვილოსნოზე ოპერაციების დროს პროფილაქტიკური მიზნებისათვის ცირკულარული ნაკერი საშვილოსნოს შიგნითა პირის უკმარისობის შემთხვევაში).

დოზირების რეჟიმი

- ბრონქოლიზური დანიშნულებით პერორალურად ზრდასრულებსა და 12 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში: 2-4 მგ დღეღამეში 3-4-ჯერ, საჭიროებისამერ დასაშვებია დოზის გადიდება 8 მგ-მდე დღე-ღამეში 4-ჯერ.

- ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე -2 მგ 3-4-ჯერ დღეღამეში.

- 2 წლიდან 6 წლამდე 1-2 მგ 3-ჯერ დღეღამეში, ინჰალაციური გზით (ჩასუნთქვით) მიღების პირობებში დოზა სამკურნალო ფორმაზეა დამოკიდებული, ხოლო მიღების სიხშირე ჩვენებებისა და კლინიკური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

ტოკოლიზური დანიშნულებით შეყავთ ვენაში წვეთოვანი გადასხმით 1-2 მგ.

გვერდითი მოვლენები

გულსისხლძარღვთა სისტემაში: დასაშვებია პერიფერიულ სისხლძარღვთა შექცევადი გაფართოება, ზომიერი ტაქიკარდია.

ცნს-ში: თავის ტკივილი, თავბრუ, გულისრევა, ღებინება.

ნივთიერებათა ცვლაში: მოსალოდნელია ჰიპოკალიემია.

ალერგიული რეაქცები: გამონაკლის შემთხვევებში - ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი.

სხვადასხვა: მტევნების კანკალი, გაჟრჟოლება, შინაგანი დაძაბულობა; იშვიათად - პარადოქსული ბრონქოსპაზმი, კრუნჩხვები.

უკუჩვენებები

* მოსალოდნელი აბორტი ორსულობის I და II ტრიმესტრებშ;

* პლაცენტის ნაადრევი ახლეჩა;

* სისხლდენა და ან ტოქსიკოზი ორსულობის III ტრიმესტრში;

* ორ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში;

* ჭარბი მგრძნობელობა სალბუტამოლისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია

სალბუტამოლის მიღება არ შეიძლება ორსულობის I და II ტრიმესტრებში;

მოსალოდნელი  აბორტის შემთხვევაში;

პლაცენტის ნაადრევი მოშორების დროს;

სისხლდენის ან ტოქსიკოზის მდგომარეობაში ;

ორსულობის III ტრიმესტრში;

ორსულობის დროს სალბუტამოლის აუცილებელი მიღების შემთხვევაში დედისათვის სასარგებლო ეფექტი უნდა შეფარდებულ იქნეს ნაყოფისათვის პოტენციალურ რისკთან;

ამჟამად საკმარისი მონაცემები ორსულობის ადრეულ ვადებში სალბუტამოლის უვნებელობის შესახებ არ არსებობს;

სალბუტამოლი დედის რძეში გადადის. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში სალბუტამოლის აუცილებელი მიღების შემთხვევაში დედისათვის სასარგებლო ეფექტი უნდა შეფარდებულ იქნეს ბავშვის ორგანიზმშში მისი მოხვედრის რისკთან.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილეა საჭირო ტაქიარითმიებისა და გულის რიტმის სხვა დარღვევების დროს, აგრეთვე ისეთი დაავადების შემთხვევებშიც, როგორიცაა არტერიული ჰიპერტეზია, მიოკარდიტი, გულის მანკი, აორტის სტენოზი, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, გლაუკომა, გულის მწვავე უკმარისობა. სალბუტამოლის დოზის გადიდება ან მიღების გახშირება ექიმის ზედამხედველობის გარეშე დაუშვებელია - ინტერვალის შემცირება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები და კარგად დასაბუთებული უნდა იყოს. ♦ სალბუტამოლის გამოყენების დროს ყოველთვის არის ჰიპოკალიემის განვითარების რისკი; ამიტომ, მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმის დროს სისხლში კალიუმის დონის გაკონტროლება აუცილებელია. ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება ქსანთინის წარმოებულების, გლუკოკორტიკოსტეროიდების და დიურეტიკების ერთდროული მიღების შემთხვევაში, აგრეთვე - ჰიპოქსიის პირობებშიც.

♦ არ არის რეკომენდებული არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული მიღებაც, ვინაიდან მოქმედების ურთიერთგამომრიცხავი ეფექტი შეიძლება განვითარდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- სალბუტამოლისა და არაკარდიოსელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება ურთიერთგამორიცხავი ეფექტები გამოიწვიოს.

- თეოფილინთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ტაქიკარდიისა და არითმიის, კერძოდ - სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიის რისკი იზრდება.

- ქსანთინის წარმოებულების, გლუკოკორტიკოსტეროიდების ან დიურეტიკების ერთდროული მიღების შემთხვევაში ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად