პილოკარპინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პილოკარპინი - PILOCARPINE - ПИЛОКАРПИН

ჩვენებები

  • პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მათ შორის დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა;

დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევის დროს პილოკაპრინი შეიძლება დაინიშნოს, როგორც ცალკე ასევე შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან) კომბინაციაში;

  • მიოზის გამოსაწვევად.

დოზირების რეჟიმი

- ღიაკუთხოვანი გლაუკომა: ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ.

- დახურულკუთხოვანი გლაუკომა: ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ.

მწვავე შეტევის დროს მკურნალობა ინდივიდუალურია და ხორციელდება ექიმოფთალმოლოგის კონტროლის ქვეშ, სტაციონარში.

გვერდითი მოვლენები

პილოკარპინის წვეთები კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:

- ჩაწვეთების შემდეგ თვალის ხანმოკლე სიწითლე და წვა, მხედველობის დაბინდვა, სიბნელეში ადაპტაციის დარღვევა;

- აკომოდაციის სპაზმი, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, მხედველობის სიმახვილის შემცირება შორ მანძილზე რამდენიმე საათით, თავის ტკივილი, გაძლიერებული ცრემლდენა;

- იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ბრონქოსპაზმი, ჰიპერსალივაცია, ბრადიკარდია.

უკუჩვენებები

* პილოკარპინის თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წინა ნაწილის (თვალის ფერადი გარსი, ცილიალური სხეული) ანთების დროს,

* მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

* უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მიზანშეწონილი გუგების შევიწროვება.

* პილოკარპინი სიფრთხილით გამოიყენება ბადურას ჩამოფცქვნის დროს და ახალგაზრდებში ახლომხედველობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მოქმედების პოტენციური სარგებლობა დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფისათვის.

განსაკუთრებული მითითებები

♦ კონტაქტური ლინზები: პილოკარპინი შეიცავს კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს, რის გამოც პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ლინზები ამოღებული იქნას თვალებიდან. შემდეგ მათი გამოყენება შესაძლებელია პრეპარტის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.

♦ პილოკარპინის თვალის წვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება სიბნელეში. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ავტომობილის მართვისას, განსაკუთრებით სიბნელეში.

ჭარბი დოზირება

თვალში ჩაწვეთების დროს ნაკლებად სავარაუდოა ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირების პირველი სიმპტომებია გულისრევა და ბრადიკარდია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატი კარგად გადაიტანება ბეტა-ბლოკატორებთან და სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად გლაუკომის სამკურნალოდ.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად