პერიციაზინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პერიციაზინი - PERICIAZINE - ПЕРИЦИАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პერიციაზინი წარმოადგენს ფენოთიაზინის პიპერიდინულ წარმოებულს. მას გააჩნია ანტიფსიქოზური, სედაციური, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ასევე იწვევს ადრენორეცეპტორების და ქოლინორეცეპტორების ბლოკირებას, ჰიპოტენზიას, აგრეთვე აბლოკირებს პოსტსინაფსურ დოფამინერგულ რეცეპტორებს თავის ტვინის მეზოლიმბურ სტრუქტურებში, თრგუნავს ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონების გამოყოფას, ზრდის პროლაქტინის პროდუქციას.

ფარმაკოკინეტიკა

კლინიკური მონაცემები ფარმაკოკინეტის შესახებ მწირია. პრეპარატი უკავშირდება პლაზმის ცილებს, გამოიყოფა თირკმელებით და ნაღვლის მეშვეობით.

ჩვენებები

  • ფსიქოპათიები (ისტერიული, აგზნებითი);
  • პარანოიდული მდგომარეობა - ორგანული, სისხლძარღვოვანი და სენილური პათოლოგიის დროს;
  • ფსიქოპათიური მდგომარეობა შიზოფრენიის დროს.

დოზირების რეჟიმი

რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა 5-10 მგ. საშუალო დღიური დოზაა 30-50 მგ. სასურველია პრეპარატის მიღება საღამოს საათებში. დოზა ნაწილდება 3-4 მიღებაზე.

ბავშვებში და ხანდაზმულებში რეკომენდებულია საწყისი დღიური დოზა 5 მგ. დოზა შეიძლება გაიზარდოს 10-30 მგ.

მოზრდილებში მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 60 მგ.

გვერდითი მოვლენები

აღინიშნება: უძილობა, აჟიტირება, მხედველობის გაუარესება, არითმია, პოსტურალური ჰიპოტენზია, ქოლესტაზი, სუნთქვის დათრგუნვა, იმპოტენცია, გალაქტორეა, აგრანულოციტოზი, პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა.

უკუჩვენებები

* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;

* ცნს-ის გამოხატული დათრგუნვა;

* გლაუკომა;

* პორფირია;

* წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები;

* ორსულობა, ლაქტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პერიციაზინი სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმულებში, დასუსტებულ პირებში და ფენოთიაზინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;

♦ ასევე ღვიძლის დაზიანებისას, რეის სინდრომის, სარძევე ჯირკვლის კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პარკინსონის დაავადების და ალკოჰოლური ინტოქსიკაციისას.

♦ ჰიპერთერმიის გამოვლენის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- პერიციაზინის ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას ცნს დეპრესია ძლიერდება და ადგილი აქვს სუნთქვის დათრგუნვას;

- პერიციაზინი აქვეითებს ამფეტამინის, ლევოდოპას, კლონიდინის, გუანეტიდინის, ადრენალინის მოქმედებას.

- მისი ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად დანიშვნა იწვევს ორთოსტატულ ჰიპოტენზიას.

- არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღებისას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად