ქლორპრომაზინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ქლორპრომაზინი - CHORPROMAZINE - ХЛОРПРОМАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ფენოთიაზინების ჯგუფის ნეიროლეფსიურ საშუალებას. ქლორპრომაზინის ანტიფსიქოზური და სედატიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცენტრალური დოფამინერგული (დ2) და ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადით. პრეპარატი იწვევს რეტიკულური ფორმაციის დაქვეითებას და ამ უკანასკნელის გამააქტივებელი როლის შემცირებას თავი ტვინის ქერქის სენსონური, ასოციატიური და მოტორული ზონების, ისევე როგორც ქერქვეშა ემოციოგენური სტრუქტურების მიმართ.

პრეპარატის ანტიფსიქოზური ეფექტი გამოიხატება სხვადასხვა ფსიქომოტორული აგზნების დათრგუნვით, ჰალუცინაციების შიშის შემცირებით, განგაშის, პაციენტების დაძაბული მდგომარეობის დაქვეითებით, რომელიც გამოწვეულია ფსიქოზითა და ნევროზით. პრეპარატის ანტიფსიქოზური მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.

ქლორპრომაზინის გამოხატული სედატური მოქმედება წარმოადგენს ამ უკანასკნელის ერთ-ერთ მთავარ თვისებას, რაც განასხვავებს მას სხვა ნეიროლეფსიური საშუალებებისაგან. პრეპარატი ხასიათდება ზოგად დამამშვიდებელი ეფექტით, რომელსაც თან ახლავს პირობითი ეფექტების - უპირველეს ყოვლისა მამოძრავებელი და თავდაცვითი რეფლექსების დათრგუნვა, აგრეთვე სპონტანური მამოძრავებელი აქტივობისა და ჩონჩხის კუნთების მოტორული აქტივობის დაქვეითება. პრეპარატი ამცირებს ენდოგენური და ეგზოგენური გამღიზიანებლების მიმართ რეაქტიულობას, ცნობიერების შენახვით. ქლორპრომაზინის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს საძილე ეფექტს.

პრეპარატი აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ადგილობრივი საანესთეზიო და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების ეფექტს. იგი თრგუნავს ინტეროცეპტიულ რეფლექსებს, ამცირებს სისხლძარღვების განვლადობას, გააჩნია ზომიერად გამოხატული ანტიჰისტამინური, ანტიმუსკარინული და ანტისეროტონინული მოქმედება.

ქლოპრომაზინისათვის დამახასიათებელია ადრენოლიზური და ნაკლებადგამოხატული მ-ქოლინოზური ეფექტი. იგი იწვევს ჰიპოტენზიურ ეფექტს და ამცირებს ადრენალინითა და სხვა ადრენომიმეტური საშუალებებით გამოწვეულ პრესორულ ეფექტებს. პრეპარატს გააჩნია ცენტრალური ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, იგი აგრეთვე ამცირებს სლოკინს.

ფარმაკოკინეტიკა

ქლორპრომაზინის პერორალურად მიღების შემდეგ იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მისი მიღებიდან - 2-4 საათის, ხოლო სედატიური ეფექტი - 2 სთ-ის შემდეგ.

ქლოპრომაზინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მერყეობს 2 სთ-დან 61 საათამდე. იგი განიცდის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც წარმოიქმნება 150 მეტაბოლიტი, მათგან ნახევარზე მეტი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტებს, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ნახევრადგამოყოფის პერიოდი. ქლორპრომაზინი ხელს უწყობს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციას, რაც იწვევს მისი საკუთარი მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ფეკალიებითა და შარდით. ამავე დროს მეტაბოლიტები შარდში შეიძლება აღინიშნოს 6 თვის შემდეგ.

ჩვენებები

პრეპარატი ფსიქიატრიულ პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ფსიქომოტორული აგზნების დროს:

  • შიზოფრენიით, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზებით და სხვა ფსიქიური დაავადებებით (ფსიქოპათია, სხვადასხვა გენეზის რეაქტიულ-ნევროზული მდგომარეობები) შეპყრობილ პაციენტებში, რომელთაც თან ახლავს ჰალუცინატორულ-პარანოიდული, ჰალუცინატორულ-ბოდვითი, კატატონური სინდრომი, შიშისა და განგაშის შეგრძნება, აგზნება, უძილობა, ხასიათის დარღვევები;
  • ეპილეფსიით და ცნს-ის ორგანული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში დისფორიის სამკურნალოდ, აჟიტირებული დეპრესია პაციენტებში პრესენილური მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზების სამკურნალოდ, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს აბსტინენციის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
  • თერაპიულ და ნევროლოგიურ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება როგორც სედატიური, ღებინების საწინააღმდეგო და სლოკინის დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე ჰიპერტონული კრიზის კომპლექსური თერაპის დროს, რომლის თანმხლებია ფსიქომოტორული აგზნება.
  • პრეპარატი მუდმივი უძილობისა და ტკივილების დროს გამოიყენება ანალგეზიურ სამკურნალო საშუალებებთან და ბარბიტურატებთან კომბინაციაში. აგრეთვე იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია კუნთების ტონუსის მომატება.
  • დერმატოლოგიაში პრეპარატი ინიშნება დერმატოზების სამკურნალოდ კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რომლის თანმხლებია ქავილი.

დოზირების რეჟიმი

ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ ქლორპრომაზინის საწყისი დოზა მოზრდილებში ინიშნება პერორალურად და იგი შეადგენს 0,025-0,0275 გ-ს (1-3 მიღებაზე) დღეში. შემდგომში დოზას თანდათან ზრდიან 0.2-0.6 გ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 კვირიდან 2-4 თვემდე და უფრო მეტ ხანს. ცალკეულ შემთხვევებში სადღეღამისო დოზა პერორალურად მიღებისას შესაძლებელია გავზარდოთ 0.7-დან 1.0 გ-მდე (განსაკუთრებით დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობისა და ფსიქომოტორული აგზნებისას).

აღნიშნულ შემთხვევაში დღეღამურ დოზას ყოფენ 4 მიღებაზე (დილას, შუადღისას, საღამოსა და ღამეს. ქლორპრომაზინის მაღალი დოზით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 1-1.5 თვეს, ხოლო არასრული ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება.

მკურნალობის ბოლოს პრეპარატის დოზას თანდათანობით ამცირებენ (0.025-0.05 გ-ით დღეში). შემდგომში ქრონიკულად მიმდინარე  პროცესის დროს უნიშნავენ ხანგრძლივად შემანარჩუნებელ დოზას.

- მოზრდილებში ქლორპრომაზინის უმაღლესი დოზა შეადგენს, ერთჯერადი - 0.3 გ, სადღეღამისო - 1.5 გ.

- დასუსტებულ, ხანდაზმულ, აგრეთვე ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებში ქლორპრომაზინი ინიშნება მცირე დოზით - 0.3 გ დღეში.

ბავშვებში ქლორპრომაზინი ინიშნება ასაკის მიხედვით 2 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად დღეში. სადღეღამისო დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე.

უმაღლესი ერთჯერადი და სადღეღამისო დოზა ბავშვებში პერორალურად შეადგენს:

- 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადად - 0.005-0.0075 გ, დღეღამური - 0.01-0.015 გ;

- 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადად - 0.01 გ, სადღეღამისო 0.02 გ;

- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადად - 0.015 გ, სადღეღამისო - 0.03 გ;

- 3-4 წლის ასაკიში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.02 გ-ს, სადღეღამისო - 0.05 გ-ს;

- 5-6 წლის ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.03 გ-ს, სადღეღამისო 0.075 გ-ს;

- 7-9 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს - 0.05 გ-ს, სადღეღამისო 0.1 გ-ს;

- 10-14 წლის ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.1 გ-ს, სადღეღამისო - 0.2 გ-ს;

- მოზრდილებში კუნთებში შესაყვანად ერთჯერადი მაქსიმალური დოზა შეადგენს 0.15 გ-ს, ხოლო სადღეღამისო - 1.0 გ-ს. ვენაში შესაყვანად - ერთჯერადი მაქსიმალური დოზაა - 0.1 გ, ხოლო სადღეღამისო - 0.25 გ.

- ალკოჰოლური მწვავე ფსიქოზების სამკურნალოდ ქლორპრომაზინი ინიშნება პერორალურად 0.2-0.4 მგ დღეში. იმ შემთხვევაში, როდესაც არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, იგი კუნთებში შეყავთ 0.05-0.075 გ-ის ოდენობით ლევომეპრომაზინთან კომბინაციაში.

- შინაგანი ორგანოების, ნევროლოგიური და კანის დაავადებების სამკურნალოდ ქლორპრომაზინი ინიშნება პერორალურად მცირე დოზებით, ფსიქიატრიული პრაქტიკასთან შედარებით.

მოზრდილებში პრეპარატის დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აჭარბებდეს 0.025-0.05 გ-ს (2-3 მიღებაზე დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა დამოკიდებულია პრეპარატის მოქმედების ეფექტზე და ჩვეულებრივ შეადგენს 3-4 კვირას.

გვერდითი მოვლენები

ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება - პარკინსონიზმით, აკატიზიით, ფსიქიური ინდეფერენტულობით, დაგვიანებული რეაქციები გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ და ფსიქიკის სხვა ცვლილებები;

ნეიროლეფსიური დეპრესია, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, განსაკუთრებით ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებში, კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ ალერგიული რეაქციები, სახისა და კიდურების შეშუპება, აგრეთვე სახის ფოტოსენსიბილიზაცია, დისპეფსიური მოვლენები.

პრეპარატის ხანგრძლივი, მაღალი დოზით გამოყენებისას (0.5-1.5 გ დღეში) ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სიყვითლე, ანემია, აგრანულოციტოზი, კანის პიგმენტაცია, თვალის ბროლისა და რქოვანას შემღვრევა.

უკუჩვენებები

* ღვიძლის დაზიანება (ციროზი, ჰეპატიტი, ჰემოლიზური სიყვითლე და სხვა), თირკმელების დაზიანება (ნეფრიტი), სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დარღვევა, მიქსედემა;

* თავისა და ზურგის ტვინის პროგრესირებადი სისტემური დაავადებები (ნელად მიმდინარე ნეიროინფექციები, გაფანტული სკლეროზი);

* გულის დეკომპენსირებული მანკები;

* თრომბოემბოლური დაავადებები,;

* ბრონქოექტაზური დაავადებების გვიანი სტადია;

* კუჭის წყლულოვანი დაავადება;

* კომატოზური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ბარბიტურატებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, თავის ტვინის მწვავე ტრავმა;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* განსაკუთრებულ წინააღმდეგობას მისი დანიშვნისას წარმოადგენს ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებები;

* მწვავე პიელონეფრიტი;

* რევმატიზმი, რევმოკარდიტი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ქლორპრომაზინი პერორალურად ინიშნება ჭამის შემდეგ, რათა არ გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

♦ ნაწლავის ატონიითა და აქილიით შეპყრობილ პაციენტებში ქლორპრომაზინის მიღებასთან ერთად რეკომენდებულია კუჭის წვენის შემცველი პრეპარატის გამოყენება, დიეტის დაცვა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის კონტროლი.

♦ ქლორპრომაზინის გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს, ან იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას არ არის ნებადართული.

♦ მკურნალობისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის შემოწმება, პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოკვლევა.

♦ პრეპარატის პარენტერული შეყვანისას რეკომენდებულია პაციენტების ყოფნა მწოლიარე მდგომარეობაში 1-1.5 სთ-ის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება

ნევროლოგიური გართულებები დოზის შემცირებასთან ერთად მცირდება; მიზანშეწონილია აგრეთვე ციკლოდოლის, ტორპაცინისა და სხვა იმ ქოლინოლიზური საშუალებების ერთჯერადი დანიშვნა, რომლებიც გამოიყენებიან პარკინსონიზმის სამკურნალოდ.

ნეიროლეფსიური დეპრესიის შესამცირებლად გამოიყენება  ანტიდეპრესანტები და ცნს-ის სტიმულატორები (სიდნოკარბი).

დერმატიტის განვითარების შემთხევვაში უნიშნავენ ანტიჰისტამინურ საშუალებებს ან წყვეტენ ქლორპრომაზინით მკურნალობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ქლორპრომაზინის მიღება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში როგორიცაა: (ბრომიდები, საძილე, სხვა ნეიროლეფსიური, ანალგეზიური, ანტიჰისტამინური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ინსულინი, ქიმიოთერაპიული პრეპარატები.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქლორპრომაზინი აძლიერებს სედატიური, ტკივილგამაყუჩებელი, საძილე და ნარკოტიკული საშუალებების ეფექტს).

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად