ამიკაცინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ამიკაცინი - AMIKACIN - АМИКАЦИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნახევრადსინთეზური მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. პრეპარატს ახასიათებს მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა რიგი გრამუარყოფითი აერობების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli,  Klebsiella spp., Shigella spp.; Providencia spp., Enterobacter spp., ასევე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმების: Staphylococcus spp..Streptococcus spp.,(მათ შორის პენიცილინის, მეტიცილინის, ზოგიერთი ცეფალოსპორინების მიმართ მდგრადი) Streptococcus spp. მიმართ.

ჩვენებები

  • პნევმონია, პლევრიტი, ემპიემა, პერიტონიტი, სეფსისი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ენდოკარდიტი, კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ინფიცირებული დამწვრობები.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში და ბავშვებში პრეპარატი ინიშნება კუნთებში 15 მგ/კგ 2-3-ჯერ დღეში ან ინტრავენურად 2-ჯერ დღეში.

ამიკაცინის ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ.

კუნთებში შესაყვანად 1 ფლაკონის შიგთავსი იხსნება 2 მლ საინექციო წყალში. ინტრავენური შეყვანისათვის 0.25-0.5 გ იხსნება 200 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში, ან გლუკოზის 5% ხსნარში. ვენაში შეყვანისას ამიკაცინის ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ. ინფუზია წარმოებს წვეთოვანი სახით 60 წვეთი წუთში.

მკურნალობის კურსი - 7-10 დღე.

- შარდგამომყოფი სისტემის გაურთულებელი ინფექციის დროს კუნთებში შეჰყავთ 0.25 გ 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.5 გ.

- ახალშობილებში და დღენაკლულ ბავშვებში საწყისი დოზაა - 10 მგ/კგ, შემდგომში ყოველ 12 საათში ერთხელ - 0.75 მგ/კგ. ამიკაცინით მკურნალობის დროს საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

ნეფროტოქსიკური მოვლენები:

ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, სმენის დაქვეითება შეუქცევად სიყრუემდე, ვესტიბულური დარღვევები. შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ბილირუბინის მომატება სისხლის შრატში ალერგიული რეაქციები - გამონაყარი კანზე, ციება, იშვიათად - კვინკეს შეშუპება.

სისხლის სურათის შეცვლა - ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა, იშვიათად - ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

* სმენის ნერვის ნევრიტი.

ჭარბი დოზირება

არ მოიპოვება ინფორმაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- არ შეიძლება ამიკაცინის დანიშვნა სხვა პრეპარატებთან ერთად, რომელთაც გააჩნიათ ნეფრო და ოტოტოქსიკური მოქმედება. ფუროსემიდთან, ეთაკრინის მჟავასთან, პოლიმიქსინებთან და კლოპამიდთან ერთდროული დანიშვნისას იზრდება ტოქსიკური რეაქციების განვითარების რისკი.

- ამიკაცინი შეუთავსებელია ხსნარში პენიცილინთან, ცეფალოსპორინებთან, ამფოტერიცინთან, ქლორთიაზიდთან, ერითრომიცინთან, ჰეპარინთან, ტეტრაციკლინთან, B ჯგუფის ვიტამინებთან, ვიტამინ C-თან, კალიუმის ქლორიდთან.

- ამიკაცინის ერთდროული დანიშვნა სანარკოზე საშუალებებთან და ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკატორებთან იწვევს სუნთქვითი აქტივობის მკვეთრ დათრგუნვას.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად