ოლიგოფრენიის მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
ოლიგოფრენიის მკურნალობა და პროფილაქტიკა - mental retardation - Treatment and Prevention - олигофрения - лечение и профилактика
მკურნალობა და პროფილაქტიკა. ოლიგოფრენიის მკურნალობა პირობითად შეიძლება დაიყოს სპეციფიკურ, სიმპტომურ და კორექციულ (სამკურნალო-პედაგოგიურ) მკურნალობად.
სპეციფიკური მკუნალობა ტარდება რამდენიმე სახის ოლიგოფრენიის დროს (თანდაყოლილი სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა), როდესაც დადგენილია ეტიოლოგია და პათოგენეზი.
დიეტათერაპია ეფექტურია, როცა ოლიგოფრენია უკავშირდება მეტაბოლიზმის დარღვევას, მაგალითად:
  • ფენილკეტონურიას - იზღუდება ნატურალური ცილა; იგი იცვლება კაზეინის ჰიდროლიზატით, რომელიც ღარიბია ფენილალანინით;
  • ჰომოცისტინურიას - იზღუდება მეთიონინით მდიდარი პროდუქტები (ხორცი, თევზი და სხვა);
  • გალაქტოზემია, ფრუქტოზურია, სუკროზურია - რაციონიდან უნდა გამოირიცხოს შესაბამისი ნახშირწყლები.
თანდაყოლილი ენდოკრინოპათიის, მეტადრე - კრეტინიზმისა და მიქსედემის დროს ნაჩვენებია კომპენსატორული ჰორმონოთერაპია.
თერაპიის ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული მკურნალობის დროულ დაწყებაზე. მკურნალობა დეფექტის მოხსნისკენ კი არა, არამედ მისი განვითარების შეფერხებისკენ არის მიმართული.
სიმპტომური მკურნალობა პრინციპულად არ განსხვავდება სხვა დაავადებების მკურნალობისგან: მიმართავენ დეჰიდრატაციულ, გამწოვ, ზოგადგამაჯანსაღებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, სედაციურ თერაპიას.
სიმპტომურ საშუალებებს შეიძლება მივაკუთვნოთ მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ფსიქიკურ განვითარებას - ნოოტროპები და სხვა ფსიქოსტიმულატორები.
კორექციული სამკურნალო-პედაგოგიური ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოლიგოფრენიული დეფექტის გადალახვაში. წამყვანი მნიშვნელობა აქვს ოლიგოფრენოპედაგოგიკას, შრომის შესწავლასა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას, რაც დამოკიდებულია ოლიგოფრენიის  ხარისხსა და კლინიკურ თავისებურებებზე, ასევე - ავადმყოფის ასაკზე.

ოლიგოფრენიის პროფილაქტიკა.
სადღეისოდ, გენეტიკაში არსებული მიღწევებისა და სამედიცინო-გენეტიკური კონსულტაციების წყალობით, ოლიგოფრენიის პირველადი პროფილაქტიკის შესაძლებლობა გაფართოვდა.
რუბეოლური ოლიგოფრენიის პროფილაქტიკა გულისხმობს ორსულის წითურასგან დაცვას. ოლიგოფრენიის პრევენციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ორსულის სიფილისზე, ტოქსოპლაზმოზზე, რეზუს-კონფლიქტზე გამოკვლევა. თანდაყოლილი სიფილისისა და მასთან დაკავშირებული ოლიგოფრენიის პროფილაქტიკა გულისხმობს ინფიცირების თავიდან აცილებას, ხოლო სიფილისით დაავადების შემთხვევაში - ორსულის შესაბამის მკურნალობას.
ტოქსოპლაზმოზის პროფილაქტიკა უკავშირდება ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს და ტოქსოპლაზმოზით  ინფიცირების შემთხვევაში ორსულის პრევენციულ მკურნალობას. ასევე მნიშვნელოვანია ორსულებში უარყოფითი რეზუსფაქტორის დროული დადგენა და სისხლში რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობიარობის დროს და შემდგომ ახალშობილის ტრავმისა და ინფიცირებისგან დაცვას.
ოლიგოფრენიისა და მასთან ახლო მდგარი ჭკუასუსტობის პრევენცია ბევრად არის დამოკიდებული სოციალურ ღონისძიებებზე, რომლებიც მიმართულია  ორსულისა და ბავშვის გარემო პირობების გაუმჯობესებისა და ბავშვის ნორმალურ პირობებში აღზრდისკენ.

რეაბილიტაცია და სოციალური ადაპტაცია. ოლიგოფრენიით დაავადებულთა რეაბილიტაცია გულისხმობს მკურნალობას, სწავლას და შრომითი უნარ-ჩვევების დაუფლებას. ყოველივე ეს ავადმყოფთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სოციალური დახმარების ორგანიზაციებმა უნდა განახორციელონ. ასეთი კონტინგენტის ჭეშმარიტი რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ოლიგოფრენიით დაავადებული ავადმყოფებისთვის განკუთვნილ დიფერენცირებულ ქსელურ დაწესებულებებში, სადაც ითვალისწინებენ ავადმყოფის ასაკსა და ჭკუასუსტობის ხარისხს. გონებრივად შეზღუდული ადამიანების სოციალური რეაბილიტაცია გულისხმობს შრომითი მოწყობისა და მეურვეობის უზრუნველყოფას. ამ საქმიანობაში ჯანდაცვის დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობენ საზოგადოებრივი განათლებისა და სოცუზრუნველყოფის განყოფილებები: ჩვილ ბავშვთა სახლები, ბავშვთა ბაგა-ბაღები, რომლებიც განკუთვნილია სკოლამდელი ასაკი ცნს-ის დაზიანების მქონე და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის; დამხმარე სკოლები და სკოლა-ინტერნატები; სპეციალიზებული სკოლები, სადაც მოხერხდება ოლიგოფრენიით დაავადებულთათვის ზოგადი განათლებისა და შრომითი უნარ-ჩვევების მიცემა; სამკურნალო-შრომითი სახელოსნოები, სამრეწველო დაწესებულებები გონებრივად ჩამორჩენილთათვის; მაღალი ხარიხის ჭკუასუსტ ბავშვთა და ზრდასრულთა სპეციალური სახლები და სხვა. სოციალურ დახმარებას ახორციელებს მეურვეობის, პატრონაჟისა და პენსიით უზრუნველყოფის სისტემა.
დაავადებულები სამკურნალო-პროფილაქტიკურ დახმარებას იღებენ ბავშვთა პოლიკლინიკების ფსიქონევროლოგიურ კაბინეტებში, ფსიქონევრლოგიურ დისპანსერებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ასევე - ზოგად სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. უნარშეზღუდულთა იურიდიულ დაცვას უზრუნველყოფს საზოგადო და სოციალური კანონმდებლობა.

ფსიქოზი ოლიგოფრენიის დროს
ოლიგოფრენიით დაავადებულებში ფსიქოზის არსებობა ბურუსით არის მოცული. ფსიქოზის ბუნების შესახებ ურთიერთსაპირისპირო აზრები არსებობს. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ფსიქოზს ახასიათებს სპეციფიკური  თავისებურებები, რომლებიც სხვა დაავადებების დროს არ გვხვდება. ავტორთა უმრავლესობის აზრით, ოლიგოფრენიით დაავადებულებს შეიძლება განუვითარდეთ ისეთივე ფსიქოზი, როგორიც სხვა ადამიანებს (რეაქციული მდგომარეობა, ეგზოგენური ფსიქოზი, შიზოფრენია, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი და სხვა); განსხვავება მხოლოდ გონებასუსტობაა.
ოლიგოფრენებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ რეაქციული ფსიქოზი, რომელსაც თან ახლავს შიში, დეპრესია, ისტერიკის გამოვლინება, გონების დაბინდვა. განსაკუთრებული ადგილი უკავია ორგანულ ფსიქოზს, კერძოდ, ე.წ. პერიოდულ ფსიქოზს.
ოლიგოფრენიის დროს შიზოფრენიას აქვს ისეთივე ძირითადი ნიშნები და ფორმები (მუდმივი და შეტევისებური), როგორიც ჩვეულებრივ შეზოფრენიას, მაგრამ ეს სიმპტომები უფრო ელემენტარულია. ასევე განსხვავებულია ჭკუასუსტობის სტრუქტურა, კერძოდ, ფსიქიკური განუვითარებლობის მოვლენები ერწყმის სპეციფიკურ შიზოფრენიულ დეფექტს (აუტიზმი, ემოციის გაღარიბება, აბულია (ნებისყოფის პათოლოგიური სისუსტე), შერწყმული უმოქმედობასთან).
ოლიგოფრენებში მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის განვითარება საეჭვოა. სავარაუდოდ, ეს უფრო რეზიდუალურ-ორგანული პერიოდული ფსიქოზია.

ოლიგოფრენიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული შრომითი ექსპერტიზა. ინვალიდობის ჯგუფისა და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების დადგენა ფსიქიკური განუვითარებლობის დონესა და ოლიგოფრენიის ფორმაზეა დამოკიდებული.
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად