ჰალიდორი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019
ჰალიდორი - HALIDOR - ХАЛИДОР

საერთაშორისო დასახელება:

BENCYCLANE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ბეციკლანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ბეციკლანის ფუმარატი .............    100 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კარბომერი 934 p, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლივინილაცეტატი, სახამებელი.

საინექციო ხსნარი: ბლისტერზე 5 ამპ, შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 მლ 1 ამპ.

ბენციკლანის ფუმარატი ...........    25 მგ 50 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.

ხსნარი შიდაკუნთური ან შიდავენური შეყვანისათვის (განზავების შემდეგ), ასევე ინფუზიისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰალიდორი წარმოადგენს მიოტროპულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ასევე ხასიათდება ზომიერი სედატური ეფექტით. პრეპარატს  გააჩნია სპაზმოლიზური, სისხლძარღვების გამაფართოებელი და ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება.

იგი ასევე ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

პრეპარატის ზემოთ ჩამოთვლილი ეფექტების გამო იგი გამოიყენება სისხლძარღვების სხვადასხვა ფუნქციური დაავადებების  დროს, რომელთაც თან ახლავს სპაზმი, ასევე ორგანული დაავადებების შემთხვევაშიც.

პრეპარატი ავლენს ეფექტურობას ვისცერული ორგანოების გლუკი კუნთების სპაზმის დროს.

იგი აჩქარებს ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება გულის ტრანსმისორული ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას იგი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება. Cmax სისხლის პლაზმაში პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას აღინიშნება 3 სთ-ის განმავლობაში. ელიმინირდება ძირითადად შარდით (97%) არააქტიური მეტაბოლების სახით. T1/2 შეადგენს 6-8 სათ-ს.

ჩვენებები:

ბენციკლანი არის სისხლძარღვების გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება.

სისხლძარღვების დაავადებები

პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები: რეინოს დაავადება, სხვა დაავადებები სისხლძარღვების აკროციანოზით და სპაზმებით, ასევე ისეთი მდგომარეობები, რომლებიც გამოწვეულია არტერიების ოკლუზიით.

ტვინის სისხლძარღვების დაავადებები: კომბინაციური თერაპიის კომპონენტის სახით ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევებისას.

შინაგანი ორგანოების სპაზმის მოხსნა.

კუჭ-ნაწლავის დაავადებები: სხვადასხვა ეტიოლოგიის გასტროენტერიტები (განსაკუთრებით, ინფექციური), ინფექციური და ანთებითი კოლიტები, მსხვილი ნაწლავის ფუნქციონალური დაავადებანი, ტენეზმები, პოსტოპერაციული მეტეორიზმი, ქოლეცისტიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, მდგომარეობა ქოლეცისეტექტომის შემდეგ. მოტორიკის მოშლა ოდის სფინქტერის დისკინეზიის დროს, კუჭის ან 12 გოჯა ნაწლავის წყლული - სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

უროლოგიური სინდრომები შარდის ბუშტის ტენეზმები, შარდკენჭოვანი დაავადების დამატებითი თერაპია (თირკმლების კოლიკის დროს ანალგეტიკებთან კომბინაციაში) მომზადება გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ჰალიდორის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ტაბლეტები

ჩვეულებრივი დოზები:

სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომების სამკურნალოდ ბენციკლანის ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 300 მგ-ს (1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ). მძიმე შემთხვევებში, ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა 2 ტაბლეტამდე დღეში 3-ჯერ.

შინაგანი ორგანოების სპაზმის მოსახსნელად ექიმმა შეიძლება დანიშნოს 1-2 ტაბლეტის ერთჯერადი მიღება. ეს დოზა შეიძლება განმეორდეს მაქსიმუმ 4 ტაბლეტის მიღწევამდე. სხვა სქემით მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

თუ პაციენტი პრეპარატს იღებს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, უნდა შემცირდეს ტაბლეტების მიღების დავიწყების ალბათობა.

ერთი დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში, ეს დოზა გამოიტოვება და გრძელდება ტაბლეტის მიღება განრიგის მიხედვით. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ხსნარი

სისხლძარღვოვანი დაავადებები:

ინფუზია: სისხლძარღვების დაავადებების დროს შეიძლება სასარგებლო იყოს აქტიური ნივთიერების შეყვანა ინფუზიის გზით დოზით 200-300 მგ დღე-ღამეში 2-3 ინფუზიაზე. ინფუზია უნდა ჩატარდეს ნელა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

შინგანი ორგანოების სპაზმების მოხსნა

ინექცია: მწვავე შემთხვევებში, ვენაში ნელა შეყავთ 2-4 ამპულა, რომელიც იხსნება მარილის ხსნარში 10-20 მლ-მდე ან ერთი ამპულა კუნთებში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, კუჭის ტკივილი, სიმაძღრის შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სპორადული შფოთვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიარულის მოშლა, ტრემორი, ძილიანობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ზოგჯერ, ცნობიერების გარდამავალი არევა, ჰალუცინაციები, ძალიან იშვიათად - ცნს-ის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. მნიშვნელოვანმა ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტონური და კლონური კრუნჩხვები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს წინაგულის ან პარკუჭოვანი ტაქიარითმიები (განსაკუთრებით სხვა პროარითმოგენურ პრეპარატებთან ერთად შეყვანისას).

კანის მხრივ: ალერგიის სიმპტომები.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

სხვა: შეუძლოდ ყოფნა, სხეულის წონის მომატება თრომბოფლებიტის შიგნით შეყვანისას.

უკუჩვენებები:

ინექციის გაკეთება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

* პრეპარატის აქტიური ან სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

* სუნთქვის, თირკმლების ან ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს;

* გულის დეკომპენსირებული უკმარისობისას, მიოკარდის მწვავე ინფარქტის, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის დროს;

* ეპილეფსიის ან სპაზმოფილიის სხვა ფორმების დროს;

* ახლად გადატანილი ინსულტის დროს;

* ქალა-ტვინის ტრავმისას ბოლო 12 თვის მანძილზე;

* ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

წინაკლინიკური გამოკვლევების შედეგად მიღებულმა მონაცემებმა არ გამოავლინეს რაიმე ემბრიოტოქსიკური თუ ტერატოგენური ეფექტები. პრეპარატის ფართო გამოყენებისას ემბრიოტოქსიკური ეფექტების არარსებობის მიუხედავად, არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. სარწმუნო მონაცემების არარსებობისას, რაც მიღებულ იქნა ადამიანების გამოკვლევისას, ამ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში საჭიროებს ფრთხილ ანალიზს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ინექციის ადგილი პერიოდულად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანება და თრომბოფლებიტი.

◄ თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის პარენტერალური შეყვანა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა ან სუნთქვის მწვავე უკმარისობა, წინასწარგანწყობილნი არიან კოლაფსის მიმართ, აღენიშნებათ წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია ან შარდის შეკავება (შეკავების ხარისხი მატულობს შარდის ბუშტის კუნთების მოდუნებისას).

◄ ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია ლაბორატორიული გამოკვლევების რეგულარულად ჩატარება (არანაკლებ 2 თვეში ერთხელ).

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: მკურნალობის კურსის დასაწყისში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და ისეთი სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც დაკავშირებულია უბედურ შემთხვევათა მომატებულ რისკთან, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა.

ჭარბი დოზირება:

თუ პაციენტი პრეპარატს იღებს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა შემცირდეს ტაბლეტის მიღების დავიწყების ალბათობა.

ერთი დოზის მიღების დავიწყების შემთხვევაში, ეს დოზა გამოიტოვება და გრძელდება ტაბლეტის მიღება განრიგის მიხედვით. არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვების გახშირება, არტერიული წნევის დაწევა, წინასწარგანწყობა კოლაფსის მიმართ, შარდის შეუკავებლობა, ძილიანობა, შფოთვა, ხოლო მძიმე შემთხვევებში - ეპილეფტიფორმული კრუნჩხვითი შეტევები.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. ზედოზირებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება. კრუნჩხვითი შეტევების დროს რეკომენდებულია ბენზოდიაზეპინის გამოყენება. მონაცემები დიალიზის საშუალებით ბენციკლანის გამოდევნის შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციის დროს:

- ანესთეტიკები და სედაციური საშუალებები - შეიძლება გაძლიერდეს მათი ეფექტები.

- სიმპატომიმეტიკები - წინაგულისა და პარკუჭის ტაქიარითმიის რისკის გამო;

- საშუალებები, რომლებიც დაბლა იწევენ სისხლში კალციუმის დონეს - პროარითმოგენული ეფექტების სუმაციის გამო;

- ფუტკარას პრეპარატები - ფუტკარას ჭარბი დოზის მიღებისას მატულობს არითმიის რისკი;

- ბეტა-ბლოკატორები - ქრონოტროფული ეფექტების ურთიერთწინააღმდეგობის გამო (უარყოფითი ბეტა-ბლოკატორების და დადებითი ბენციკლანის შემთხვევაში) შეიძლება აუცილებელი გახდეს ბეტა-ბლოკატორის დოზირების კორექცია;

- კალციუმის არხების ბლოკატორები და სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები - მათი ეფექტების გაძლიერების შესაძლებლობის გამო;

- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ გვერდით ეფექტებს სპაზმოფილიის სახით - ამ ეფექტების სუმაციის შესაძლებლობის გამო;

- ასპირინი - თრომბოციტების აგრეგაციის შეფერხების გაძლიერების გამო.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად