ხოლუდექსანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ხოლუდექსანი - CHOLUDEXAN - ХОЛУДЕКСАН

საერთაშორისო დასახელება:

URSODEOXYCHOLIC ACID

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: ურსოდეზოქსიქოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ......  300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, აეროზოლი, მაგნიუმის სტეარატი, კალიუმის სორბატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ახდენს ასევე ნაღველმდენ, ქოლელითოლიტიკურ, ჰიპოლიპიდემიურ, ჰიპოქოლესტერინემიულ და იმუნომოდულაციურ მოქმედებას.

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა ჰეპატოციტის მემბრანაში ასტაბილიზირებს მის სტრუქტურას და იცავს ჰეპატოციტს ნაღვლის მჟავების მარილების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ამცირებს მათ ციტოტოქსიურ ეფექტს. იგი აინჰიბირებს ნაწლავში ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას; აინდუცირებს ბიკარბონატებით მდიდარი ნაღვლის წვენის წარმოქმნას, რაც იწვევს ნაღვლის წვენის პასაჟის ზრდას და ასტიმულირებს ტოქსიური ნაღვლის მჟავების გამოყოფას ნაწლავიდან.

ურთიერთქმედებს არაპოლარულ ნაღვლის მჟავებთან (ხენოდეზოქსიქოლის მჟავა), რის შედეგადაც ფორმირდება შერეული არატოქსიური მიცელები. ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და მის შეწოვას ნაწლავში. ქოლესტერინის მოლეკულებთან წარმოქმნის თხევად კრისტალებს, რითაც მცირდება ნაღვლის წვენის ლითოგენურობა და ძლიერდება ქოლესტერინული კენჭების დაშლა. იგი ხელს უშლის ახალი კრისტალების წარმოქმნას.

ახდენს იმუნომოდულაციურ მოქმედებას, მოქმედებს იმუნოლოგიურ რეაქციებზე ღვიძლში: ამცირებს ჰისტოშეთავსების HLA-1 ზოგიერთი ანტიგენის ექსპრესიას ჰეპატოციტების მემბრანაზე და HLA-2 ქოლანგიოციტებზე, გავლენას ახდენს T-ლიმფოციტების რაოდენობაზე, ინტერკლეიკინი-2-ის წარმოქმნაზე, ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას, თრგუნავს იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (პირველ რიგში lgM) აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება აწლავში. პრეპარატის ერთჯერადი დოზით (600 მგ) შიგნით მიღებისას სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია (5.5 მოლი/ლ) მიიღწევა მისი მიღებიდან 1 საათში.

ურსოდეზოქსიქოლის მჟავა მეტაბოლიზირდება ღვიძლში ტაურინისა და გლიცინის კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც სეკრეტირდება ნაღვლის წვენში. პრეპარატის ცილებთან კავშირი მაღალია, 99%-მდე; ურსოდეზოქსიქოლის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. 50-70% გამოიყოფა ნაწლავიდან.

ჩვენებები:

  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი;
  • მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები;
  • ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები;
  • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
  • პირველად მასკლეროზებელი ქოლანგიტი;
  • კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
  • ღვიძლში და სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზია;
  • ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას;
  • ნაღვლის ბუშტში ქოლესტერინული კენჭების არსებობა იმ შემთხვევაში, თუ მათი ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით მოშორება შეუძლებელია;
  • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ბილიარული დისპეფსიური სინდრომი;
  • სანაღვლე გზების დისკინეზია;
  • ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებთი მკურნალობისას ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ნაღვლის კენჭების დასაშლელად ხოლუდექსანს ნიშნავენ დოზით 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში უწყვეტლივ ხანგრძლივად. მაგალითად, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების  სამკურნალოდ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე თვეს, ნაღვლის კენჭების დასაშლელად - 6 თვიდან  2 წლამდე. თუ მკურნალობის დაწყებიდან 12 თვეში არ აღინიშნა ნაღვლის კენჭების დაშლა, მისი გაგრძელება მიზანშეწონილად არ ითვლება. განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დოზით 300 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში რამდენიმე თვის განმავლობაში (საშუალოდ 3 თვე).

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ნიშნავენ 300 მგ (1 კაფსულა) ხოლუდექსანს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10-14 დღეს.

პრეპარატი მიიღება ერთხელ დღე-ღამეში ძილის წინ ან 2-ჯერ დღე-ღამეში. კაფსულას ყლაპავენ მთლიანად, საკმარისი რაოდენობით წყლის დაყოლებით.

გვერდითი მოვლენები:

დიარეა (შესაძლოა იყოს დოზადამოკიდებული). იშვიათად - ნაღვლის კენჭების ჩაკირვა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის არაჰორმონალური საშუალებები ან პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები ესტროგენის დაბალი შემცველობით.

ხოლუდექსანის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მონაცემები ურსოდეზოქსიქოლის მჟავის დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ნაღვლის კენჭების წარმატებულად დასაშლელად ისინი უნდა იყვნენ სუფთად ქოლესტერინული, არ იძლეოდნენ ჩრდილს რენტგენოგრამაზე, ზომით არა უმეტეს 15-20 მმ.

◄ ნაღვლის ბუშტის ფუნქცია მთლიანად უნდა იყოს შენარჩუნებული, ხოლო მისი შევსება კენჭებით არა უმეტეს ნახევრისა.

◄ ბუშტის სადინარის გამტარობა შენარჩუნებული უნდა იქნეს, ხოლო ნაღვლის საერთო სადინარი - თავისუფალი კენჭებისაგან.

◄ მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში შემოწმდეს სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების თაობაზე მონაცემები არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინის იონებს და იონმცვლელ კუპრს (ქოლესტირამინს) ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას.

- ჰიპოლიპიდემიური საშუალებები (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენები, ნეომიცინი და ან პროგესტინები ზრდიან ნაღვლის წვენის ქოლესტერინით შევსებას და შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის მიერ ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების დაშლის უნარი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად