ქსენიკალი ® - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ქსენიკალი ® - XENICAL ® - КСЕНИКАЛ ®

საერთაშორისო დასახელება:

ORLISTAT

მწარმოებელი: F. HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ორლისტატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსუქნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 42 ც.

1 კაფს.

ორლისტატი ............   120 მგ

კაფსულის გარსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის გლიკოლატი, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი და ტალკი.

კაფსულის გული: ჟელატინი, ინდიგო კარმინი (E132) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსენიკალი წარმოადგენს გასტროინტესტინალური ლიპაზების ძლიერ, სპეციფიკურ და ხანგრძლივად მოქმედ ინჰიბიტორს. მისი მოქმედების მექანიზმი ვლინდება კუჭისა და წვრილი ნაწლავების სანათურში კოვალენტური კავშირების დამყარებით კუჭისა და პანკრეასული ლიპაზების სერინის აქტიურ ტერმინალებთან.

ინაქტივირებული ენზიმი კარგავს ცხიმის დაშლის უნარს, რის გამოც მას არ შეუძლია საკვებით მიღებული ტრიგლიცერიდების დაშლა ცხიმოვან მჟავებად მონოგლიცერიდებად. ვინაიდან, ორგანიზმში არ ხდება მოუნელებელი ტრიგლიცერიდების შეწოვა, ვითარდება კალორიული დეფიციტი, რის შედეგადაც ხდება ცხიმის წვა დეპოებში და მცირდება სხეულის მასა.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: გამოკვლევებმა ნორმალური და ჭარბი წონის მოხალისეებზე ცხადყო, რომ პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია. პრეპარატის პერორალური მიღებიდან 8 საათის შემდეგ პლაზმაში აქტიური ნივთიერების კონცენტრაცია დადგენილი არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ორლისტატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში <5 ნგ/მლ.

განაწილება: პრეპარატის განაწილების მოცულობა არ არის განსაზღრული, ვინაიდან წამალი მინიმალურად შეიწოვება და არ აქვს განსაზღვრული სისტემური ფარმაკოკინეტიკა. პლაზმის პროტეინებთან მისი შეკავშირების ხარისხი in vitro შეადგენს 99%-ს. მინიმალური რაოდენობით ორლისტატმა შეიძლება შეაღწიოს ერითროციტებში.

მეტაბოლიზმი: ცხოველებზე კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ორლისტატის მეტაბოლიზმი, ძირითადად, თავს იჩენს გასტროინტესტინალურ ტრაქტში ჭარბი წონის პაციენტებში, კვლევებზე დაყრდნობით, პრეპარატის დოზის ნაწილი აბსორბირდება სისტემურად, ორი ძირითადი მეტაბოლიტის სახით M1 და M3, რომლებიც იკავებენ პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 42%-ს. დაბალი ინჰიბიტორული აქტივობის და პლაზმაში მათი დაბალი დონის გამო, აღნიშნული მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურნი არიან.

გამოყოფა: კვლევებმა ნორმალური და ჭარბი წონის პაციენტებზე გამოავლინა, რომ პრეპარატის გამოყოფის ძირითადი გზაა ფეკალიებით, რომელთა საშუალებითაც გამოიყოფა მიღებული პრეპარატის დაახლოებით 97%, მათ შორის 83% ელიმინირდება უცვლელი სახით. ოლისტატთან დაკავშირებული ყველა სუბსტანციის კუმულარული რენული ექსტრაქცია შეადგენს მიღებული დოზის 2%-ს. ორგანიზმიდან ორლისტატის გამოყოფის მთლიანი დრო (ექსკრემენტებით და შარდის მეშვეობით) შეადგენს 3-5 დღეს. ორლისტატის მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს ნაღველით.

ჩვენებები:

  • სიმსუქნე და ჭარბი წონა, როდესაც სმი>30 თანხმლები დაავადებების გარეშეც ან სმი >27 თანმხლები დაავადებებით ან რისკის ფაქტორებით.
  • ქსენიკალი ეფექტურია წონის კონტროლისათვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში (წონის დაკლება, წონის შენარჩუნება, წონის მომატების პრევენცია).

მიღების წესი და დოზირება:

3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან საკვების მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში დოზის მეტად გაზრდა არ აუმჯობესებს ეფექტს. თუ საკვები არ შეიცავს ცხიმს, ქსენიკალის დოზა შეიძლება გამოტოვებულ იქნეს.

მკურნალობის დროს დაცული უნდა იყოს ჰიპოკალორიული დიეტა. ბალანსირებულ კვებაში, ცხიმზე უნდა მოდიოდეს კალორაჟის არა უმეტეს 30%-ისა. დღიურად მიღებული ცხიმების, ნახშირწყლებისა და ცილების რაოდენობა უნდა გადანაწილდეს სამ ძირითად კვებაზე.

ცხიმების მომატება განავალში ხდება 24-48 საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან და უბრუნდება ნორმას 48-72 საათის განმავლობაში ქსენიკალის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

პრეპარატი არ არის შესწავლილი პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის დისფუნქციით, ასევე ბავშვებში.

გვერდითი მოვლენები:

ქსენიკალის ძირითადი გვერდითი მოვლენები არასისტემურია და დაკავშირებულია პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან.

ამ მოვლენებიდან ყველაზე ხშირად თავს იჩენს გახშირებული დეფეკაცია, განავლის გათხიერება, განავალში ცხიმის რაოდენობის გაზრდა. დიეტაში ცხიმების რაოდენობის შემცირება ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში.

ჩვეულებრივ, ეს მოვლენები დაკავშირებულია რაციონში ჭარბი რაოდენობით ცხიმის მოხმარებასთან, თავს იჩენს უპირატესად მკურნალობის დასაწყისში (პირველი 3 თვე) და გარდამავალი ხასიათი გააჩნია.

სიმპტომატურ მკურნალობას საჭიროებს შემდეგი გვერდითი მოვლენები - ტკივილი მუცლის და სწორი ნაწლავის არეში. მეტეორიზმი, თხელი განავალი, კბილის და ღრძილების დაზიანება.

სხვა მოვლენები - ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, გრიპი, თავის ტკივილი, დისმენორეა, აგზნებადობა, სისუსტე, საშარდე გზების ინფექციები.

მომატებული მგრძნობელობითი რეაქციები - ქავილი, გამონაყარი კანზე ურტიკარია, ანგიოედემა და ანაფილაქსია.

უკუჩვენებები:

* ქსენიკალი უკუნაჩვენებია ქრონიკული მალაბსორბციის სინდრომის, ქოლესტაზის და მომატებული მგრძნობელობის დროს პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ცხოველების რეპროდუქციული ფუნქციის კვლევის შედეგად არ იყო აღნიშნული პრეპარატის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენური ეფექტი. მიუხედავად ამისა, კლინკური მონაცემების არარსებობის გამო, ქსენიკალის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის.

* ასევე არ არის გამოკვლეული ქსენიკალის უსაფრთხოება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ 2 წლის განმავლობაში A, D, E, K ვიტამინებით და ბეტა-კაროტინის დონე უცვლელია, ასეთ შემთხვევაში ადეკვატური კვების უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს მულტივიტამინების დამატება.

◄ პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტური მითითებები. გასტროინტესტინალური მოვლენები ხშირდება დიეტაში ჭარბი ცხიმის არსებობის შემთხვევაში.

ცხიმის მიღების დღიური დოზა განაწილებული უნდა იქნეს 3 ძირითად ულუფაზე.

◄ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აუცილებელია მეტაბოლური კონტროლი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში საჭიროა ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის შემცირება.

◄ ქსენიკალის კომბინირებისას ციკლოსპორინთან შესაძლებელია ციკლოსპორინის პლაზმური დონის შემცირება. რეკომენდებულია ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გაკონტროლდეს ციკლოსპორინის პლაზმის დონე.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი. აღწერილია ქსენიკალის 800 მგ ერთჯერადად და 400 მგ 3-ჯერ დღეში მიღება გვერდითი მოვლენების გარეშე.

რეკომენდებულია პაციენტის 24 საათიანი მეთვალყურეობა და სიმპტომატური მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მცირდება D,E ვიტამინების და კაროტინის აბსორბცია. რეკომენდებულია მულტივიტამინების მიღება ქსენიკალთან კომბინაციაში. აგრეთვე, მცირდება ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლში. საჭიროა მისი დონის მონიტორინგი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად