ქვინაქსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ქვინაქსი - QUINAX - КВИНАКС

საერთაშორისო დასახელება:

AZAPENTACENE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: აზაპენტაცენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.015%: ფლაკონში 15 მლ, დროპ-ტეინერის საწვეთურით.

1 მლ

ნატრიუმის დიჰიდროაზაპენტაცენ პოლისულფონატი ......  150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქვინაქსი წარმოადგენს მოგრძო მკვეთრი წითელი ფერის კრისტალებს, რომლისგანაც მიიღება მუქი წითელი ფერის ხსნარი. კრისტალები თავისუფლად იხსნება წყალში და ნაწილობრივ ეთანოლში.

ქვინაქსი წააგავს ბროლის ხსნადი პროტეინის SH-რადიკალებს და გააჩნია თვისება შეანელოს ქვინოიდური ნივთიერების ზემოქმედება ბროლში არსებულ ხსნად პროტეინზე. ქვინაქსი აგრეთვე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას თვალშიდა სითხის ფერმენტების აქტივაციის გზით, რის გამოც უმჯობესდება მხედველობის სიმახვილე.

ქვინოიდური თეორია: კატარაქტა წარმოადგენს თვალის დაავადებას, რომლის დროსაც ადგილი აქვს ბროლის შემღვრევას და მხედველობის დაქვეითებას. არსებობს კატარაქტას პათოგენეზის მრავალი თეორია, მათ შორის ეგრეთ წოდებული “ქვინოიდური თეორია”, რომელიც შემუშავდა იაპონიაში. ამ თეორიის თანახმად, თვალის ბროლის ხსნადი პროტეინის SH - რადიკალი გარდაიქმნება და იჟანგება ქვინოიდური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, რომელიც წარმოიქმნება არომატული ამინომჟავების ტრიფტოფანისა და თიროზინის არასწორი მეტაბოლიზმის შედეგად.

მხედველობა შეიძლება აღდგეს ოპერაციული გზით, მაგრამ არსებობს მისი აღდგენის შესაძლებლობა თერაპიული საშუალებებით. თერაპიული მკურნალობით შეიძლება შეჩერდეს ბროლის შემღვრევის პროცესი და გაუმჯობესდეს მხედველობა ქირურგიულ ჩარევამდე.

ჩვენებები:

  • ხანდაზმულთა კატარაქტა, ტრავმული კატარაქტა, თანდაყოლილი კატარაქტა, მეორადი კატარაქტა.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 წვ-ის ინსტილაციის სახით ორივე თვალში 3-5-ჯერ დღეში. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მხედველობის მკვეთრი გაუმჯობესების შემდეგაც.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის ჩატარებული კვლევები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახურულ ფლაკონში.

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად