ფლემოქსინი სოლუტაბი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ფლემოქსინი სოლუტაბი - FLEMOXIN SOLUTAB - ФЛЕМОКСИН СОЛУТАБ

საერთაშორისო დასახელება:

AMOXICILLIN

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნადი ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი ........       125 მგ

1 ტაბ.

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი .........      250 მგ

1 ტაბ.

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი ...........    500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლემოქსინი სოლუტაბი წარმოადგენს ნახევრად სინთეზური პენიცილინების ჯგუფის ფართო მოქმედების სპექტრის ანტიბიოტიკს, რომელიც მრავალი მიკრობის მიმართ ხასიათდება ბაქტერიციდული ეფექტით.

მისი ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის გარსის კედლის მუკოპროტეინის - მურეინის სინთეზის დარღვევით, რაც რეალიზდება ფერმენტ ტრასპეპტიდაზას ინჰიბირებით და პეპტიდოგლიკანების პოლიმერულ ჯაჭვებს შორის კავშირების წარმოქმნის დარღვევით (პენტაგლიცინური ხიდაკების მეშვეობით). იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა: S.haemolyticus, S.pneumoniae, C.tetani, C. welchii, N.gonorrhoeae, N. meningitiedis, S.aureus, B.anthracis, L. monocytogenes. ნაკლებად აქტიურია - S.baecalis, E.coli, P.mirabilis, S. typhi, S. sonnei, V.cholerae. იგი არააქტიურია მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზებს; Pseudomonas, ინდოლდადებით Proteus, Serratia, Enterolacter.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი შიგნით მიღებისას სწრაფად და პრაქტიკულად სრულად შეიწოვება (93%). იგი მდგრადია მჟავა გარემოში. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას მის აბსორბციაზე. აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მიღებიდან 1-2 სთ-ის შემდეგ. 250 მგ პრეპარატის მიღებიდან აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია 5 მკგ/ლ პლაზმაში აღინიშნება 2 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში გააჩნია დოზადამოკიდებული ხასიათი.  პრეპარატის დაახლოებით 17% უკავშირდება პლაზმის ცილებს. იგი აღწევს ლორწოვან გარსებში, ძვლის ქსოვილში, თვალშიდა სითხეში, ნახველში (თერაპიულ კონცენტრაციებში). მისი კონცენტრაცია ნაღველში 2-4-ჯერ სჭარბობს ანალოგიურ მაჩვენებელს სისხლში.

ამნიონურ სითხეში და ჭიპლარის სისხლძარღვებში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს ორსული ქალის სისხლში კონცენტრაციის 25-30%-ს. იგი ცუდად აღწევს ჯანმრთელი პირების ცერებროსპინალურ სითხეში, ხოლო მენინგიტის დროს მისი კონცენტრაცია აღწევს სისხლში კონცენტრაციის 20%.

პრეპარატი ნაწილობრივ განიცდის მეტაბოლიზმს. მისი მეტაბოლიტების უმრავლესობა არააქტიურია მიკროორგანიზმების მიმართ. თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს ფლემიქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-1.5 სთ-ს. დღენაკლულ ბავშვებში, ახალშობილებში და 6 თვემდე ასაკის ბავშვებში - 3-4 სთ. პრეპარატი ელიმინირდება უპირატესად თირკმელებით - 80% მილაკოვანი სეკრეციით, ხოლო 20% გორგლოვანი ფილტრაციით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. თირკმელების ფუნქციის დაზიანებისას (კრეატინინის კლირენსი შეადგენს 15 მლ/წთ-ში ან მასზე ნაკლებს) პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება და ანურიის დროს უტოლდება  8.5 სთ-ს.

ჩვენებები:

  • ფლემოქსინი სოლუტაბი გამოიყენება  სასუნთქი გზების ინფექციების, თვალის, ცხვირისა და ყელის, თირკმელებისა და შარდ-გამომყოფი გზების, ზოგიერთი ვენერიული დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების და კანის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება ჭამის დროს ან მის შემდეგ:

- ტაბლეტი მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად სითხის მიყოლებით. დოზა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და პრეპარატის მიმართ მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე;

- ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს;

- ტაბლეტი იხსნება რომელიმე სითხეში და სიროფის ან სუსპენზიის სახით გამოიყენება;

- ტაბლეტი შესაძლებელია გაიხსნას 1/3 ჭიქა წყალში და ინტენსიური მორევის შემდეგ იქნას გამოყენებული.

ხსნარს გააჩნია ოდნავ მოტკბო გემო და გარგარის არომატი.

მოზრდილებსა და 10 წლის ზევით ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება დოზით 1-1.5 გ დღეში (1 ტაბლეტი 500 მგ-ის ოდენობით დღეში 2-3-ჯერ);

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 0.25-0.375 გ (1 ტაბლეტი 125 მგ-იანი 2-3-ჯერ დღეში), 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 125 მგ 2-ჯერ დღეში ან 100 მგ 3-ჯერ დღეში. ბავშვებში დოზა დგინდება 30 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით.

ქრონიკული დაავადებების, რეციდივების, მძიმედ მიმდინარე ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს:

მოზრდილებში 0.71-1 გ 3-ჯერ დღეში, ხოლო ბავშვებში 60 მგ/კგ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 5-დან 10 დღეს. აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება.

პაციენტებში თირკმელების უკმარისობით კრეატინინის კლირენსით 10 მლ/წთ-ზე ნაკლები პრეპარატის დოზას ამცირებენ 15-50%-ით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, რომლებიც ჩვეულებრივად თავისით ქრება. იშვიათად ვითარდება ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტი, ხანდახან კანზე ადგილი აქვს გამონაყარს, სიწითლეს; ზოგჯერ ვითარდება ინტერსტიციული ნეფრიტი, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, სტივენს-ჯონსონის სინდრმი, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:

პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ინფექციური მონონუკლეოზი ასევე პფეიფერის დაავადება.

ორსულობა და ლაქტაცია:

! ორსულობის პერიოდში შეიძლება ამოქსიცილინის დანიშვნა სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით სარგებლიანობის და რისკის შეფასებით. ვინაიდან ფლემოქსინი სოლუტაბი გამოიყოფა დედის რძეში, ამდენად მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში დაკავშირებულია რისკთან, ვინაიდან იგი იწვევს ბავშვის ორგანიზმში სენსიბილიზაციის მოვლენებს.

განსაკუთრებული მითითებები:

კანის სიწითლე, ცხელება ან ენის ტკივილი წარმოადგენენ პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ნიშნებს. პაციენტებს რომლებსაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ, ასევე შესაძლებელია აღენიშნოთ პენიცილინების მიმართ ჯვარედინი ჰიპერმგრძნობელობა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას.

თუკი პაციენტი რეკომენდებულ დროს ვერ მიიღებს დოზას, მაშინ მისი მიღება შესაძლებელია გახსენებისთანავე, მაგრამ მომდევნო დოზის მიღებამდე გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის ერთდროულად 2 ტაბლეტის მიღება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება ან დიარეა, წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირი, მარილოვანი საფაღარათოები, წყალ-მარილოვანი ცვლის კორექცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- პრობენიციდი, ფენილბუტაზონი, ოქსიფენბუტაზონი, ნაკლებად აცეტილსალიცილის მჟავა და სულფინპირაზონი თრგუნავენ პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების ტრუბულარულ სეკრეციას, რაც იწვევს მათი ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას და პლაზმში კონცენტრაციის მომატებას.

- ბაქტერიოსტატური ანტიბიოტიკები (ტერიაციკლინები მაკროლიტები, ქლორამფენიკოლი) აქვეითებენ პენიცილინების ეფექტს.

- ფლემოქსინი სოლუტაბის ამინოგლიკიზიდებთან ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია სინერგული ეფექტი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად