სანორინი 0.1% - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
სანორინი 0.1% - SANORIN 0.1% - САНОРИН 0.1%

საერთაშორისო დასახელება:

NAPHAZOLINE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ნაფაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ოტორინოლარინგოლოგიური, სიმპატომიმეტური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნაზალური აეროზოლი, ხსნარი: ფლაკონში 10 მლ 1 მლ 1 ფლ

ნაფაზოლინის ნიტრატი .........     0.001 გ 0.01 გ

დამხმარე ნივთიერებები:

ბორის მჟავა, ედამინი, მეთილპარაბენი, სტერილური წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სანორინი 0.1% იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, რის შედეგადაც მცირდება ანთების შედეგად გამოწვეული ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან. ასევე მცირდება შეშუპება სინუსურ წიაღებში და ევსტახის მილებში, რომლებიც აკავშირებენ შუა ყურს და ხახას, რაც ხელს უწყობს სუნთქვის გაიოლებას, სამკურნალო ეფექტი დგება როგორც წესი 5 წუთში და გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • მწვავე რინიტი;
  • სინუსიტი;
  • ევსტახიტისა და შუა ყურის ანთების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სანორინი 0.1% აეროზოლის გამოყენება შეუძლიათ მოზრდილ პაციენტებს და მოზარდებს 15 წლის ზევით.

მოზრდილებში პრეპარატი მიიღება თითოეული ცხვირის ნესტოში 1-3 შესხურება 3-ჯერ დღეში, ფლაკონი რიგ-რიგობით უნდა მოვათავსოთ თითოეულ ცხირის ნესტოში, რის შემდეგ ვაფიქსირებთ ფლაკონს, საიდანაც გამოდის შიგთავსი. სპრეის ერთი მიღება შეესაბამება ერთ დოზას. პრეპარატის მიღების შემდეგ აუცილებელია ცხვირისმიერი მსუბუქი შესუნთქვა.

სანორინის მიღება ერთი კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული. თუ ცხვირით სუნთქვა გაუმჯობესდება სანორინის მიღების შეწყვეტა შეიძლება უფრო ადრე. პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ.

ცხვირიდან სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატში დასველებული ტამპონის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზის გამოყენების შემთხვევაში პრეპარატი კარგად გადაიტანება. პაციენტებს მომატებული მგრძნობელობით იშვიათად შეიძლება გამოუვლინდეთ სუსტი გვერდითი მოვლენები: ცხვირის ლორწოვანი გარსის წვითა და სიმშრალით. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის მოქმედების გავლის შემდეგ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ცხვირის დაცობის ძლიერი შეგრძნება.

იშვიათად ვლინდება ზოგადი მოვლენები სიმპათიკური ნერვიული სისტემის გაღიზიანების შედეგად. მაგალითად: თავის ტკივილი, ტრემორი (თრთოლვა), არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.

პრეპარატის ხშირმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა და დაცობის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში წინააღმდეგნაჩვენებია;

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ და ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ანთების შემთხვევაში;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* გულის უკმარისობა, ტაქიკარდია;

* ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია;

* შაქრიანი დიაბეტი;

* თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა);

* ბრონქული ასთმა,

* ერთდროულად მაო-ს ინჰიბიტორებთან მიღება და 14 დღის განმავლობაში მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ;

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სანორინის გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ სანორინის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მისი სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი თანდათანობით მცირდება. არსებობს პრეპარტისადმი დამოკიდებულების სინდრომის წარმოშობის საშიშროება.

ჭარბი დოზირება:

სანორინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაჯირჯვებას და ცხვირის ღრუს დახშობის შეგრძნებას.

ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოშობის საშიშროება არსებობს მოზარდებში და გამოიხატება ძილიანობით, მომატებული ოფლიანობით,  სხეულის ტემპერატურის დაქვეითებით, არტერიული წნევის დაქვეითებით ან მომატებით.

მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სანორინისა და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება და გულის რითმის მუშაობის დარღვევა. ამიტომ არ არის რეკომენდებული სანორინისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, აგრეთვე მისი მიღების შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში სანორინის გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად