საბ სიმპლექსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

საბ სიმპლექსი - SAB SIMPLEX - САБ СИМПЛЕКС

საერთაშორისო დასახელება:

SIMETHICON

მწარმოებელი: PFAIZER, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: სიმეთიკონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტეორიზმი საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

პერორალური სუსპენზია: ფლაკონში 30 მლ

1 მლ

სიმეთიკონი ..............    69.19 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პოლიგლიკოსტეარილის მჟავას ეთერები, მეთილჰიდოქსიპროპილცელულოზა, კარბომერი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ვანილის არომატი, ჟოლოს არომატი, ნატრიუმის ციკლომატი, ნატრიუმის საქარინი, გასუფთავებული წყალი, კონსერვანტები: სორბინის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

საბ სიმპლექსი ფაზების გაყოფის საზღვარზე ზედაპირის დაჭიმულობის შემცირებით ართულებს აირის ბუშტუკების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას საკვებ ფაფაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოში. ამ დროს გამოთავისუფლებული აირები შთაინთქმებიან ნაწლავის კედლების მიერ ან გამოიყოფიან პერისტალტიკის საშუალებით. სონო- და რენტგენოგრაფიის დროს საბ სიმპლექსი ხელს უშლის გამოსახულების ხარვეზების განვითარებას; ხელს უწყობს მსხვილინაწლავის ლორწოვანი გარსის კონტრასტული საშუალებით მორწყვას, ხელს უშლის კონტრასტული აპკის გახლეჩას.

ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქნმილი აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას. გამონთავისუფლებული აირები შეიწოვებიან ნაწლავის კედლების მიერ ან გამოიყოფიან ნაწლავის პერისტალტიკის დროს. სიმეთიკონი ქაფს ფიზიკური გზით გამოყოფს, არ შედის ქიმიურ რეაქციებში, ფარმაკოლოგიურად ინერტულია. არ შეიწოვება ორგანიზმში და გამოიყოფა უცვლელი სახით ნაწლავის მიერ.

ფარმაკოკინეტიკა:

ფიზიოლოგიური და ქიმიური ინერტულობის წყალობით არ შეიწოვება ორგანიზმში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გავლის შემდეგ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენებები:

  • მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციულ პერიოდში);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება (რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია);
  • სარეცხი საშუალებებით მწვავე მოწამვლა მათი კუჭში მოხვედრისას.

მიღების წესი და დოზირება:

მეტეორიზმის დროს:

ახალშობილები და ბავშვები, რომლებიც საკვებს ბოთლიდან ღებულობენ: ყოველ ბოთლში სუსპენზიის 15 წვეთს (0.6 მლ) უმატებენ.

საბ სიმპლექსის შერევა შეიძლება სხვა სითხეებთან, მაგალითად რძესთან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 15 წვეთი (0.6 მლ) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში დამატებით 15 წვეთი ღამით.

სკოლის ასაკის ბავშვები: 20-30 წვეთი (0.8-1.2 მლ).

მოზრდილები: 30-45 წვეთი (1.2-1.8 მლ).

დოზა მიღებული უნდა იქნეს ყოველ 4-6 საათში; საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გაზრდა.

საბ სიმპლექსის მიღება უმჯობესია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. და საჭიროების შემთხვევაში ძილის წინ.

საბ სიმპლექსის მიცემა შეიძლება ახალშობილებში ჭამამდე ჩაის კოვზით.

გამოყენებამდე ფლაკონი აქტიურად უნდა შეინჯღრეს. იმისათვის, რომ სუსპენზია პიპეტიდან გადმოვიდეს, ფლაკონი უნდა გადმოვაბრუნოთ და ფსკერზე დავაკაკუნოთ.

გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების დინამიკაზე. საჭიროების შემთხვევაში საბ სიმპლექსის გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადება: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დიაგნოსტიკური გამოკვლევებისათვის მომზადების დროს გამოყენება გაადვილდება თუ ფლაკონს პიპეტს მოვაცილებთ.

რენტგენოლოგიური გამოკვლევა: რენტგენოგრაფიისათვის მოსამზადებლად გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე მიიღება საბ სიმპლექსის 3-6 ჩაის კოვზი (15-30 მლ).

ულტრაბგერით გამოკვლევა: ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის მომზადებისას რეკომენდებულია მივიღოთ საბ სიმპლექსის 3 ჩაის კოვზი (15 მლ) საღამოს, გამოკვლევამდე ერთი დღით ადრე და 3 ჩაის კოვზი გამოკვლევამდე 3 საათით ადრე.

ენდოსკოპია: ენდოსკოპიამდე უნდა მივიღოთ საბ სიმპლექსის 1 ჩაის კოვზი (2.5-5 მლ). გამოკვლევის დროს ენდოსკოპიით შეიძლება შევიყვანოთ საბ სიმპლექსის სუსპენზიის რამდენიმე მილილიტრი.

სარეცხი საშუალებებით მოწამვლა: დოზა დამოკიდებულია მოწამვლის სიმძიმეზე. რეკომენდებული საბ სიმპლექსის მინიმალური დოზა შეადგენს 1 ჩაის კოვზს (5 მლ).

გვერდითი მოვლენები:

საბ სიმპლექსის გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარება არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები;

* ნაწლავის გაუვალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

საბ სიმპლექსის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით ინტოქსიკაცის შემთხვევები უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად