პოსტინორი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პოსტინორი - POSTINOR - ПОСТИНОР

საერთაშორისო დასახელება:

LEVONORGESTREL

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ლევონორგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული კონტრაცეპტივი, პროგესტაგენი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 2 ც.

1 ტაბ.

ლევონორგესტრელი .........   750 მკგ

დამხმარე ნივთიერეები:

უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პოსტინორის მოქმედების მექანიზმი მთლიანად შესწავლილი არ არის. პრეპარატი მოქმედებს ჰიპოფიზის გონადოტროპულ ფუნქციაზე, რაც იწვევს გონადოტროპული ჰორმონების პროდუქციის შემცირებას.

იგი იწვევს ენდომეტრიუმის ცვლილებებს, რის შედეგადაც ირღვევა კვერცხუჯრედის იმპლანტაციის პროცესი. იგი ზრდის ცერვიკალურ ლორწოს სიბლანტეს, რაც ხელს უშლის სპერამატოზოიდების მიგრაციას.

აღნიშნული დოზით ლევონორგესტრელის გამოყენება, ოვულაციის და განაყოფიერების დათრგუნვისათვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სქესობრივი კავშირი მყარდება ოვულაციის წინ (ამ დროს განაყოფიერების შესაძლებლობა შედარებით უფრო მაღალია).

იმ შემთხვევაში, როდესაც საშვილოსნოს ეპითელიუმში ზიგოტის განვითარება უკვე დაწყებულია, პრეპარატით მკურნალობა არაეფექტურია.

ეფექტურობა:

პოსტინორის ტაბლეტების მიღებით შესაძლებელია დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილება დაახლოებით 85%-ით. რაც მეტია დროის ინტერვალი სქესობრივ კავშირსა და პრეპარატის მიღებას შორის, მით ნაკლებია პრეპარატის ეფექტურობა (პირველი 24 სთ-ის განმავლობაში 95%; 24 სთ-დან 48 სთ-მდე 85%; 48 სთ-დან 72 სთ-მდე 58%). არ არსებობს მონაცემები 72 სთ-ის შემდეგ პრეპარატის ეფექტურობის შესახებ.

პოსტინორი რეკომენდებულ დოზაში სისხლის შედედების ფაქტორებზე, ლიპიდებისა და ნახშირწყლების ცვლაზე არ მოქმედებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პოსტინორი პერორალურად მიღებისას სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება.

პრეპარატის ერთი ტაბლეტის მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (საშუალოდ 14.1 მგ/მლ) აღინიშნება 2-4 სთ-ის შემდეგ, რის შემდეგაც მიმდინარეობს ლევონორგესტრელის კონცენტრაციის 2 ეტაპიანი დაქვეითება. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 9-დან 14.5 სთ-ის ფარგლებში.

პოსტინორის მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად დაახლოებით თანაბარი რაოდენობით.

მისი ბიოტრანსფორმაცია სტეროიდების მეტაბოლიზმის მსგავსია.

იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ხოლო მეტაბოლიტები გამოიყოფიან კონიუგატების (გლუკურონიდების) სახით.

პოსტინორს არ ახასიათებს ცნობილი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნის უნარი.

პოსტინორი უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ ალბუმინებს და გლობულინებს. მიღებული დოზის მხოლოდ 1.5 % შრატში იმყოფება თავისუფალ მგომარეობაში. ხოლო 65% სპეციფიკურად დაკავშირებულია სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინებთან.

პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. მიღებული დოზის დაახლოებით 0.1% გადადის დედის რძეში.

ჩვენებები:

  • პოსტინორის ტაბლეტებს იყენებენ დაუგეგმავი ორსულობის თავიდან აცილების მიზნით სქესობრივი აქტის შემდეგ 72 სთ-ის განმავლობაში, როდესაც კონტრაცეპციის სხვა მეთოდების გამოყენება არ არის შესაძლებელი.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად ენიშნებათ 2 ტაბლეტი.

შედარებით უფრო საიმედო ეფექტის მისაღებად საჭიროა პირველი ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება ადრე სქესობრივი აქტის შემდეგ (მაგრამ არა უგვიანეს 72 სთ-ისა).

მეორე ტაბლეტის მიღება ხდება 12 სთ-ის შემდეგ (მაგრამ არა უგვიანეს 16 სთ-სა) პირველი ტაბლეტის მიღებიდან.

იმ შემთხვევაში, როდესაც ტაბლეტის მიღების შემდეგ 3 სთ-ის განმავლობაში არ აღინიშნება ღებინება, საჭიროა მეორე ტაბლეტის მიღება.

პოსტინორის ტაბლეტების მიღება ხდება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, წინამორბედი დროული მენსტრუაციის შემთხვევაში.

სწრაფი ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ მომდევნო მენსტრუაციამდე, აუცილებელია ადგილობრივი ბარიერული (მაგ. კონდომის) ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.

პოსტინორის ტაბლეტებთან ერთად შესაძლებელია პერორალური ჩასახვისსაწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებების გამოყენება.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. დღეისათვის არ არსებობს საკმარისი მონაცემები 16 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები სიხშირე (%)n=977
გულისრევა 23.1
ტკივილი მუცლის ქვედა არეში 17.6
გადაღლილობა 16.9
თავის ტკივილი 16.8
თავბრუსხვევა 11.2
სარძევე ჯირკვლების გამკვრივება 10.8
ღებინება 5.6
სხვადასხვა (დიარეა,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა,
სისხლიანი გამონადენი)
13.5

 

შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის დროებითი დარღვევა, მაგრამ ქალების უმრავლესობაში მომდენვო ოვულაციის პროცესი ნორმალურია. იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლის გადავადება ხდება 5 დღეზე მეტი ხნით, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

* დუბინ ჯონსონის და როტორის სინდრომი, სარძევე ჯირკვლის კიბო, თრომბოზები, ჰერპესი, ცხიმოვანი ცვლის მოშლა, არანამშობიარებ ქალებში მწავე და ქვემწვავე ანთებითი დაავადებები შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოების მხრივ, საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი დაავადებები, უცნობი გენეზის მეტრორაგია, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, ენდომეტრიტი, სალპინგოოფორიტი, ანამნზეში საშვილოსნოს გარე ორსულობა, ღვიძლის მწვავე დაავადებები.

* ორსულობა და ლაქტაცია;

* 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პოსტინორის მიღება ორსულობის პერიოდში ნებადართული არ არის. პრეპარატის მიღება არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას. პროგესტაგენებით მკურნალობისას ორსულობის დადგომს დროს ეპიდემიოლოგიური კვლევებით პრეპარატის  ტერატოგენული ეფექტი არ აღინიშნება.

პოსტინორი გადადის დედის რძეში. პრეპარატის პოტენციური ზემოქმედების დაქვეითება შესაძლებელია ორივე ტაბლეტის სწრაფად მიღებით ძუძუთი კვების შემდეგ და შემდგომში ძუძუთი კვების შეწყვეტით.

განსაკუთრებული მითითებები:

სწრაფად მოქმედი პოსტინორის ტიპის საშუალებების გამოყენება შესაძლებლია მხოლოდ ექსტრემალურ პირობებში. იგი არ ცვლის რეგულარულად მისაღებ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ზოგჯერ ამგვარი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით შესაძლებელია ორსულობის განვითარება.

იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს ექიმთან ვიზიტის დროს არ ახსოვს სქესობრივი კავშირის ზუსტი დრო, ან იგივე მენსტრუალური ციკლის დროს 72 სთ-ით ადრე ადგილი ჰქონდა დაუცველ სქესობრივ კავშირს, შესაძლებელია განაყოფიერება. ამ დროს მეორე სქესობრივი კავშირის შემდეგ პრეპარატის გამოყენება სასურველ ეფექტს არ იწვევს. იმ შემთხვევაში, როდესაც მენსტრუალური ციკლის გადავადება ხდება 5 დღეზე მეტი ხნით ან დროულია, მაგრამ მისი მიმდინარეობა განსხვავდება ნორმალური ციკლისაგან ან სხვა რაიმე მიზეზის გამო საეჭვო ორსულობისს შემთხვევაში, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა. პოსტინორის მიღების მიუხედავად განაყოფიერების შემთხვევაში ვითარდება საშვილოსნოს გარე ორსულობა.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს პოსტინორის გამოყენება რეკომენდებული არ არის. შეწოვის პროცესის მძიმე დარღვევები (მაგ. კრონის დაავადება) აქვეითებს პოსტინორის ტაბლეტების ეფექტურობას. პრეპარატის მიღების შემდეგ მენსტურაცია იწყება ჩვეულებრივ დროს და ნორმალურად მიმდინარეობს. ზოგჯერ იგი იწყება რამდენიმე დღით ადრე ან იგვიანებს. პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია სამედიცინო შემოწმება კონტრაცეპციის რეგულარული მეთოდის გამოყენების შესახებ.

იმ შემთხვევაში, როდესაც პოსტინორის მიღება შეცდომით მოხდა რეგულარული ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებებთან ერთად და რეგულარული ტაბლეტების მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ ადგილი არა აქვს მენსტრუაციას, საჭიროა გამოირიცხოს შესაძლო ორსულობა.

ერთთვიანი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში პოსტინორის ტაბლეტების  განმეორებითი მიღება მენსტრუალური ციკლის დარღვევის გამო რეკომენდებული არ არის.

პოსტინორის ეფექტურობა რეგულარულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით უფრო დაბალია.

რეგულარული სქესობრივი კავშირის დროს ქალებმა საჭიროა მიმართონ კონტრაცეპციის სხვა საშუალებებს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია ღებინება ან სისხლდენა.

მკურნალობა: სიმპტომური. სპეციფიკური ანტიდოტი  არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ღვიძლის მეტაბოლიზმის ინდუქტორებთან პრეპარატის კომბინაციით პოსტინორის მეტაბოლიზმი ძლიერდება.

- ბარბიტურატები (პრიმიდონის ჩათვლით), ფენიტოინი, კარბამაზეპინი, კრაზანას შემცველი პრეპარატები (Hipericum perforatum), რიფამპიცინი, რიტონავირი, რიფაბუტინი, გრიზეოფულვინი აქვეითებენ პოსტინორის ეფექტურობას და პირიქით ციკლოსპორინის მეტაბოლიზმის დათრგუნვით, ლევონორგესტრელის შემცველი პრეპარატები აძლიერებენ ციკლოსპორინის ტოქსიკურ ეფექტს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე.

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად