პოლკორტოლონი TC (აეროზოლი) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პოლკორტოლონი TC (აეროზოლი) - POLCORTOLON TC - ПОЛЬКОРТОЛОН TC

საერთაშორისო დასახელება:

TRIAMCINOLONE ACETONIDE; TETRACYCLINE

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A.,პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიამცინოლონის აცეტონიდი+ტეტრაციკლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი გარეგანი გამოყენებისათვის:

ფლაკონში სუსპენზია ......................   30 მლ (17.3 გ)

(23.12 მგ+0.58 მგ)/გ

1 ფლ.

ტრიამცინოლონის აცეტონიდი ............ 10 მგ

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი .....  400 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სპან 85, იზოპროპილის მირისტატი, პროპანის და ბუტანის ნარევი (დრივესოლი 35).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.

ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ავლენს ბაქტერიოსტატულ მოქმედებას მიკროორგანიზმების ცილის სინთეზის დათრგუნვის გზით.

ჩვენებები:

  • მეორადი ბაქტერიული ინფექციებით გართულებული კანის ალერგიული დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, ურტიკარია);
  • კანის დაავადებები განპირობებული ტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, აგრეთვე შერეული ინფექციები (იმპეტიგო, ფურუნკულოზი, ფოლიკულიტი, ჰიდრადენიტი, წითელი ქარი და სხვა).

მიღების წესი და დოზირება:

კანის დაზიანებულ უბანზე აფრქვევენ ნაკადს აეროზოლიდან 1-3 წამის განმავლობაში, ფლაკონი უჭირავთ ვერტიკალურად კანიდან 15-20 სმ-ის დაშორებით.

პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

პროცედურას ატარებენ დღეში 2-4-ჯერ თანაბარი დროის ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ჩვეულებრივ შეადგენს 5 -10 დღეს. საჭიროებისას შეიძლება პრეპარატის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე.

პოლკორტოლონი TC არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, სიფრთხილით ინიშნება 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მხოლოდ დღეში ერთხელ, კანის მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

♦ მცირე ზომის უბნებზე და ხანმოკლე პერიოდის მანძილზე გამოყენებისას პრეპარატი არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, თუმცა შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გაღიზიანება, პურპურა.

♦ პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მეორადი ინფექციური გართულებები, პოსტსტეროიდული სისხლძარღვოვანი პურპურა, ეპიდერმისის ზრდის დათრგუნვა, კანის სიმშრალე, თმიანობა, პიგმენტაცია, კანის ატროფია და ტელეანგიექტაზიები. ეს მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად, ძირითადად ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას.

♦ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ტეტრაციკლინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოტოსენსიბილიზაცია, ამიტომ აეროზოლით დამუშავებული კანის უბნები უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.

უკუჩვენებები:

* კანის ინფიცირებული დაზიანებები, მათ შორის, ვირუსული, სოკოვანი, კანის ტუბერკულოზი;

* კანის საფარის ახალწარმოქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა;

* ვაქცინაციის პერიოდი;

* გლაუკომა;

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;

* კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა.

* ბავშვთა ასაკი 3 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინეს პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება, ამიტომ პოლკორტოლონ TC ორსულობის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

* არ გამოიყენება ორსულობის I ტრიმესტრში.

* არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა დედის რძით ტრიამცინოლონის აცეტონიდი გარეგანი გამოყენებისას. ამიტომ ლაქტაციის პერიდოში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მცირე ზომის უბნებზე ხანმოკლე დროის განმავლობაში.

* არ გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კანზე.

განსაკუთებული მითითებები:

◄ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს პერიფერიული შეშუპებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, იმუნოსუპრესია.

◄ პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სახეზე, ვინაიდან მატულობს პრეპარატის შეწოვა და იზრდება გვერდითი მოვლენების (ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერიორალური დერმატიტი) განვითარების შესაძლებლობა.

◄ ტეტრაციკლინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სტაფილოკოკების რეზისტენტული შტამების, ასევე Candida albicans-ის რაოდენობის ზრდას. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

◄ პრეპარატის თვალებში მოხვედრისას საჭიროა თბილი წყლით გამორეცხვა.

◄ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეზღუდულია, ვინაიდან დიდი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე.

პრეპარატის გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე: პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ აქტივობას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარს.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით მკურნალობისას ჭარბი დოზირება ძალიან იშვიათია. თუმცა პრეპარატის არასწორი გამოყენებისას ან დიდ ფართობზე ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის პერიოდში არ უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია და იმუნიზაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება ფლაკონის გათბობა. პრეპარატი არ გამოიყენება ღია ცეცხლის სიახლოვეს.

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად