პოლიჟინაქსი ვირგო - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პოლიჟინაქსი ვირგო - POLYGYNAX VIRGO - ПОЛИЖИНАКС ВИРГО

საერთაშორისო დასახელება:

NEOMYCIN; POLYMYXIN B; NYSTATIN

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინ B+ნისტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კაფსულები: კოლოფში 6 მსხლისებრი ფორმის კაფსულა სამკურნალო სუსპენზიის შემცველობით. 1 კაფს.

ნეომიცინის სულფატი ....................        35000 სე

პოლიმიქსინ B-ს სულფატი  ..............       35000 სე

ნისტატინი    ................................         100 000 სე

დამხმარე ნივთიერება საკმარისი 1 კაფსულისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

ნეომიცინის სულფატი - ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., და სხვა და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum). ახდენს ფუნგიციდურ აქტივობას პათოგენურ სოკოებზე, განსაკუთრებით საფუარისმგავსებზე Candida albicans, Cryptococcus და Histoplasma. აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას

პოლიმიქსინ B-ს სულფატი - პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa. იგი არ მოქმედებს Proteus spp., Neisseria spp., in vitro პრეპარატი აქტიურია Ureaplasma urealyticum -ის მიმართ.

სტრეპტოკოკი და ანაერობული ბაქტერია არ არიან მგრძნობიარე ორივე ანტიბიოტიკის (ნეომიცინის და პლიმიქსინ B-ს) მიმართ.

ნისტატინი - სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, ახასიათებს ფუნგიციდარული და ფუნგისტატური მოქმედება. აქტიურია Candida spp., Histoplasma spp., Cryptococcus spp., მიმართ.

დიმეთილპოლისილოქსანის გელი - მას გააჩნია შემომგარსველი უნარი (იგი მთლიანად შემოგარსავს საშოს ლორწოვანს) და ქავილის საწინაღმდეგო მოქმედება. დითემილპოლისილოქსანის გელი აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას და ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების შეღწევას საშოს ლორწოვანის ყველა ნაოჭში.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრეპარატი პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან.

ჩვენებები:

  • ვაგინალური ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა მცირე ასაკის და მოზარდ გოგონებში.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი წარმოადგენს მსხლის ფორმის რბილ კაფსულას, რაც იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ პრეპარატი უსაფრთხოდ (საქალწულო აპკის დაზიანების გარეშე) მცირე ასაკის და მოზარდ გოგონებში. მისი წამახვილებული ბოლო უნდა მოიჭრას მაკრატლით ისე, რომ გადანაჭერი იყოს სწორი. ამის შემდეგ შიგთავსის ინტსტილაცია (შესხურება) წარმოებს საშოში ან საშოს შესავალში. ინიშნება ინტრავაგინალური ინსტილაციების სახით 6-12 დღის განმავლობაში ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული კონტაქტური ეგზემის განვითარება, როგორც გამოყენების ადგილას, ასევე სხვა ადგილებში, რაც ხშირ შემთხვევაში განპირობებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატ პოლიჟინაქსი ვირგოს მოქმედების ფართო სპექტრი განაპირობებს მაღალ კლინიკურ ეფექტს სასქესო გზების ინფექციების მკურნალობისას მცირე ასაკის და მოზარდ გოგონებში, თუმცა ეს არ გვაძლევს უფლებას, რომ მკურნალობის დაწყებამდე არ მოხდეს წინასწარი ნაცხის აღება და ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება.

◄მითითებული დოზირების რეჟიმის დაცვა აუცილებელია, ვინაიდან არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად