პოლიჟინაქსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პოლიჟინაქსი - POLYGYNAX - ПОЛИЖИНАКС

საერთაშორისო დასახელება:

NEOMYCIN; POLYMYXIN B; NYSTATIN

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL,

INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინ B+ნისტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური კაფსულები: კოლოფში 6 ან 12 შერერერის ტიპის კაფსულა სამკურნალო სუსპენზის შემცველობით.

1 კაფს.

ნეომიცინისულფატი ..................            35000 სე

პოლიმიქსინ B-ს სულფატი ................      35000 სე

ნისტატინი ......................................      100 000 სე

სხვა ინგრედიენტები: კალიუმის სორბატი 0.3%, შემავსებელი, მათ შორის დიმეთილპოლისილოქსანის გელი q.s..

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში.

ნეომიცინის სულფატი - ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკი, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., და სხვა და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum). ახდენს ფუნგიციდურ აქტივობას პათოგენურ სოკოებზე, განსაკუთრებით საფუარისმგავსებზე Candida albicans, Cryptococcus და Histoplasma. აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას

პოლიმიქსინ B-ს სულფატი - პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ Pseudomonas aeruginosa. იგი არ მოქმედებს Proteus spp., Neisseria spp., in vitro პრეპარატი აქტიურია Ureaplasma urealyticum -ის მიმართ.

სტრეპტოკოკი და ანაერობული ბაქტერიები არ არიან მგრძნობიარენი ორივე ანტიბიოტიკის (ნეომიცინის და პოლიმიქსინ B-ს) მიმართ.

ნისტატინი - სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, ახასიათებს ფუნგიციდარული და ფუნგისტატური მოქმედება. აქტიურია Candida spp.,Histoplasma spp., Cryptococcus spp., მიმართ.

დიმეთილპოლისილოქსანის გელს გააჩნია შემომგარსველი უნარი (იგი მთლიანად შემოგარსავს საშოს ლორწოვანს) და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. დიმეთილპოლისილოქსანის გელი აუმჯობესებს საშოს ლორწოვანის ტროფიკას და ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების შეღწევას საშოს ლორწოვანის ყველა ნაოჭში.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას. პრეპარატი პრაქტიკულად არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან.

ჩვენებები:

მკურნალობა:

  • არასპეციფიკური, სოკოვანი, შერეული ვაგინიტების, ვულვოვაგინიტების და ცერვიკოვაგინიტების ადგილობრივი მკურნალობა.

პროფილაქტიკა:

  • გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ;
  • საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ;
  • ჰისტეროგრაფიისა და სალპინგოგრაფიის წინ;
  • აბორტის წინ და შემდეგ;
  • მშობიარობის წინ (ნეონატალური ინფექციების პროფილაქტიკა);
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმის წინ და შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება ინტრავაგინალურად 1 კაფსულა 12 დღის განმავლობაში ძილის წინ საღამოს ტუალეტის შემდეგ. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მენსტრუაციის დროსაც.

პროფილაქტიკისათვის 6 დღიანი მკურნალობის კურსი.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების გვერდითი მოვლენების სისტემური გამოვლინება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენებისას კლინიკაში და ექსპერიმენტში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა.

ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

ვინაიდან არ არსებობს  საკმარისი მონაცემები  დედის რძით მოქმედი ნივთიერებების გამოყოფის შესახებ, პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

მითითებული დოზირების რეჟიმის დაცვა აუცილებელია, ვინაიდან არ არსებობს რეზისტენტული შტამებისა და სუპერინფექციის განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პოლიჟინაქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სპერმიციდიების გამოყენება, ვინაიდან ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობა აქვეითებს სპერმიციდის აქტივობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 18 თვე.

დიეტოლოგია
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ბევრი სასარგებლო პროდუქტი ნაკლებად ცნობილი და ბოლომდე შეუფასებელია, მათ შორისაა ნუშის რძე.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად