პიკოვიტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

პიკოვიტი - PICOVIT - ПИКОВИТ

მწარმოებელი: KRKA, სლოვენია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საბავშო სიროფი: ფლაკონში 150 მლ, შეფუთვაში დოზირების კოვზთან ერთად.

5 მლ (1 კოვზი)

Retinolum( ვიტამინი A) ........................ 900 სე
Cholecalciferolum( ვიტამინი D3) ............ 100 სე
Riboflavinum (ვიტამინი B2) ................... 1 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინიB6) .......... 0.6 მკგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) ................ 1 მგ
Cyancobalamin (ვიტამინი B12) ............... 1 მგ
Acidum ascorbicum(ვიტამინიC)............... 50მგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP)................. 5მგ
D-Panthenol (დ-პანთენოლი) .................. 2მგ

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, ხელოვნური საკვები საღებავები 0.0015%, ნატურალური არომატული ნივთიერებები 0.5%, ნატრიუმის ბენზოატი 0.11%.

პასტილები: შეფუთვაში 30 ც.

1 პასტილა

Retinolum( ვიტამინი A) ......................... 600 სე
Cholecalciferolum( ვიტამინი D3) ............. 80 სე
Riboflavinum (ვიტამინი B2) ................... 0.3 მგ
Pyridoxini chloridum (ვიტამინიB6) ........... 0.3 მკგ
Thiamini nitras (ვიტამინი B1) ................. 0.25 მგ
Cyancobalamin (ვიტამინი B12) ............... 0.2 მკგ
Acidum ascorbicum(ვიტამინი C) .............. 10მგ
Nicotinamidum (ვიტამინი PP) ................. 3მგ
Calcii pantothenas (ვიტამინი B5) ............ 1.2მგ
Acidum folicum (ფოლის მჟავა) ................ 0.04 მგ
კალციუმი (Ca2+) .................................. 12.5 მგ
ფოსფორი (P5+) .................................... 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი, ხელოვნური საკვები საღებავები 0.04% და ნატურალური არომატული ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინებისა და მინერალების საკმარისი რაოდენობით მიღება ორგანიზმში ნივთიერებების სწორ ცვლას უზრუნველყოფს. სწორ კვებასთან ერთად, რომელიც შეიცავს ბევრ ახალ ხილს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტს, ჩვენი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს იღებს. კვლევები ადასტურებს, რომ სწრაფი ზრდისა და განვითარების პერიოდში ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილება ვიტამინებსა და მინერალებში შესაძლოა გაიზარდოს ბავშვის ასაკთან ერთად, ამიტომ აუცილებელია კვების რაციონში მათი დამატება.

პიკოვიტის საბავშვო სიროფი შეიცავს ვიტამინების კომპლექსს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვან ფაქტორებს..

ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსებისა, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის შენარჩუნებაში. მის უკმარისობისას მცირდება კალციუმის შემცველობა ძვლის ქსოვილში (ოსტეოპოროზი).

ვიტამინი B1 აწესრიგებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის პროცესებს.

ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 მონაწილეს სისხლის წარმოქმნის პროცესში. ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.

ვიტამინი C მონაწილეობს რიგი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ჟანგვაში. შემაერთებელ ქსოვილში ცილის, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას. ვიტამინი C აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ასუსტებს ანთებით რეაქციებს.

ვიტამინი PP და დ-პანთენოლი - კოფერმენტია, რომელიც მონაწილეობს ცილის მეტაბოლიზმში, ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში და აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

პრეპარატ პიკოვიტის პასტილები 10 ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინს, ასევე კალციუმსა და ფოსფორს შეიცავს. პიკოვიტის პასტილების შემცველობაში შემავალ ვიტამინებს მაღალი ბიოლოგიური ფასეულება გააჩნიათ. ისინი მონაწილეობენ ორგანიზმის მრავალ ბიოქიმიურ პროცესში. B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, ერითროციტების ცვლასა და ბევრი ნეირომედიატორის სინთეზში. ვიტამინი A აუცილებელია თვალის ბადურას სინათლის შემგრძნობი პიგმენტის ბიოსინთეზისათვის, ეპითელური უჯრედების სიმრთელისა და დიფერენციაციის შენარჩუნებისათვის, ასევე ორგანიზმის ზრდისათვის. ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმის მოთხოვნას და ხელს უწყობს ძვლის ქსოვილისა და კბილების სწორ მინერალიზაციას. ვიტამინი C აჩქარებს რკინის აბსორბციას და მონაწილეობს ბევრ ჟანგვა-აღდგენით პროცესში. კალციუმი და ფოსფორი ძვლის ქსოვილისა და კბილების ძირითადი “სამშენებლო” ელემენტებია. პიკოვიტის პასტილები ძალიან გემრიელია და შექმნილია სპეციალურად ბავშვებისათვის.

ჩვენებები:

საბავშვო სიროფი პიკოვიტი გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება:

  • უმადობის და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების დროს;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ადვილად დაღლის დროს;
  • არასაკმარისი ფიზიკური განვითარების დროს (ზრდაში ჩამორჩენა);
  • გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური დაავადებების და გაციების მიმართ;
  • კომპლექსურ თერაპიაში ანტიბიოტიკებთან.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შიგნით მიიღება.

სიროფი

1-3 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 2 კოვზი (10 მლ) სიროფის მიცემა.

4-6 წლის ბაშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ (15 მლ) სიროფი დღე-ღამეში.

7-14 წლის ბავშვები: 1 კოვზი სიროფი დღეში 3-ჯერ (15-20 მლ) სიროფი დღე-ღამეში.

სიროფის მიცემა შეიძლება ცალკე ან შეიძლება შეურიოთ ჩაიში, წვენში ან ხილის პიურეში. უმადობის შემთხვევაში სიროფი მიიღება ყოველდღე 1 თვის განმავლობაში, განმეორებითი კურსი ტარდება 1-3 თვეში ან ექიმის რეკომენდაციით.

პასტილები

2-6 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 4-5 პასტილას მიღება.

7-14 წლის ბავშვები: რეკომენდებულია დღეში 5-7 პასტილას მიღება.

პიკოვიტის პასტილებს სასიამოვნო გემო აქვთ, პირში უნდა გაიჩეროთ სრულ დადნობამდე.

უმადობის შემთხვევაში პასტილები მიიღება ყოველდღე 2 თვის განმავლობაში. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პასტილები გამოიყენება პერიოდულად საჭიროების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.

შემთხვევითი ჭარბი დოზის მიღებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* შაქრიანი დიაბეტი (საბავშვო პიკოვიტის 5 მლ სიროფი 3 გ შაქარს შეიცავს).

განსაკუთრებული მითითებები:

♦ შესაძლებელია შარდის ყვითლად შეღებვა - აბსოლუტურად უვნებელია და აიხსნება პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით. პიკოვიტის გამოყენება ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად რეკომენდებული არ არის.

♦ პიკოვიტის პასტილების მიცემა არ შეიძლება ბავშვებისათვის, რომლებსაც ადრე აღენიშნათ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ.

♦ პიკოვიტის პასტილების მიცემა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, ვინაიდან ისინი ვერ გაიჩერებენ პასტილებს პირში სრულ დადნობამდე.

ორსული ქალები და მეძუძური დედები: ვიტამინებისა და მინერალების მიღება შეუძლიათ ექიმის რჩევით. პიკოვიტის პასტილებში ვიტამინების რაოდენობა ადაპტირებულია ბავშვებისათვის.

♦ არ შეიძლება რეკომენდებულ დოზაზე მეტის მიღება. პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა A და D ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს, მაგრამ პიკოვიტის პასტილების გამოყენებისას ჭარბი დოზის მიღების შესაძლებლობა მინიმალურია.

♦ ავადმყოფები, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებთ: შეუძლიათ პიკოვიტის პასტილების მიღება, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ 1 პასტილა 0.6 გ შაქარს შეიცავს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების გვერდით ეფექტებს (მათ შორის შარდში კრისტალების წარმოქმნა).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად