პანივიტი C ვიტამინით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

პანივიტი C ვიტამინით - PANIVIT WITH VITAMIN C - ПАНИВИТ С ВИТАМИНОМ С

საერთაშორისო დასახელება:

PARACETAMOL; ASCORBIC ACID

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური საშუალება ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 12 ც.

1 ტაბ.

პარაცეტამოლი......  500 მგ

ასკორბინის მჟავა.....200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლი, მაკროგოლი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანალგეზიური (ხსნის ტკივილს), სიცხის დამწევი საშუალება (აქვეითებს ტემპერატურას).

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის    ტკივილი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს);
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციებების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს;
  • პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის (25 კგ და მეტი სხეულის წონით).

მიღების წესი და დოზირება:

8-15 წლის ასაკის ბავშვებში 0.5-1 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში;

მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში (დღე-ღამეში არა უმეტეს 4 გ).

გამოყენების წესი:

ტაბლეტი გახსენით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალში.

მიღების დრო და სიხშირე:

პრეპარატის ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 4 საათს.

თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებებს შორის ინტრევალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 8 საათს.

პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება და შევამციროთ ტკივილის სინდრომის ინტენსივობა. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს C ვიტამინს, თავი ავარიდოთ მის მიღებას დღის ბოლოს.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

თუ პრეპარატის მიღებისას 5 დღის განმავლობაში ტკივილის სინდრომი, ან 3 დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდა ან გაძლიერდა, და ასევე განვითარდა სხვა სიმპტომები, საჭიროა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

თერაპიულ დოზებში პრეპარატს ჩვეულებრივ კარგი ამტანობა ახასიათებს. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად - სისხლმბადი სისტემის დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).

მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.

მწვავე მოწამვლის ნიშნები -გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში.

დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი. ამის შემდეგ პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;

* თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;

* გლუკოზო-6-ფოსფატა-დეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;

* სისხლის დაავადებები;

* შარდკენჭოვანი დაავადება, თუ C ვიტამინის დოზა აღემატება 1 გ დღე-ღამეში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღების შესახებ საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები:

ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექითან.

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- წამლების შესაძლო ურთიერთქმედებების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ.

- ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლსა და ასკორბინის მჟავას, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად