ნორმოდიპინი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ნორმოდიპინი - NORMODIPINE - НОРМОДИПИН

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ნორმოდიპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი, ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში  30 ც.

1 ტაბ.

ნორმოდიპინი .......  5 მგ

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ნორმოდიპინი ........ 10 მგ

დამხმარე საშუალებები:

მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსილმეთილ-ამილოპექტინი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნორმოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან ელემენტებში და იწვევს რეზისტიული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოვებს მსხვილი ყალიბის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიზირებულ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდის ჟანგბადით მომარაგებას.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • გულის იშემიური დაავადება - სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური პრინცმეტალის სტენოკარდია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

ჩვეულებრივად ინიშნება 5 მგ-იანი 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. შესაძლებელია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე დღეში (10 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში), რადგან პრეპარატის ეფექტი შენარჩუნებულია 24 საათის განმავლობაში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებულია შესაბამისი მონიტორინგი.

მკურნალობა პრეპარატით წარმოებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატით მკურნალობის დროს აღინიშნება წვივების შეშუპება, თავის ტკივილი, იშვიათად - დაღლილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გულისრევა, სახის ჰიპერემია.

მაღალი დოზებით დანიშვნისას: არითმია, ჰიპოტენზია, ქოშინი, იშვიათად - ღრძილების ჰიპერპლაზია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;

* ალერგიული რეაქციები დიჰიდროპირიდინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ (მაგალითად, ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ისრადიპინი);

* ჰიპოტენზია;

* ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

* სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და გულის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში.

* ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნა წარმოებს მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის განსაზღვრის შემდეგ, ვინაიდან არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ამ პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ სხვა საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს მათი ურთიერთქმედება, განსაკუთრებით:

- ჰიპოტენზიურ საშუალებებთან;

- ბეტა-ადრენობლოკატორებთან;

- ანტიარითმიულ საშუალებებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად