ნოოფენი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
ნოოფენი - NOOFEN - НООФЕН

საერთაშორისო დასახელება: PHENIBUTUM

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: ფენიბუტი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

უპირატესად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალება; ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ფენიბუტი .................250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კალციუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნოოფენი ნოოტროპული საშუალებაა. ფენიბუტი γ-ამინოერბომჟავასა და ფენილეთილანის წარმოებულია; პრეპარატი ცნს-ში γ-ამინოერბომჟავას რეცეპტორებზე მოქმედებს და აადვილებს იმპულსების გადაცემას, რომლებშიც γ-ამინოერბომჟავა მონაწილეობს.

ფენიბუტს ტრანკვილიზური თვისებები გააჩნია. პრეპარატი ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ხსნის ფსიქოემოციურ დაძაბულობას, შფოთვას, შიშს და აუმჯობესებს ძილს. ფენიბუტი ახანგრძლივებს ნისტაგმის ლატენტურ პერიოდს, ამცირებს მის ხანგრძლივობასა და გამოხატულებას. მას აქვს ანტიეპილეფსიური მოქმედება. პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს ასთენიის ნიშნებსა და ვაზოვეგეტატიურ სიმპტომებს (მათ შორის, თავის ტკივილი, თავში სიმძიმის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაღიზიანება, ემოციური ლაბილობა), ტრანკვილიზატორებისაგან განსხვავებით აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მაჩვენებლებს (ყურადღება, მეხსიერება, სენსორულ-მოტორული რეაქციების სისწრაფე და სიზუსტე). ასთენიის დროს და ემოციურად ლაბილურ პაციენტებში თერაპის პირველივე დღეებში უმჯობესდება განწყობა, იზრდება ინტერესი, ინიციატივა და აქტიური მოქმედების მოტივაცია სედატიური ეფექტის ან აგზნების გარეშე.

ფენიბუტის გამოყენება ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ ზრდის მიტოქონდრიების რაოდენობას დაზიანებული კერის პერიფოკალურად მდებარე უჯრედებში და აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე ბიოენერგეტიკულ პროცესებს. პრეპარატი ახდენს ლიპიდების პეროქსიდაციის პროცესების ნორმალიზებას. ფენიბუტი არ მოქმედებს ქოლინო- და ადრენორეცეპტორებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ფენიბუტი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება და კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

პრეპარატის განაწილება ღვიძლსა და თირკმელებში თითქმის თანაბარია, ტვინსა და სისხლში - არათანაბარი. მიღებიდან 3 სთ-ის შემდეგ ფენიბუტის მნიშვნელოვანი კონცენტრაცია აღინიშნება შარდში. ამასთანავე პრეპარატის კონცენტრაცია ტვინის ქსოვილში არ ქვეითდება, და იგი ტვინში კიდევ 6 სთ-ის შემდეგ ფიქსირდება. მიღებიდან მეორე დღეს ფენიბუტი მხოლოდ შარდში აღინიშნება. მიღებიდან 2 დღის შემდეგ შარდში პრეპარატის რაოდენობა მიღებული დოზის 5%-ს შეადგენს.

ფენიბუტი მეტაბოლიზდება ღვიძლში (80%). განმეორებითი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.

ჩვენებები:

●ასთენიური და ნევროზული მდგომარეობები, რომელთაც თან ახლავს შფოთვა, შიში, მღელვარება;

●აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი;

●ფსიქოპათია;

●ენაბლუობა, ტიკები, ენურეზი (ბავშვებში);

●უძილობა, ღამის შფოთვა (ხანდაზმულებში);

● სტრესული მდგომარეობების პროფილაქტიკა (მათ შორის, ოპერაციების ან მტკივნეული დიაგნოსტიკური გამოკვლევების წინ);

●ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ფსიქოპათოლოგიური და სომატოვეგეტატიური დარღვევების კუპირებისათვის);

●ალკოჰოლური პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობები (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში დეზინოქსიკაციურ საშუალებებთან ერთად);

●მენიერის სინდრომი;

●ვესტიბულური აპარატის დისფუნქციასთან დაკავშირებული სხვადასხვა გენეზის (მათ შორის, ინფექციური, ტრავმული და სისხლძარღვოვანი) თავბრუსხვევა;

●კინეტოზის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ნოოფენი მიიღება პერორალურად, ჭამამდე.

• მოზრდილებში ინიშნება 250-500 მგ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა 2.5 გ-მდე იზრდება.

• 8-14 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 250 მგ 3-ჯერ დღეში.

• 8 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 50-100 მგ 3-ჯერ დღეში.

მაქსიმალური ერთჯერადი დოზებია:

• მოზრდილებში - 750 მგ,

• პაციენტებში 60 წლის ასაკის ზემოთ- 500 მგ,

• 8-14 წლის ასაკის ბავშვებში - 300 მგ,

• 8 წლამდე ასაკის ბავშვებში- 150 მგ.

მკურნალობის კურსი 4-6 კვირას შეადგენს.

ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის კუპირებისათვის მკურნალობის პირველ დღეებში ინიშნება 250-500 მგ ფენიბუტი 3-ჯერ დღის განმავლობაში და 750 მგ ღამით, სადღეღამისო დოზის თანდათანობითი შემცირებით მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზამდე.

მენიერის სინდრომისა და თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ინფექციური გენეზის დისფუნქციით (ოტოგენური ლაბირინთიტი), გამწვავების პერიოდში ინიშნება 750 მგ ნოოფენი 3-4-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, ვესტიბულური დარღვევების შემცირებისას _ 250-500 მგ 3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში და შემდეგ _ 250 მგ ერთხელ დღეში 5 დღის განმავლობაში.

დაავადებების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას მიიღება 250 მგ ფენიბუტი 2-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ - 250 მგ ერთხელ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.

თავბრუსხვევის დროს, რომელიც გამოწვეულია ვესტიბულური აპარატის ტრავმული ან სისხლძარღვოვანი გენეზის დისფუნქციით, ინიშნება 250 მგ ნოოფენი 3-ჯერ დღეში 12 დღის განმავლობაში.

ზღვის დაავადების დროს კინეტოზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 250-500 მგ ნოოფენი ერთჯერადად სავარაუდო მგზავრობამდე 1 სთ-ით ადრე ან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისას. პრეპარატის დოზის გაზრდისას კინეტოზის საწინააღმდეგო მოქმედება ძლიერდება. ზღვის დაავადების გამოხატული სიმპტომების (ღებინება და სხვა) განვითარებისას ფენიბუტის მიღება ნაკლებად ეფექტურია, 750-1000 მგ დოზებითაც კი.

საჰაერო ტრანსპორტით გამოწვეული კინეტოზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 250-500 მგ ნოოფენი ერთჯერადად სავარაუდო მგზავრობამდე 1 სთ-ით ადრე.

პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებით მიღების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

ნოოფენს  ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ძილიანობა და გულისრევა.

უკუჩვენებები:

* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ფენიბუტის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობის პერიოდში ნოოფენის გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრეპარატის ლაქტაციის პერიოდში დანიშვნისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

* პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ფენიბუტის გამაღიზიანებელი მოქმედების გამო. ამ შემთხვევაში ნოოფენი ნაკლები დოზით ინიშნება.

* პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობისა და ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

თუ პრეპარატის გამოყენების პერიოდში პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა და სხვა დარღვევები ცნს-ის მხრიდან, საჭიროა თავის არიდება პოტენციურად საშიში ქმედებებისათვის, რომლებიც სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

ჭარბი დოზირება:

ნოოფენი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, მძიმე შემთხვევებში - არტერიული ჰიპოტენზია, თირკმლის უკმარისობა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ნოოფენი ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ნეიროლეფსიური და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას. ფენიბუტისა და ფსიქოტროპული საშუალებების (მაგ., ტრანქვილიზატორები, ნეიროლეპტიკები) ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება ეფექტების ურთიერთგაძლიერება. ამ შემთხვევაში საჭიროა ფენიბუტისა და ერთდროულად გამოყენებული სხვა პრეპარატების დოზის  შემცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად