ნიკოშპანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ნიკოშპანი - NICOSPAN - НИКОШПАН

საერთაშორისო დასახელება: NICOTINIC ACID; DROTAVERINE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ნიკოტინის მჟავა+დროტავერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვთა გამაფართოვებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ნიკოტინის მჟავა ...............................        22 მგ

დროტავერინის ჰიდროქლორიდი .......       78 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნიკოშპანი შეიცავს წყალში ხსნად ვიტამინს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს მხოლოდ ნიკოტინამიდ-ადენინ დინუკლეოტიდად, ან ნიკოტინამიდ-ადენინ დინუკლეოტიდ ფოსფატად გარდაქმნის შემდეგ. აღნიშნული კოფერმენტები მონაწილეობას იღებენ ქსოვილოვან სუნთქვაში ელექტრონების ტრანსპორტირების შედეგად სუნთქვით ჯაჭვში.

იმის გამო, რომ ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება, იგი გამოიყენება სხვადასხვა დარღვევის დროს. მაღალ დოზებში პრეპარატი დადებითად მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე და ლიპიდების ცვლის მარეგულირებელ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. იგი გამოიყენება ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ.

დროტავერინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს იზოქინოლინის წარმოებულს, რომელსაც გააჩნია გლუვი კუნთების მიმართ სპაზმოზილური მოქმედება, ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის დათრგუნვის შედეგად, რის გამოც მისი მაინჰიბირებელი მოქმედება ვლინდება ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდით, რომელიც მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირებით ახდენს გლუვი კუნთების მოდუნებას. იგი მოქმედებს გლუვ კუნთებზე, მაგრამ მისი ეფექტურობა დამოკიდებულია ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას IV-ის დონეზე, იმდენად, რამდენადაც ამ უკანასკნელის შემცველობა ქსოვილებში ვარიაბელურია.

ნიკოტინის მჟავას, რომელსაც გააჩნია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე გამაფართოვებელი მოქმედება და დროტავერინის ჰიდროქლორიდის, რომელიც დამთრგუნველად მოქმედებს გლუვი კუნთების ტონუსზე, კომბინაცია საშუალებას იძლევა პრეპარატი წარმატებით იქნას გამოყენებული ანგიოსპაზმებით გამოწვეული ჩივილების შესამსუბუქებლად.

ფარმაკოკინეტიკა:

ნიკოტინის მჟავა პერორალურად მიღების შემთხვევაში სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ინტენსიურად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში. იგი აღწევს დედის რძეშიც. პრეპარატის მეტაბოლიზმი ხორციელდება მისი ძირთადად -მეთილნიკოტინამიდად და 2-4-პირიდონინად გარდაქმნით. ასევე წარმოიქმნება ნიკოტინ-შარდმჟავა. ნიკოტინის მჟავა თერაპიული დოზით მიღების შემთხვევაში გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.

დროტავერინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება როგორც პარენტერულად, ასევე პერორალურად მიღების შემდეგ. იგი in vitro მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს (95-98%), ძირითადად ალბუმინებს, გამა- და ბეტა-გლობულინებს, აგრეთვე მაღალი სიმკვრივის ალფა-(HDL)-ლიპოპროტეინებს.

მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება პერორალურად მიღების შემდეგ 45-60 წუთის განმავლობაში.

დროტავერინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16-22 საათს. მიღებიდან 72 საათის შემდეგ ორგანიზმიდან პრაქტიკულად მთლიანად გამოიყოფა: 50% შარდით და დაახლოებით 30% ფეკალიებით. ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, შარდში უცვლელი სახით არ აღინიშნება. არ არსებობს მონაცემები ნიკოტინის მჟავასა და დროტავერინის ჰიდროქლორიდს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესახებ.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება ანგიოსპაზმით მიმდინარე სკლეროზული დაავადებების დროს, როგორიცაა არტერიოსკლეროზული ენცეფალოპათია, ტვინის ანგიოსპაზმი, მაობლიტირებელი ენდარტერიტი, კორონაროსკლეროზი, აგრეთვე ანგიოსპაზმები, რომლებიც დაკავშირებული მენოპაუზასთან, შაკიკთან და ა.შ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება დღეში 1-3 ტაბლეტის ოდენობით, ანგიოსპაზმის ან შაკიკის დროს ცარიელ კუჭზე, სხვა შემთხვევებში - ჭამის შემდეგ.

პრეპარატი ანგიოსპაზმური მდგომარეობისას და კლიმაქტერული სიმპტომების დროს ინიშნება მკურნალობის კურსის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები:

- ნიკოტინის მჟავას გააჩნია სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება, ამიტომ მისი პერორარულად ან პარენტერულად მიღების შემთხვევაში იგი იწვევეს სახის ჰიპერემიას, წვის შეგრძნებას, გულყრას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს;

- კანისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ რეაქციები წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას და გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, კუჭის წნევის მომატებული მჟავიანობა, დისპეფსია.

- დროტავერინ-ჰიდროქლორიდის მხრივ: ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიკარდია, უძილობა, ყაბზობა.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ღვიძლის, თირკმელების ან გულის უკმარისობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს არ ახასიათებს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური მოქმედება, თუმცა ორსულობის დროს მისი მიღება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები, პრეპარატი მიიღება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

* ვინაიდან პრეპარატის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა, იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გლუკოზის მიმართ აუტანლობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღენიშნებათ ჩივილები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: არ არსებობს მონაცემები.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ნიკოშპანი ამცირებს კონტრაცეპტივების და ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას მათი პერორალურად მიღების შემთხვევაში.

- ნიკოტინის მჟავას სტატინებთან კომბინაციისას შესაძლოა გაიზარდოს მიოპათიის რისკი ან განვითარდეს ჩონჩხის კუნთების მწვავე ნეკროზი.

- დროტავერინის ჰიდროქლორიდისა და ლევოდოპას ერთდროული მიღებისას მცირდება ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონული ეფექტი და ძლიერდება ტრემორი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად