მულტი - ტაბს კლასიკი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
მულტი - ტაბს კლასიკი - MULTI -TABS CLASSIC - МУЛЬТИ -ТАБС КЛАССИК

მწარმოებელი: FERROSAN, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება. ვიტამინო-მინერალური კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 15 ტაბ., შეფუთვაში 2 და 4 ბლისტერი.

1 ტაბ.

ვიტამინი A (რეტინოლა აცეტატი) ............... 800 მკგ
ვიტამინი D(ქოლეკალციფეროლი) .............. 5 მკგ
ვიტამინი E
( D-α-ტოკოფეროლ აცეტატი) ...................

10 მგ
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) .............. 1.4 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) .................... 1.6 მგ
ვიტამინი B6
(პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი) ...............

2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) .............. 1 მგ
ნიკოტინამიდი ...................................... 18 მგ
პანტოტენის მჟავა
(კალციუმის პანტოთენატი) .......................

6 მგ
ფოლის მჟავა ........................................ 200 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ................. 60 მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ჟანგი) ...................... 75 მგ
რკინა (რკინის ფუმარატი) ........................ 14 მგ
თუთია (თუთიის ჟანგი) ........................... 15 მგ
სპილენძი (სპილენძის სულფატი) ............... 2 მგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) ................ 2.5 მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი) ..................... 50 მკგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი) ................. 5 მკგ
იოდი (კალიუმის იოდიდი) ...................... 150 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები, რომლებიც შედიან აქტიური ნივთიერებების სუბსტანციის შემადგენლობაში:

საქაროზა, ჟელატინი, სახამებელი, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის ალუმოსილიკატი, ტრიგლიცერიდები, ჰიპრომელოზა მალტოდექსტრინი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, გამოხდილი წყალი.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ორშენაცვლებადი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმ კროსკარმელოზა, ასკორბინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, სილიკოგელი უწყლო კოლოიდური, გლიცეროლი 85%, სტეარინის მჟავა, გამოხდილი წყალი.

გარსი: ჰიპრომელოზა 3 და ჰიპრომელოზა 15; გლიცეროლი 85%, ტიტანიუმის ორჟანგი, ტალკი, რკინის ჟანგი (II).

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი. შეიცავს ვიტამინების კომპლექსსა და მინერალურ დანამატებს. ფარმაკოლოგიური მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური დანამატების თვისებებით.

 

ვიტამინი A: ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ვიტამინი D: აუცილებელია მოზარდ ორგანიზმში ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.

იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.

ვიტამინი C: მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წამოადგენს შემაკავშირებელს ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.

ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა, იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.

ვიტამინი E: ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას და აუმჯობესებს მის მდგომარეობას. უზრუნველყოფს კუნთთა სისტემის ნორმალურ ფუნქციას, აუმჯობესებს მის ფუნქციონალურ მდგომარეობას, ფიზიკური დატვირთვების ატანას.

ვიტამინი B1: წარმოადგენს ნახშირწყლების ცვლის აუცილებელ კომპონენტს, როგორც კოენზიმის შემადგენელი ნაწილი მჟავების დეკარბოქსილირებისათვის, ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, მონაწილეობს სინაპსებში ნერვული აღგზნების წარმოსაქმნელად.

ვიტამინი B2: დიდი მნიშვნელობა აქვს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმის, ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ხელს უწყობს კანის კარგ ფუნქციონირებას, ქსოვილების რეგენერაციას წყლულისა და ჭრილობების დროს, უნარჩუნებს ლორწოვან გარსებს ნორმალურ სტრუქტურასა და ფუნქციას.

ვიტამინი B6: პირიდოქსინი მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ამიტომ დიდი მნიშვნელობა გააჩნია ცენტრალურ და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ნიკოტინამიდი: არეგულირებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების უმაღლეს ნერვულ მოქმედებასა და ფუნქციას. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.

პანტოთენის მჟავა: დიდ როლს ასრულებს მჟავისა და აცეტილირების პროცესების რეგულირებაში. მონაწილეობს ნახშირრწყლებისა და ლიპიდების ცვლაში. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ახდენს ანტისხეულების სინთეზის სტიმულაციას. ამცირებს ანტიბიოტიკების გვერდით და ტოქსიკურ ეფექტებს.

ფოლის მჟავა: მონაწილეობს გენეტიკური მასალის წარმოქმნაში უჯრედების ნორმალური დაყოფისას, მათ შორის სისხლის ფორმულის ელემენტების, ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, აქვს დიდი მნიშვნელობა ერითროციტებში ჰემოგლობინის წარმოქმნაში.

მაგნიუმი: გააჩნია დიდი მნიშვნელობა მიოკარდის შეკუმშვის ფუნქციის რეგულაციაში. უზრუნველყოფს გულის ციკლის ნორმალურ ფუნქციონირებას. აადვილებს სტრესული სიტუაციის გადატანას, დეპრესიის გადატანას.

რკინა: მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში. ხელს უწყობს ადგილობრივ და უჯრედული იმუნიტეტის სრულყოფილ ფუნქციონირებას.

ცინკი: აუცილებელია ერითროციტებისა და სისხლის სხვა ელემენტების წარმოებისათვის. მოქმედებს სასქესო ორგანოების სინთეზზე, განსაკუთრებით სიმაღლეში ზრდის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ახდენს ორგანიზმის იმუნური პროცესების სტაბილიზაციას. არ სინთეზირდება ორგანიზმში.

სპილენძი: წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიკროელემენტს. დიდ როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში.

ქრომი: მონაწილეობს ინსულინის სინთეზის პროცესში. ქრომის შემცირებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მკვეთრი მერყეობა და ხელი შეუწყოს დიაბეტის განვითარებას.

სელენი: ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, გააჩნია დამცავი მოქმედება იმუნური სისტემის მიმართ, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

იოდი: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს იოდი, ასრულებენ მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციას. არეგულირებენ ტვინის, ნევრული სისტემის, სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მოქმედებას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენებები:

  • ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის პროფილაქტიკა;
  • მეტაბოლური პროცესების ბალანსირება;
  • გამოჯანმრთელების პერიოდში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ;
  • გაძლიერებული გონებრივი და ფიზიკური აქტიურობისას;
  • არასაკმარისი ან არაბალანსირებული კვებისას ან დიეტის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 11 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1 ტაბლეტი დღეში. პრეპარატი მიიღება ჭამის  დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ რეაქციებს პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მულტი-ტაბს კლასიკის მიღების დროს არ არის რეკომენდეული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება.

* არ შეიძლება აღნიშნული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მჭიდროდ დახუფულ კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად