იოდბალანსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

იოდბალანსი - JODBALANCE - ЙОДБАЛАНС

საერთაშორისო დასახელება:

POTASSIUM IODIDE

მწარმოებელი: MERCK KGaA for NYCOMED, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: კალიუმის იოდიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არაორგანული იოდის პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

იოდიდი 100

1 ტაბ.

კალიუმის იოდიდი ................       130.9 მკგ,

მათ შორის იოდი......................      100 მკგ

იოდიდი 200

1 ტაბ.

კალიუმის იოდიდი .............          261.6 მკგ,

მათ შორის იოდი......................      200 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის ოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იოდი მიეკუთვნება შეუცვლელი მიკროელემენტების რიცხვს, რომელიც საჭირო ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იოდი შედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების - თიროქსინის (T4) და ტრიიოდთირონინის (T3) შემადგენლობაში. საკვებში იოდის დეფიციტის არსებობისას ირღვევა ამ ჰორმონების სინთეზი, ფარისებრ ჯირკვალში ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი და წარმოიქმნება ჩიყვი.

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ეპითელიუმის უჯრედებში მოხვედრილი იოდიდი ფერმენტ იოდიდ-პეროქსიდაზას მოქმედებით განიცდის დაჟანგვას ელემენტარული იოდის წარმოქმნით, რომელიც რეაქციაში შედის თიროზინთან თირონინების წარმოქმნით: 3,5-იოდწარმოებული (ჰორმონი თიროქსინი - T4) და 3-იოდწარმოებული (ჰორმონი ტრიიოდთირონინი - T3). თირონინები ცილა თირეოგლობულინთან ერთად წარმოქმნის კომპლექსს, რომელიც დეპონირდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულის კოლოიდში და ასეთ მდგომარეობას ინარჩუნებს რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე. იოდის დეფიციტის დროს კი ეს პროცესი ირღვევა.

ორგანიზმში ფიზიოლოგიური რაოდენობით მოხვედრილი იოდი  ხელს უშლის ენდემური  ჩიყვის განვითარებას; ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ზომების ნორმალიზებას ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში. გავლენას ახდენს შეფარდებაზე T3/T4 თირეოტროპული ჰორმონის დონეზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა და განაწილება:

პრეპარატის პერორალური მიღებისას კალიუმის იოდიდი თითქმის მთლიანად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. ბიოშეღწევადობა 100%-ს შეადგენს. შეწოვიდან 2 საათის შემდეგ იგი გადანაწილდება უჯრედშორის სივრცეში; გროვდება ფარისებრ ჯირკვალში, თირკმელებში, კუჭში, სარძევე და სანერწყვე ჯირკვლებში.

სტანდარტული დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაცია შეადგენს 10-50 ნგ/მლ. ამასთავე იოდის კონცენტრაცია დედის რძეში, ნერწყვსა და კუჭის წვენში 30-ჯერ აღემატება მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. მთელი იოდის 3/4 (10-20 მგ) იმყოფება ფარისებრ ჯირკვალში.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა:

იოდი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, გაცილებით მცირე რაოდენობით ფილტვების საშუალებით და განავალთან ერთად.

ჩვენებები:

  • ენდემური ჩიყვის (საკვებში იოდის დეფიციტისას) განვითარების პროფილაქტიკა, მათ შორის ორსულობის პერიოდში;
  • ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა (განმეორებითი ზრდა) იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში;
  • დიფუზური ეუთირეოიდული (ნორმალური ფუნქციით) ენდემური ჩიყვის მკურნალობა ახალშობილებში, ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

მიღების წესი და დოზირება:

ენდემური ჩიყვის განვითარების პროფილაქტიკა:

ახალშობილები და ბავშვები - 50-100 მკგ იოდი/დღეში,

მოზარდები და მოზრდილები - 100-200 მკგ იოდი/დღეში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში - 150-200 მკგ იოდი/დღეში.

ჩიყვის რეციდივის პროფილაქტიკა იოდდეფიციტით გამოწვეული ჩიყვის მედიკამენტური მკურნალობის კურსის დასრულების ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.

ეუთირეოდული ენდემური ჩიყვის მკურნალობა ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებში), მოზარდებსა და ახალგაზრდებში - 100-200 მკგ იოდი/დღეში.

სადღეღამისო დოზა მიიღება ერთჯერადად, ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად. იოდიდის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად.

იოდიდის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა ხდებოდეს თვეების, წლებისა და ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბავშვებსა და მოზარდებში მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 6-12 თვეს შეადგენს.

თუ ახალშობილებში ენდემური ჩიყვის მკურნალობის 2-4 კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ არ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ზომების შემცირება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავადების მიზეზს არ წარმოადგენს იოდის დეფიციტი.

გვერდითი მოვლენები:

იოდიდის ჩვენებების მიხედვით რეკომენდებული დოზით გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარება ნაკლებსავარაუდოა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: პრეპარატის დიდი დოზით ხანგრძლივად მიღებისას (მეტი, ვიდრე 300 მკგ/დღეში) - იოდინდუცირებული ჰიპერთირეოზი (განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში კვანძოვანი ჩიყვის ან ტოქსიკური ადენომის არსებობისას); ცალკეული შემთხვევებში ძალიან დიდი დოზით (მეტი, ვიდრე 1 მგ/დღეში) მკურნალობისას - ჩიყვი და ჰიპოთირეოზი.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად - რინიტი, დერმატიტი, კვინკეს შეშუპება; ცალკეულ შემთხვევებში - ცხელება, ფერიმჭამელები, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება.

უკუჩვენებები:

*მანიფესტირებული ჰიპერთირეოზი;

*ფარული ჰიპერთირეოზი (ისეთი დოზით მიღებისას, რომელიც აღემატება 150 მკგ/დღეში);

*დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;

*მომატებული მგრძნობელობა იოდის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდზე მოთხოვნილება იზრდება. იოდიდი ინიშნება ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ საკვებთან ერთად მიღებული იოდის რაოდენობა 150 მკგ/დღეში ნაკლებია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრეპარატი კარგად აღწევს პლაცენტაში და ნაყოფში შესაძლოა ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარება გამოიწვიოს. იოდი გამოიყოფა ასევე დედის რძესთან ერთად. ამიტომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იოდიდის მიღება მხოლოდ რეკომენდებული დოზით უნდა ხდებოდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის რეკომენდებული იოდიდის მიღება ჰიპოთირეოზის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს უკანასკნელი იოდის დეფიციტითაა გამოწვეული.

უნდა ვერიდოთ პრეპარატის გამოყენებას რადიოაქტიური იოდით მკურნალობისას, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის არსებობაზე ეჭვის მიტანის ან მისი რეალურად არსებობის დროს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში შესაძლოა ჰიპერკალიემიის (სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობა) განვითარება.

ჭარბი დოზირება:

იოდით მწვავე ინტოქსიკაციის დროს აღინიშნება რეფლექსური ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა (ზოგჯერ სისხლით), ლორწოვანი გარსების მოყავისფრო შეფერვა. შესაძლებელია განვითარდეს დეჰიდრატაცია და შოკი. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება საყლაპავი მილის სტენოზი. ლეტალური გამოსავალი აღინიშნება მხოლოდ ძალიან დიდი რაოდენობით (30-250 მლ იოდის ნაყენი) იოდის მიღებისას.

ქრონიკული ჰიპერდოზირება იწვევს ფენომენს, რომელსაც ეწოდება “იოდიზმი”: პირის ღრუში ლითონის გემო, ლორწოვანი გარსების ანთება და შეშუპება (რინიტი, კონიუნქტივიტი, გასტროენტერიტი, ბრონქიტი), ფერიმჭამელების განვითარება, დერმატიტი, სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, ჰემორაგიები, ტემპერატურის მომატება, გაღიზიანებადობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- იოდიდის თირეოსტატიკებთან ერთად გამოყენებისას ანტითირეოიდული ეფექტი ქვეითდება.

- პერქლორატისა და კალიუმის თიოციანატის ერთდროული  გამოყენებისას ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შთანთქმის უნარი.

- თირეოტროპული ჰორმონის გამოყენება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის შეთვისების უნარს და ასტიმულირებს მისი ჰორმონების გამომუშავებას.

- იოდიდის დიდი დოზით მიღებამ კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან ერთად შეიძლება ჰიპერკალიემიის განვითარება გამოიწვიოს.

- იოდიდის დიდი დოზით გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან ერთად ხელს უწყობს ჩიყვისა და ჰიპოთირეოზის განვითარებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C  ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება