ზიმაქსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ზიმაქსი - ZIMAKS - ЗИМАКС

საერთაშორისო დასახელება:

CEFIXIME

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ცეფიქსიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 5 ც.

1 ტაბ.

ცეფიქსიმი .....................       400 მგ

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 50 მლ, დოზირებული 5 მლ-იან კოვზთან კომპლექტში.

5 მლ

ცეფიქსიმი.......................      1000 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

III თაობის ცეფალოსპორინი, პერორალური დანიშვნისათვის. აქვს გამოხატული ანტიმიკრობული მოქმედებებს ფართო სპექტრი. ავლენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირების გზით. მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მოქმედებისადმი.

ზიმაქსი in vitro და in vivo აქტიურობას ავლენს მიკროორგანიზმების შემდეგი შტამების მიმართ: გრამდადებითი მიკროორგანიზმები:  Streptococcus spp. (ჯგუფი С, F и G, ერითრომიცინიც მიმართ მდგრადი ფორმების გარდა), Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus aureus; გრამუარყოფითი ბაქტერიები: Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis, Bordetella parapertussis, Legionella pneumophila, Haemophilus ducreyi, Campylobacter jejuni, Neisseria gonorrhoeae და Gardnerella vaginalis; ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides bivius, Clostridium perfringens, Peptostreptococcus spp; ასევე, Chlamydia trachomatis, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Mycobacterium avium complex, Ureaplasma urealyticum, Treponema pallidum, Borrelia burgdorferi. არააქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც მდგრადი არიან ერითრომიცინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ ცეფიქსიმი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საკვების ერთდროული მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. სისხლის პლაზმაში Cmax მიღწევა ცეფიქსიმის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. მიღებული დოზის 50% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში. ხოლო 10% გამოიყოფა ნაღველთან ერთად. T1/2 დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე და შეადგენს 3-4 საათს.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, პნევმონია, მწვავე ბრონქიტი, ბრონქოპნევმონია, საშარდე გზების ინფექციები: მწვავე ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი.

საფეხურებრივი თერაპია პარენტერალური ცეფალოსპორინების გამოყენების შემდეგ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით (სხეულის წონა >50კგ) ზიმაქსის რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა 400 მგ ერთხელ ან 200 მგ დღეში ორჯერ.

გართულებული გონორეის დროს ინიშნება 400 მგ ერთჯერადად.

6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ზიმაქსი ინიშნება სუსპენზიის სახით 8 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში ან გაყოფილ ორ მიღებაზე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება ინდივდულარად.

Streptococcus pyogenes-ით გამოწვეული ინფექციების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს (კრეატინინის კლირენსი =21-60 მლ/წთ), ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტბეში რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 25%-ით. პაციენტებს, რომელთა კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ. ან იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე უნდა დაენიშნოთ სტანდარტული თერაპიულ დოზის 50%.

სუსპენზიის მოსამზადებლად რეკომენდებულია დისტილირებული ან ოთახის ტემპერატურამდე გაციებული ადუღებული წყლის გამოყენება. წყლის დამატებამდე, ფხვნილის გაფხვიერების მიზნით აუცილებელია ფლაკონის გადმობრუნება და შენჯღრევა. სუსპენზის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1/2  მოცულობის წყალში. ახურავენ სახურავს და კარგად ანჯღრევენ, აყოვნებენ 5 წუთი ჰომოგენური სუსპენზიის წარმოქმნამდე. შემდეგ ფლაკონს ავსებენ წყლით დანაყოფამდე, ახურავენ სახურავს და ხელმეორედ შეანჯღრევენ. რეკომენდებულია მომზადებული სუსპენზიის შენჯღრევა ყოველი მიღების წინ.

გვერდითი მოვლენები:

ზიმაქსი კარგად გადაიტანება. გვერდით მოვლენებს,  როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანზე გამონაყარი, აქვთ იშვიათი და ტრანზიტორული ხასიათი.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბოიტიკების მიმართ.

შენახვის პირობები:

განზავებული სუსპენზია ინახება 2-80C  ტემპერატურაზე 14 დღის განმავლობაში.

 

 

დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება