ადრენოგენიტალური სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ადრენოგენიტალური სინდრომი - Syndromum adrenogenitale - адреногенитальный синдром

ადრენოგენიტალურ სინდრომს ახასიათებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის მატება და ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) გაძლიერებული წარმოქმნა, რაც ორგანიზმის ვირილიზაციას (გამამაკაცურებას) იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა. ადრენოგენიტალური სინდრომის თანდაყოლილი ფორმის დროს ანდროგენები მუცლადყოფნის პერიოდშივე მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. შედეგად გოგონა გადიდებული კლიტორით იბადება. სქესობრივი მომწიფება იწყება ადრე (6-7 წლის ასაკში) და მიმდინარეობს ჰეტეროსექსუალური ტიპით: თავს იჩენს მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები, არ იზრდება სარძევე ჯირკვლები, არ ყალიბდება მენსტრუაციული ფუნქცია.
ადრენოგენიტალური სინდრომის შეძენილი ფორმის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის მომატება ან ამავე ორგანოს სიმსივნე. გამოვლინდება ოლიგომენორეით (მენსტრუაციის გაიშვიათებით) ან ამენორეით (მენსტრუაციის უქონლობით), იშვიათად  უნაყოფობით, სარძევე ჯირკვლების ატროფიით. მცირდება საშვილოსნოსა და საკვერცხეების ზომა, აღინიშნება კლიტორის ზომიერი ჰიპერტროფია.

მკურნალობა. მკურნალობა ჰორმონულია (კორტიზოლი, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი). დოზა ავადმყოფის ასაკსა და სინდრომის გამოვლენის ხარისხზეა დამოკიდებული. თანდაყოლილი ადრენოგენიტალური სინდრომის დროს მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას  კვეთენ კლიტორს და აკეთებენ საშოს ხელოვნურ შესასვლელს.

 

 

დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება