ვანკოვერი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
ვანკოვერი - VANCOVER - ВАНКОВЕР

საერთაშორისო დასახელება:

VANCOMYCIN

მწარმოებელი: CHEPHASAAR, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ვანკომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლიკოპეპტიდური ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინფუზიო ან პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 500 მგ-იანი 96 ც. და 1 გ-იანი 48 ც.

1 ფლ.

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი ..................  510 მგ

რაც შეესაბამება 500 მგ ვანკომიცინს,

1 ფლ.

ვანკომიცინის ჰიდროქლორიდი .................  1020 მგ

რაც შეესაბამება 1 გ ვანკომიცინს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვანკომიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

აერობული და ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphilococcus aureus, Staphilococcus epidermidis და სხვა კოაგულაზა უარყოფითი სტაფილოკოკები, Streptococcus pneumoniae, A, B, C, D, E, F,G ჯგუფის სტრეპტოკოკები Streptococcus pyrogene-ს ჩათვლით, Enterococcus faecalis და Enterococcus faecium, Corynebacteriae, Listeria monocytogenes, Clostridiae, კერძოდ, C.difficile და Bacillus სახეობები.

ყოველთვის ან თითქმის რეზისტენტულია: თითქმის ყველა გრამუარყოფითი ბაქტერიისადმი (მაგ.; Enterobacteriaceae), Mycobacteriae, Bacteroides და სოკოს მიმართ.

ზოგიერთ ქვეყანაში შეიმჩნევა მომატებული რეზისტენტობა Enterococcus faecium-ის, განსაკუთრებით მისი მულტირეზისტენტული სახეობების მიმართ.

ნაწილობრივი ჯვარედინი რეზისტენტობა აღინიშნება ტეიკოპლანინთან ერთად გამოყენებისას.

ჩვენებები:

პერორალური მიიღება:

ვანკოვერი 500/1 გ შეიძლება გაიხსნას და პერორალურად იქნას გამოყებული შემდეგი ნაწლავური დაავადებების დროს:

  • ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი (ნაწლავთა მძიმე ანთებითი დაავადება გამოწვეული C.difficile-ს ტოქსინებით);
  • სტაფილოკოკით გამოწვეული ენტეროკოლიტი (სტაფილოკოკით გამოწვეული ნაწლავთა ანთებითი დაავადებები).
ვანკომიცინის პარენტერალური გამოყენება აღნიშულ შემთხვევებში არაეფექტურია.

ინტრავენური გამოყენება:

  • ვანკოვერი პარენტერალურად გამოიყენება მხოლოდ სხვა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მძიმე ინფექციების დროს და პაციენტებში, რომლებიც ალერგიულნი არიან α-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი;
  • გულის შიგნითა გარსის ანთება (ენდოკარდიტი);
  • ძვლების (ოსტიტი, ოსტეომიელიტი) და სახსრების ინფექციები;
  • ფილტვების ანთება (პნევმონია);
  • სეფსისი, სეპტიცემია;
  • რბილი ქსოვილების ინფექცია.
  • პრეპარატი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ძვლებსა და სახსრებზე ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში გრამდადებითი ინფექციების განვითარების მაღალი რისკის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პაციენტები თირკმელების ნორმალური ფუნქციით:

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: რეკომენდებული ინტრავენური დოზა 500 მგ ყოველ 6 საათში ან 1 გ ყოველ 12 საათში.

ხანდაზმული პაციენტები: ასაკის მატებასთან ერთად გლომერულური ფუნქციის დაქვეითებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციის გაზრდა თუ დოზა არ შეიცვალა (იხ. სქემა. თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს);

  • ბავშვები (12 წლის ასაკამდე): სადღეღამისო ინტრავენური დოზაა 40 მგ/კგ, გაყოფილი 4 ინფუზიაზე, ანუ 10 მგ/კგ 6 საათში.
  • ჩვილები და ძუძუთა ასაკის ბავშვები: ჩვილებსა და ძუძუთა ასაკის ბავშვებში დოზა მცირდება. რეკომენდებული საწყისი დოზაა 15 მგ/კგ, ხოლო შემანარჩუნელი დოზა 10 მგ/კგ ყოველ 12 საათში - 1 კვირის ასაკის ჩვილებში და შემდეგ ყოველ 8 საათში - 1 თვის ასაკამდე. რეკომენდებული სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა.

პროფილაქტიკა ოპერაციის დროს:

რეკომენდებულია 1 გ ვანკომიცინი ოპერაციამდე (ანესთეზიამდე) და ოპერაციის შემდეგ 1 გ ვანკომიცინის ერთი ან რამდენიმე ინფუზია.

ანალოგიურ შემთხვევებში ბავშვებში გამოიყენება 20 მგ/კგ ვანკომიცინი.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დაქვეითებით

თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს დოზა უნდა შეესაბამებოდეს პრეპარატის გამოყოფის სისწრაფეს. ასეთ შემთხვევებში სასურველია ვანკომიცინის დონის განსაზღვრა სისხლში, განსაკუთრებით კი მძიმე ავადმყოფებში თირკმლის ცვალებადი ფუნქციით.

თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტთა უმრავლესობისთვის მოწოდებულია შემდეგი სქემა. კრეატინინის კლირენსი გამოითვლება მიახლოებით. ვანკომიცინის დღიური დოზა (მგ) 15-ჯერ მეტი უნდა იყოს გლომერული ფილტრაციის სისწრაფეზე (მლ/წთ). საწყისი დოზა უნდა აღემატებოდეს 15 მგ/კგ-ს.

ცხრილი თირკმლის პათოლოგიის მქონე მოზრდილთათვის:

კრეატინინის
კლირენსი
მლ/წთ
ვანკომიცინის შემანარჩუნებელი
დოზა (საწყისი დოზის %)
100-ზე მეტი 100
90 90
80 80
70 70
60 60
50 50
40 40
30 30
20 20
10 10

ცხრილი არ გამოიყენება ანურიის დრო (თირკმლის მძიმე უკმარისობა). ასეთი პაციენტები ღებულობენ 15 მგ/კგ სისხლში თერაპიული კონცენტრაციის მიღწევამდე. შემანარჩუნებელი დოზაა 1.9 მგ/კგ 24 საათის განმავლობაში.

მოზრდილებში თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება შეიცვალოს - შემანარჩუნებელი დოზა 250-1000 მგ-ით რამდენიმე დღის ინტერვალით.

დოზირება ჰემოდიალიზის შემთხვევაში

რეგულარული ჰემოდიალიზის პირობებში რეკომენდებულია დოზირების შემდეგი სქემა:

გამაჯერებელი დოზა 1000 მგ, შემანარჩუნებელი დოზა 1000 მგ ყოველ 7-10 დღეში.

თუ ჰემოდიალიზის დროს გამოყენებულია პოლისულფონის მემბრანები, ვანკომიცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება და შესაძლოა ვანკომიცინის უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა გახდეს საჭირო.

თუ ცნობილია მხოლოდ სისხლში კრეატინინის კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსი შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულით:

მამაკაცებში

Clcr= სხეულის მასა(კგ) x (140-ასაკი)

72Xსისხლში კრეატინინი (მგ/100 მლ)

ქალებში

Clcr= 0.85 X მამაკაცების მაჩვენებელი.

სისხლში კრეატინინის კლირენსი თირკმლის ფუნქციის მაჩვენებელია. თირკმლის დაქვეითებული   ფუნქციის (შოკი, გულის მძიმე უკმარისობა, ოლიგურია), ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, ღვიძლის დაავადებების, შეშუპების ან ასციტის დროს, დასუსტებულ, იმობილიზებულ პაციენტებში ან კვების ნაკლებობისას დაახლოებით გამოთვლილი მაჩვენებელი რეალურად არსებულ კრეატინინის კლირენსზე მეტია. შესაძლებლობის შემთხვევაში კრეატინინის კლირენსი პირდაპირ უნდა გამოითვალოს.

პერორალური გამოყენება

ენტეროკოლიტით დაავადებულები ღებულობენ 500 მგ 2 გ ვანკომიცინს დღეში, გაყოფილს 3-4 მიღებაზე. ბავშვები ღებულობენ 40 მგ/კგ დღეში, გაყოფილს 3-4 მიღებაზე სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

გამოყენების წესი და მკურნალობის ხანგრძლივობა

ინტრავენური გადასხმა

ვანკომიცინი გამოიყენება ნელი ინტრავენური გადასხმის სახით (არა უმეტეს 10 მგ/წთ, ერთჯერადი დოზა არა უმეტეს 600 მგ 60 წთ-ში) საკმარისი განზავებით (არანაკლებ 100 მლ 500 მგ). სითხის შეზღუდვის აუცილებლობის შემთხვევაში 500 მგ/50 მლ ან 1 გ/100 მლ გამოიყენება. მაღალკონცენტრირებული ხსნარის ინფუზიის დროს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი იზრდება.

ხსნარის მომზადება:

მშრალი ნივთიერება იხსნება საინექციო წყალში, შემდეგ განზავდება საინფუზიო ხსნარში. ვანკომიცინის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 2.5-5 მგ/მლ საინფუზიო ხსნარში.

ვანკოვერი 500, ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ საინექციო ხსნარში და შემდეგ განზავდება 100-200 მლ საინფუზიო ხსნარში.

ვანკოვერი 1 გ: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 20 მლ საინექციო ხსნარში და შემდეგ განზავდება 200-400 მლ საინფუზიო ხსნაში.

შეთავსება ინტრავენურ ხსნარებთან

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მოწოდებულია შემდეგი ხსნარები:

- საინექციო წყალი;

- 5% გლუკოზა;

- ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი.

- ვანკომიცინის ხსნარი ინიშნება ცალკე, თუ სხვა ხსნარებთან ქიმიური და ფიზიკური შეთავსება უცნობია.

მნიშვნელოვანი შეუთავსებლობა:

ვანკომიცინის ხსნარს დაბალი pH, აქვს, რამაც სხვა ხსნარებთან შერევისას ქიმიური და ფიზიკური არასტაბილურობა შეიძლება გამოიწვიოს. გამოყენების წინ ყველა საინფუზიო ხსნარი უნდა დათვალიერდეს ნალექის არსებობაზე და ფერის ცვლილებაზე.

კომბინირიბული თერაპია

ვანკომიცინის სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციის დროს გადასხმა ცალ-ცალკე ხდება.

პერორალური გამოყენება:

ვანკოვერი 500: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10 მლ წყალში;

ვანკოვერი 1 გ: ფლაკონის შიგთავსი იხსნება 20 მლ წყალში;

პაციენტს დასალევად ეძლევა 5 მლ ხსნარი 4-ჯერ დღეში. ან გასტრალური ზონდის საშუალებით განზავების შემდეგ (არანაკლებ 60 მლ 1 გ ვანკომიცინზე). შესაძლოა საგემოვნო საშუალების დამატება (იხ. ვარგისიანობის ვადა). გამოტოვებული დოზა მომდევნო დანიშნული დოზის მიღებამდე ინიშნება.

მკურნალობის ხანგრძლივობა:

კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ ცვლილებებზე.

ენტეროკოლიტის დროს ვანკომიცინი ინიშნება 7-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

საყურადღებოა: ნაწლავური ინფექციებით დაავადებულთა სისხლში პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაცია შესაძლოა აღინიშნოს პერორალური გამოყენების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეულია. აღნიშნულ შემთხვევებში მსგავსი გვერდითი მოვლენები პარენტერალურმა გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს.

სამკურნალო საშუალებებს შესაძლოა თან ახლდეს მოულოდნელი გვერდითი ეფექტები, რომლებიც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ აღიშნება. ვანკოვერი 500/1 გ გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

გვერდითი რეაქციები განვითარებული ინტრავენური გადასხმისას: ვანკომიცინის სწრაფი ინფუზიის დროს ან ინფუზიის დამთავრებისთანავე შესაძლოა ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება: არტერიული წნევის დაწევა, ჰაერის უკმარისობა, ურტიკარია, ქავილი, სხეულის ზედა ნაწილის სიწითლე (წითელი კისერი ან წითელი ადამიანის სინდრომი). გულმკერდისა და წელის კუნთების ტკივილი. რეაქციები ქრება გადასხმის შეჩერებიდან 20 წუთის - რამდენიმე საათის შემდეგ. ეს გვერდითი მოვლენები უფრო იშვიათია ნელი გადასხმის დროს, ამიტომ საჭიროა ვანკომიცინის საკმარისი განზავება და დროის გარკვეულ პერიოდში გადასხმა (იხ. დოზირების სქემა და გამოყენების წესი).

თირკმელებზე ზემოქმედება: იშვიათად აღინიშნება თირკმელების დაზიანება, რაც გამოიხატება შრატში კრეატინინისა და შარდოვანას კონცენტრაციის მომატებით, ძირითადად ვანკომიცინის მაღალი დოზების მიღებისას, ამინგლიკოზიდებთან ერთად მისი გამოყენების ან თირკმლის უკმარისობისას. ვანკომიცინის მოხსნის შემდეგ სიმპტომები ქრება განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნის შემთხვევებში. ამ დროს საჭიროა თირკმლის ფუნქციაზე დაკვირვება და დოზის შეცვლა, რეკომენდებულია შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის განსაზღვრა.

სენსორულ სისტემაზე ზემოქმედება: იშვიათად აღინიშნება სმენის დაქვეითება, თუ პაციენტები ვანკომიცინის დიდ დოზას ან ოტოტოქსიკურ პრეპარატს ღებულობენ, სმენის დაქვეითებისას, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს.

ასეთი პაციენტი სმენის ფუნქციის კონტროლს საჭიროებენ. იშვიათად აღინიშნება თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა.

სისხლის სურათზე ზეგავლენა: იშვიათად ვითარდება სისხლის გარკვეული უჯრედების (ნეიტროპენია) ტრანზიტორული შემცირება, მკურნალობის დასრულებიდან 1 ან მეტი კვირის შემდეგ ან 25 გ-ზე მეტი დოზის გამოყენების შედეგად. პრეპარატის მოხსნის შემდეგ სისხლის სურათი სწრაფად უბრუნდება ნორმას. ცალკეულ შემთხვევებში ვითარდება აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების ძლიერი შემცირება). პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვანკომიცინს ხანგრძლივად ან ნეიტროპენიის და აგრანულოციტოზის გამომწვევ სხვა პრეპარატებთან ერთად, საჭიროებენ სისხლის სურათზე დაკვირვებას.

ვანკომიცინის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნა თრომბოციტოპენია და ეოზინოფილია.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: იშვიათად ვითარდება ეგზანთემა და ლორწოვანი გარსების ანთება ქავილით ან ქავილის გარეშე.

ცალკეულ შემთხვეებში ვანკომიცინის ინფუზიის შემდეგ ძლიერი ცრემლდენა (10 საათის განმავლობაში) აღინიშნა.

იშვიათად ვითარდება მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მიმდინარე წამლისმიერი ცხელებით, ეოზინოფილიით, შემცივნებით ან ვასკულიტით.

შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგძნობელობის რეაქციები შოკის ჩათვლით.

მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები შესაბამის სასწრაფო დახმარებას მოითხოვენ.

იშვიათად ვითარდება კანის მძიმე რეაქციები ზოგადი სიმპტომებით (ექსფოლიციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომი).

გავლენა კუჭ-ნაწლავის სისტემაზე: იშვიათად ვითარდება გულისრევა. ცალკეულ შემთხვევებში ვანკომიცინის ინტრავენური გადასხმისას აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი. თუ ინტრავენური მკურნალობის შემდეგ განვითარდა მძიმე დიარეა, უნდა ვივარაუდოთ ფსევდმემბრანული კოლიტის განვითარება, რომელიც მოითხოვს საჭირო მკურნალობის დროულად დაწყებას (იხ. გვერდითი ეფექტების მკურნალობა).

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლოა განვითარდეს ფლებიტი, რომელიც მცირდება გაზავებული ხსნარის (250-500 მგ/100 მლ) ნელი გადასხმის და ვენის შეცვლის შემდეგ. ვენის ირგვლივ და კუნთებში პრეპარატის მოხვედრა იწვევს ტკივილს, ქსოვილების გაღიზიანებას და ნეკროზს.

ვანკომიცინის მიღებას შესაძლოა რეზისტენტული ბაქტერიული ფლორის და სოკოს განვითარება მოჰყვეს.

მკურნალობა: ზემოთ აღნიშნული იშვიათი გვერდითი მოვლენები შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს, ამიტომ მათ შესახებ სასწრაფოდ უნდა ეცნობოს ექიმს.

ფსევდომემბრანული კოლიტი:

საჭიროა შეწყდეს მკურნალობა ვანკოვერით 500/1 გ დროულად მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები (სპეციალური ანტიბიოტიკები/ქიმიოთერაპიული პრეპარატები). ნაწლავის პერისტალტიკის დამაქვეითებელი პრეპარატები არ გამოიყენება.

მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქსია):

ვანკოვერით 500/1 გ მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დანიშნულ იქნას შესაბამისი მკურნალობა (ანტიჰისტამინები, კორტიკოსტეროიდები, სიმპატომიმეტური საშუალებები და ხელოვნური სუნთქვა).

წითელი კისერი ან წითელი ადამიანის სინდრომი:

ვანკომიცინის სწრაფი გადასხმის დროს ან მისი დამთავრებისთანავე შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტოიდური რეაქციები), კერძოდ არტერიული წნევის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება, ურტიკარია და ქავილი, ასევე სხეულის ზედა ნაწილის გაწითლება (წითელი კისერი ან წითელი ადამიანის სინდრომი), გულმკერდისა და წელის კუნთების ტკივილი და სპაზმი. ასეთი რეაქცები გადასხმის შეწყვეტიდან 20 წუთის - რამდენიმე საათში ქრებიან და სპეციალურ ჩარევას  არ მოითხოვენ (მძიმე შემთხვევებში იხ. მძიმე მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები). თუ თქვენ შეამჩნიეთ რომელიმე აღწერილ გვერდითი მოვლენა ვანკოვერით მკურნალობისას, აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

*ვანკოვერი 500/1 გ არ გამოიყენება ვანკომიცინისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

*თირკმლის მწვავე უკმარისობისა და შიგნითა ყურის სმენითი ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში ვანკოვერი 500/1 გ სიფრთხილით გამოიყენება.

*თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს მოწოდებულია სპეციალური რეკომენდაციები დოზირებისთვის (იხ. მიღების წესი და დოზირება).

*ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს არ საჭიროებს.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არსებობს საკმარისი მონაცემები ვანკოვერი 500/1 გ გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ ვანკოვერი 500/1 გ ორსულებში მხოლოდ აუცილებლობის დროს გამოიყენება.

*ვანკოვერი 500/1 გ გადადის დედის რძეში, ამიტომ ვანკოვერი ძუძუთი კვებისას გამოიყენება მხოლოდ სხვა ანტიბიოტიკების უეფექტობის შემთხვევაში. ამ დროს შესაძლოა დიარეისა და სენსიბილიზაციის  განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები:

ჩვილები, ბავშვები და მოხუცები:

ჩვილებისა და მოზარდებისთვის მოწოდებულია დოზირების სპეციალური რეკომენდაციები (იხ. მიღების წესი და დოზირება)

მოხუცები არ საჭიროებენ დოზირების სპეციალურ რეჟიმს, გარდა თირკმლის ფუნქციისა და სმენის დარღვევის შემთხვევებისა.

სიფრთხილეა საჭირო:

სწრაფი ინფუზიის დროს შესაძლოა ანაფილაქტოიდური რეაქციის განვითარება არტერიული წნევის დაქვეითებისა და სუნთქვის გაძნელებით. ვანკომიცინი ნელა უნდა გადაისხას (არა უმეტეს 10 მგ/წთ, ერთჯერადი დოზა - 600 მგ 60 წთ-ის განმავლობაში) და 1 გ გაიხსნას არანაკლებ 200 მლ-ში.

ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში ინფუზიის დამთავრებიდან 1 საათში შეადგენს 30-40 მგ/ლ, ხოლო მინიმალური კონცენტრაცია (შემდეგი ინფუზიის წინ) 5-10 მგ/ლ უნდა იყოს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში მისი კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი. განსაკუთრებით თირკმლის დაავადების, სმენის დარღვევისა და ოტო- და ნეფროტოქსიკური პრეპარატების დანიშვნისას.

სმენის დარღვევის ან ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან ერთად ვანკოვერის დანიშვნისას, ისევე როგორც თირკმლის დაზიანების შემთხვევაში, საჭიროა სმენის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ვანკომისცინის ხანგრძლივად გამოყენებისას ან ნეიტროპენიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთადა მისი დანიშვნისას საჭიროა პერიოდულად სისხლის კონტროლი.

საყურადღებოა:

ნაწლავური ინფექციების დროს სისხლში პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი დონე აღინიშნება მისი პერორალური დანიშვნის შემთხვევაშიც კი, განსაკუთრებით თუ თირკმლის ფუნქცია დარღვეულია. ამ დროს, პრეპარატის პარენტერალურმა გამოყენებამ შესაძლოა გვერდითი მოვლენების განვითარება გამოიწვიოს.

ჭარბი დოზირება:

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შრატში მაღალი კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს პოლისულფონის მემბრანით ჰემოდიალიზის, ჰემოფილტრაციის ან ჰემოპერფუზიის გზით. ჰიპერდოზირების შემთხვევაში ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვანკომიცინი და სხვა ნეფრო- ან ოტოტოქსიკური პრეპარატები:

ვანკომიცინისა და ოტო- და ნეფროტოქსიკური პრეპარატების დროული დანიშვნა აძლიერებს მის ოტო- და ნეფროტოქსიკურობას. მაგ. ამინოგლიკოზიდებთან ერთად დანიშვნა საჭიროებს დაკვირვებას, ამ დროს ვანკომიცინის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ-ს ყოველ 8 საათში.

ვანკომიცინი და ნარკოტიკები:

ნარკოტიკებთან ერთად ვანკომიცინის ინფუზიის დროს გვერდითი მოვლენების (ჰიპოტეზია, ერითემა, ურტიკარია, ქავილი) სიხშირე იზრდება.

ვანკომიცინი და მიორელაქსანტები:

ვანკომიცინის დანიშვნისას ოპერაციის დასრულებისთანავე მიორელაქსანტების (მაგ. სუქცინილქოლინი) ეფექტი, ნეიროუმუსკულარული ბლოკი, ძლიერდება ან ხანგრძლივდება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ვარგისიანობის ვადა გახსნილი პრეპარატისთვის: საინექციო წყალში გახსნილი პრეპარატის გამოყენება შეიძლება 96 საათის განმავლობაში 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა მომზადებული ხსნარისთვის: საინექციო ხსნარი ქიმიურ და ფიზიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს 96 საათამდე 2-80C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგებელია შედეგებზე.  ჩვეულებრივ შენახვა 24 საათზე მეტ ხანს დასაშვებია მხოლოდ ხსნარის ასეპტიურ პირობებში მომზადების შემთხვევაში.

დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად