ვამელანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ვამელანი - VAMELAN - ВАМЕЛАН

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე და სედატიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური მიღებისათვის: ბლისტერზე 15 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 კაფს.

ვალერიანის მშრალი ექსტრაქტი ................... 125 მგ

პიტნის მშრალი ექსტრაქტი ..................         25 მგ

ბარამბოს მშრალი ექსტრაქტი ...................     25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სოის ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, სოიოს ზეთი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, ყვითელი ქვინოლინი, რკინის შავი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვამელანი კომბინირებული ფიტოპრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი - სამკურნალო მცენარეების ვალერიანის, პიტნის, ბარამბოს ექსტრაქტები.

ვალერიანის ესქტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას, უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება.

პიტნის ექსტრაქტს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე ნაღველმდენი და კარმინაციული მოქმედებები, ეფექტურია უძილობის დროს.

ეთერზეთების წყალობით, ბარამბოს ექსტრაქტს გააჩნია სპეციფიური სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, ბარამბო ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭვალის დროს. ბარამბოს ეთერზეთებს ასევე გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობენ მადის მომატებას, რაც ხშირადაა დაქვეითებული ნევრასთენიის მქონე პაციენტებში.

ჩვენებები:

როგორც დამამშვიდებელი პრეპარატი, ვამელანი ინიშნება:

 

  • მომატებული ნერვული აგზნებადობის დროს;
  • ნერვული გადაძაბვის დროს;
  • გაღიზიანებადობის დროს;
  • ნევროზების (ნევრასთენია, დეპრესიული ნევროზი) დროს;
  • შფოთვის დროს;
  • ძილის დარღვევებისას, უძილობისას.

 

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ძილის წინ 1-2 საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე. ხანგრძლივი გამოყენებისას - ყაბზობა.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

*12 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

ამ პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აბსტინენციის სინდრომი არ ვლინდება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა ისეთი პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რაც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, გუგების გაფართოება, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.

მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ერთდროული გამოყენებისას ვამელანი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად