ვალიდოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

ვალიდოლი - VALIDOL - ВАЛИДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

MENTHOL

მწარმოებელი: NATUR PRODUKT

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეფლექტორული მოქმედების კორონაროდილატატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას მენთოლურ ეთერში .............    60 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახდენს სედატიურ მოქმედებას, ხასიათდება ზომიერ რეფლექტორული სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, განპირობებული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით. ასტიმულირებს ენკეფალინების, ენდორფინებისას და რიგი სხვა პეპტიდების– ჰისტამინი, კინინები (ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანების გზით),  გამომუშვებას და გათავისუფლებას. რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სისხლძარღვების გამტარობის რეგულაციაში, ტკივილის შეგრძნების ფორმირებაში. სუბლინგვალური მიღებისას თერაპევტული ეფექტი საშუალოდ 5 წუთის შემდეგ დგება, ამ დროს პრეპარატის 70% გამოთავისუფლდება 3 წთ–ის მანძილზე.

ჩვენებები:

  • კარდიალგია, სტენოკარდია, რყევით გამოწვეული გულისრევა, ღებინება, ნევროზი, ნიტრატების მიღების ფონზე განვითარებული თავის ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება სუბლინგვალურად 1 ტაბლეტი 2–3–ჯერ დღეში.

მიღების ჯერადობა და ხანგრძლიობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობით.

მიღებიდან უახლოესი 5–10 წთ–ის მანძილზე თერაპიული ეფექტის არ არსებობის ან არასაკმარისობის დროს აუცილებელია სხვა საშუალებების გამოყენება.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა

გვერდითი მოქმედება:

ღებინება. ცრემლდენა თავბრუსხვევა.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით უნდა დაენიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს.

დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება