ვაზობრალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ვაზობრალი - VASOBRAL - ВАЗОБРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

ALPHA-DIHYDROERGOCRYPTINE;CAFFINE

მწარმოებელი: Chiesi S.A.,საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინი+კოფეინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინის მეზილატი ......................  4 მგ

კოფეინი  .................................................................       40 მგ

დასალევი ხსნარი: ფლაკონში 50 მლ

2 მლ

ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინის მეზილატი ......................   2 მგ

კოფეინი  ..................................................................       20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონმჟავა, 95%-იანი ეთანოლი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი დიჰიდრირებული ჭვავის რქის წარმოებული ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინი თრგუნავს სისხლძარღვების გლუვკუნთოვანი უჯრედების ალფა1 და ალფა2 ადრენორეცეპტორებს. იგი ცნს-ის დოპამინერგულ და სეროტონინერგულ რეცეპტორებზე ავლენს მასტიმულირებელ ზემოქმედებას.

პრეპარატის გამოყენებისას მცირდება თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაცია, სისხლძარღვების კედლების განვლადობა, თავის ტვინში უმჯობესდება სისხლმიმოქცევა და მეტაბოლური პროცესები, მატულობს თავის ტვინის ქსოვილის რეზისტენტობა ჰიპოქსიის მიმართ.

კოფეინი ავლენს ცნს-ზე მასტიმულირებელ მოქმედებას, ძირითადად თავის ტვინის ქერქზე, სუნთქვისა და ჰიპოქსიის მიმართ ვაზომოტორულ ცენტრებზე. პრეპარატი აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. იგი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და ავლენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მასტიმულირებელ ზემოქმედებას; ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირესა და ძალას, არტერიული ჰიპოტენზის დროს მაღლა სწევს არტერიულ წნევას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინი სწრაფად (15-20 წთ-ის განმავლობაში) და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რაც აიხსნება პრეპარატის შემადგენლობაში კოფეინის არსებობით.

6 მგ ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინის პერორალურად მიღების შემდეგ მისი Cmax შეადგენს 25 პგ/მლ.

გამოყოფა: დიჰიდრირებული ჭვავის რქის ალკალოიდები მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში.

ალფა-დიჰიდროერგოკრიპტინის T1/2 შეადგენს არა უმეტეს 2 სთ-ს. იგი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით.

ჩვენებები:

  • ცერებროვასკულური უკმარისობა (მათ შორის ცერებრალური ათეროსკლეროზის შედეგად);
  • თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევის შემდგომი ნარჩენი მოვლენები;
  • გონებრივი აქტივობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ორიენტაციის დარღვევა;
  • შაკიკის პროფილაქტიკა;
  • იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დარღვევა (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია);
  • მენიერის დაავადება;
  • რეტინოპათია (ნაწილობრივ დიაბეტური და ჰიპერტონული);
  • პერიფერიული არტერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა (კერძოდ, რეინოს დაავადება და სინდომი);
  • ვენების ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები: 1-2 ტაბ. 2-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატი გამოიყენება საკვების მიღებისას, მცირეოდენი სითხის მიყოლებით.

დასალევი ხსნარი: 1-2 პიპეტი 2-4 მლ 2-ჯერ დღეში ჭამის წინ ან ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია.

საჭლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილის შეგრძნება.

ალერგიული რეაქციების მხრივ: კანის ქავილი, გამონაყარი.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში ვაზობრალის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

ლაქტაციის პერიოდში ვაზობრალის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ლაქტაციის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები:

არტერიული ჰიპერტონიით შეპყრობილ პაციენტებში ვაზობრალის დანიშვნისას არ არის გამორიცხული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების გამოყენების აუცილებლობა.

ჭარბი დოზირება:

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვაზობრალისა და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია არტერიული ჰიპოტენზია და გულის წასვლა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად