ელენიუმი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ელენიუმი - ELENIUM - ЭЛЕНИУМ

საერთაშორისო დასახელება:

CHLORDIAZEPOXIDE

მწარმოებელი:

Tarchomin pharmaceutical works"POLFA" S.A. პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ქლორდიაზეპოქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრანკვილიზატორი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ

ქლორდიაზეპოქსიდი .......................        100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, საძილე კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბოსმჟავას) შემაკავებელი მოქმედების გაძლიერებასთან, რაც განპირობებულია გაემ-ის რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებით მედიატორის მიმართ, ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად.

ჩვენებები:

  • შიშის და შფოთვის მდგომარეობა;
  • აღგზნება აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომის დროს;
  • ძილის დარღვევა თანმხლები შიშის და შფოთვის მდგომარეობით;
  • სხვადასხვა გენეზის კუნთოვანი დაჭიმულობა.

პრემედიკაცია: ხანგრძლივი დიაგნოსტიკური პროცედურებისა და ოპერაციისთვის მზადება.

ქლორდიაზეპოქსიდი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მკაცრი დანიშნულების თანახმად.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად  დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის. ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი დოზები:

შიშის და შფოთვის მდგომარეობისათვის 5-1 მგ 3-4-ჯერ დღეში (30-40 მგ-მდე დღე-ღამეში);

მძიმე შემთხვევებში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს 20-25 მგ-მდე 3-4-ჯერ დღეში (10 მგ-მდე დღე-ღამეში).

აბსტინენციური ალკოჰოლური სინდრომით გამოხატული აღგზნებითი მდგომარეობის დასაწყისში ენიშნებათ 50-100 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმალურად 300 მგ-მდე დღე-ღამეში. შედგომში დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს.

ძილის დარღვევის დროს, განსაკუთრებით შიშისა და შფოთვის ფონზე ენიშნებათ 10-20 მგ ძილის წინ.

სხვადახვა გენეზის გაძლიერებული კუნთოვანი დაჭიმულობის მდგომარეობების დროს - 10-30 მგ/დღე-ღამეში დაყოფილი დოზებით.

ხანგრძლივი დიაგნოსტიკური პროცედურებისა და ოპერაციისთვის მზადება ოპერაციამდე ან დიაგნოსტიკურ პროცედურამდე 1 დღით ადრე ინიშნება 5-1 მგ 3-4-ჯერ დღეში.

პრეპარატი არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. მკურნალობა იწყება დაბალი დოზებით. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.5 მგ/კგ წონაზე/დღე-ღამეში დაყოფილ 3-4 დოზას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზის გაზრდა. ჩვეულებრივ, პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5 მგ 2-3-ჯერ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა დოზის გაზრდა 1 მგ-მდე 2-3-ჯერ დღეში. რეკომენდებულია დოზის შემცირება ჩვეულებრივ 5 მგ-მდე 2-4-ჯერ დღეში. ამ შემთხვევაში პრეპარატი ინიშნება ფრთხილად. შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას (დოზის თანდათანობითი შემცირების დროის ჩათვლით).

თერაპიის გაგრძელების აუცილებლობის განმეორებითი შეფასების გარეშე პრეპარატი არ გამოიყენება 4 კვირაზე მეტი დროის ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები:

ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შენელებული ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციები, მეხსიერების და კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

*ჰიპერმგრძნობელობა ბეზოდიაზეპინების მიმართ;

*ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე შემთხვევები;

*მიასთენია;

განსაკუთრებული მითითებები:

დაუშვებელია პრეპარატის უეცარი მოხსნა, დოზის შემცირება აუცილებელია ექიმის კონტროლის ქვეშ. ქლორდიაზეპოქსიდის უეცარი მოხსნა იწვევს ძილსა და გუნება-განწყობის მოშლას და ასევე ფსიქიურ დარღვევებს.

განსაკუთრებით საშიშია პრეპარატის უეცარი მოხსნა ხანგრძლივი და მაღალი დოზით მკურნალობის შემთხვევაში. ამ დროს მოხსნის სინდრომი უფრო მკვეთრად არის გამოხატული. პრეპარატის გამოყენებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მოითხვოს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად