დიფლუკანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

დიფლუკანი - DIFLUCAN - ДИФЛЮКАН

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: PFAIZER,საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ანტიმიკოზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 7 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ..............    50 მგ

კაფსულები: ბლისტერზე 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ............   150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 50 მლ

1 მლ 1 ფლ

ფლუკონაზოლი ...............    2 მგ 100 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიფლუკანს იყენებენ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციების მეტად ხშირ გამომწვევს წარმოადგენს საფუარის მსგავსი კანდიდას ჯგუფის  სოკო.

ჩვენებები:

პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

  • კანდიდოზური სტომატიტი ან პირის ღრუსა და ხორხის რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია). რძიანას ძირითადად იწვევს კანდიდას ჯგუფის სოკო;
  • ფილტვების, შარდგამომყოფი სისტემის და კანის კანდიდოზური ინფექციები;
  • პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები კბილების პროთეზის მქონე პირებში (პირის ღრუს ლორწოვანი გარსების წყლულები, რაც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან);
  • კანის ინფექციები, მაგ. ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილის ინფექციები.
  • კანდიდას ჯგუფის სოკოთი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგ. სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები;
  • ინფექციები დაქვეითებულ იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში;
  • კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი და სხვა ლოკალიზაცია (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკური ინფექცები.
  • დიფლუკანის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე კრიპტოკოკით გამოწვეული მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით:
  • სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციები, მაგ. ვაგინალური კანდიდოზი, აგრეთვე ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების შესამცირებლად (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში);
  • კანდიდოზური ბალანიტი (ასოს თავის ანთება და/ან ჩუჩის ანთება).

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით იმუნური სისტემით დაავადებულ ავადმყოფებში.

დიფლუკანს იყენებენ აგრეთვე ისეთი იშვიათი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

მიღების წესები და დოზირება:

კაფსულებს იღებენ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

ფლუკონაზოლის საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში არა უმეტეს 10 მლ/წთ-ში სიჩქარით. იმ ავადმყოფებმა, რომელთაც ეზღუდებათ ნატრიუმის მიღება, საჭიროა მათი ინფორმირება დიფლუკანის საინექციო ხსნარში არსებული 0.9% ნატრიუმის ქლორიდის არსებობის შესახებ.

მოზრდილებში:

  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ხორხის კანდიდოზური ინფექციები - 50-100 მგ ერთხელ დღეში 7-14 დღის განმავლობაში და მეტი;
  • პირის ღრუს ლორწოვნი გარსის ინფექციები კბილების პროთეზის მქონე ავადმყოფებში -50 მგ ერთხელ დღეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის დეზინფექციის შემთხვევაში);
  • საყლაპავის კანდიდოზური ინფექციები, ფილტვების არაინვაზიური ინფექციები. შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, აგრეთვე კანისა და ლორწოვანის კანდიდოზით გამოშვეული მდგომარეობა - 50-100 მგ ერთხელ დღეში 14-30 დღის განმავლობაში;
  • შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში პირის ღრუსა და ხორხის განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა - 150 მგ კვირაში ერთხელ;
  • სასქესო ორგანოების კანდიოზური ინფექციების მკურნალობა - 150 მგ ერთჯერადად;
  • ვაგინალური კანდიდოზის რეციდივებით შეპყრობილი ქალების მკურნალობა (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში) - 150 მგ თვეში ერთხელ 4-12 თვის განმავლობაში ან მეტი აუცილებლობის შემთხვევაში;
  • კანის მიკოზური ინფექციები - 50 მგ ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.;
  • ტერფის დერმატომიკოზების დროს შესაძლებელია მკურნალოის გახანგრძლივება (6 კვირამდე);
  • მრავალფეროვანი ლიქენის დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 300 მგ ერთხელ კვირაში 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია 300 მგ პრეპარატის მესამედის გამოყენება კვირაში, მაშინ, როდესაც სხვა ავადმყოფებში საკმარისია 300-400 მგ დიფლუკანის ერთჯერადად მიღება. მკურნალობის ალტერნატიულ სქემას წარმოადგენს პრეპარატის 50 მგ ერთხელ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში;
  • ონიქომიკოზის დროს - 15 კვირაში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება შესაბამისად 3-6 თვე (ხელებზე) და 6-12 თვე (ფეხებზე);
  • შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციები - 400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400 მგ ერთხელ დღეში. სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800 მგ-მდე დღეში;
  • განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა - 50-400 მგ ერთხელ დღეში ინფექციის განვითარების მომატებული რისკის პერიოდში;
  • შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკული ინფექციები - 400 მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400 მგ ერთხელ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში და მეტი. სიცოცხლისათვის საშიში კრიპტოკოკული ინფექციის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800 მგ-მდე დღეში;
  • შიდსით დაავაადებულ ავადმყოფებში კრიპტოკოკული მენინგიტის რედიციდის პროფილაქტიკა - 200 მგ ერთხელ დღეში განუსაზღვრელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • კოკციდიომიკოზის, პარაკოკციდიომიკოზის, სპიროტრიქოზის და ჰისტოპლაზმოზის დროს - 200-400 მგ ერთხელ დღეში 2 წლის განმავლობაში და მეტი.
  • ბავშვებში 4 კვირიდან 15 წლის ასაკამდე:
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციები - 3 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში პირველ დღეს, შემდგომში 6 მგ/კგ წონაზე დღეში;
  • შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ან კრიპტოკოკული ინფექციები - 6-12 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში;
  • სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა მათი განვითარების მომატებული რისკის პერიოდში - 3-12 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში;
  • ახალშობილებს დაბადებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებში (მგ/კგ წონაზე,) როგორც შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებს, მაგრამ 72 სთ-იანი ინტერვალით, ხოლო 2-4 კვირის ახალშობილებში იგივე დოზა შეჰყავთ 48 სთ-იანი ინტერვალით.
  • ხანდაზმულ ავადმყოფებს, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა პრეპარატი ენიშნებათ ჩვეულებრივი დოზებით. თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის კორექცია.

გვერდითი მოვლენები:

დიფლუკანი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანიანობით, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის პროცესში წარმოიქმნება გამონაყარი, რომელიც დაკავშირებულია დიფლუკანის მიღებასთან, საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

ინვაზიური/სისტემური ინფექციების მკურნალობის პროცესში გამონაყარის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ბულოზური გამონაყარის ან მულტიფორმული ერითემის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.

ზოგჯერ შესაძლებელია თავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის მხრივ ტოქსიური ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, აღენიშნებათ მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებს. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებისთანავე საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

დიფლუკანის მიღებისას იშვიათად შესაძლებელია აგრეთვე ცვლილებები სისხლის, ღვიძლის ფუნქციის შარდის ან ბიოქიმიური მაჩვენებლების მხრივ. აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სამედიცინო  კონტროლი.

ფლუკონაზოლით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში ვითარდება კანის მხრივ ექსფოლიატიური რეაქციები.

შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მნიშვნელოვნად მომატებულია კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი სხვადასხვა პრეპარატებზე.

იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები დიფლუკანის მიმართ:

მოხრჩობის უეცარი შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში;

ქუთუთოების სახის და ტუჩების შეშუპება;

კანზე გამონაყარი ან ქავილით მიმდინარე წითელი ლაქები;

მთელი სხეულის ქავილი.

აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

ალერგიული რეაქციები, ქავილის, კანის ჰიპერემიის ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.

განსაკუთრებული მითითებები:

*პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:

*არსებული ან დაგეგმილი ორსულობა;

*ლაქტაციის პერიოდი;

*თირკმელების დაავადებები.

ჭარბი დოზირება:

დიდი რაოდენობით დიფლუკანის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელთა კორეგირება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით სამკურნალო დაწესებულებაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლუკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში როგორიცაა:

ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ფენიტიონი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, თეოფილინი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი.

დიფლუკანის კომბინაცია ტერფენადთან და ციზაპრიდთან ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის.

მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად