დექსა-გენტამიცინი (თვალის წვეთები) - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
დექსა-გენტამიცინი (თვალის წვეთები) - DEXA-GENTAMICIN - ДЕКСА-ГЕНТАМИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

DEXAMETHASONE; GENTAMICIN

მწარმოებელი: URSAPHARM ARZNEMITTEL GmbH, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: გენტამიცინი+დექსამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიალერგიული საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ

1 მლ

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი ..............  1 მგ

გენტამიცინის სულფატი ...................................  5 მგ

მათ შორის გენტამიცინი ...................................  3 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, კალიუმის ჰიდროფოსფატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, წყალი ინიექციებისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დექსა-გენტამიცინი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდის, დექსამეტაზონის, ნატრიუმის ფოსფატისა და ანტიბიოტიკ გენტამიცინის სულფატის კომბინაციას ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. პრეპარატი უზრუნველყოფს საკმარის დოზას და ორივე პრეპარატის შეთავსებადობას, ასევე ამცირებს შეცდომის ალბათობას დოზის შერჩევის დროს პრეპარატში შემავალი კომპონენტების განცალკევებით დანიშვნის შემთხვევაში.

გენტამიცინი წარმოადგენს წყალში ხსნად ანტიბიოტიკს, რომელიც განეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფს და, რომელსაც გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრისადმი.

გენტამიცინი ვერ აღწევს დაუზიანებელ რქოვანაში. რქოვანას დაზიანება და ანთება იწვევს გენტამიცინის რქოვანაში შეღწევას. დექსა-გენტამიცინის თვალის წვეთების ინსტალაციიდან 15 წუთის შემდეგ.

დექსამეტაზონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომლის ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები 25-ჯერ აღემატება კორტიზოლის მოქმედებას, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ გლუკოკორტიკოსტეროიდს. დექსამეტაზონის მოქმედება ისევე, როგორც სხვა კორტიკოსტეროიდებისა, ეფუძნება იმ პროტეინების სინთეზის სიჩქარეზე ზემოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოლოგიურ და ქემოტაქსისის რეაქციებში.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია.

ჩვენებები:

  • თვალის წინა კამერის ინფექციები, გამოწვეული გენტამიცინისადმი მგრძნობიარე, მიკროფლორით (კონიუნქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ჯიბლიბო);
  • თვალის წინა კამერის ალერგიული პროცესები, ბაქტერიული ინფიცირების თანხლებით;
  • ოპერაციის (კატარაქტის მოშორება, ანტიგლაუკომური ოპერაციები) შემდგომ პერიოდში ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზირება:

დექსა-გენტამიცინი თვალის წვეთებს იწვეთებენ კონიუქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღეში.

დექსა-გენტამიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ აღემატება 2-3 კვირას.

მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ეფუძნება ობიექტურ მონაცემებს, რაც შეიცავს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობას, სიმპტომატიკის გამოხატულობას, გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია ალერგიული რეაქცია და წვის შეგრძნება პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და კატარაქტის გაჩენის მიზეზი. ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და ასევე, ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.

გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

უკუჩვენებები:

*კერატიტი, გამოწვეული herpes zoster (ხისებრი კერატიტი), ჩუტყვავილა და რქოვანასა და კონიუქტივის სხვა ვირუსული დაავადებები;

*თვალის მიკრობაქტერიული ინფექციები;

*თვალის სოკოვანი დაავადებები;

*თვალის მწვავე ჩირქოვანი დაავადებები რქოვანას ეპითელის დაზიანებით;

*რქოვანას ეპითელიოპათია;

*აწეული თვალის შიდა წნევა;

*მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

დექსა-გენტამიცინის თვალის წვეთებით მკურნალობისას კონტაქტური ლინზების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

თუ დექსა-გენტამიცინით მკურნალობის დროს პაციენტი, ექიმის ნებართვით, აგრძელებს კონტაქტური ლინზების გამოჩენებას, მაშინ პრეპარატის ჩაწვეთებამდე უნდა ამოიღოს კონტაქტური ლინზები და უკან ჩაისვას ჩაწვეთებიდან არანაკლებ 20 წუთში.

დექსა-გენტამიცინი თვალის წვეთების უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას; ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტროტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში დექსა-გენტამიცინის გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს. მაგრამ პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

ჭარბი დოზირება:

დექსა-გენტამიცინი პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებადაა შესაძლებელი.

სხვა წამლებთან ურთიერთმოქმედება:

ადგილობრივი გამოყენებისას არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად