დე-ნოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

დე-ნოლი - DE-NOL - ДЕ-НОЛ

საერთაშორისო დასახელება:

BISMUTHATE, TRIPOTASSIUM DICITRATO

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ბისმუტის კოლოიდური დეციტრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 56 და 112 ც.

1 ტაბ.

ბისმუტის კოლოიდური დეციტრატი  ..........   120 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ, მჟავე გარემოში, წყლულისა და ეროზიის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ აპკს, რომელიც ხელს უწყოს ნაწიბურების წარმოქნას. დე-ნოლი აქტიურია მიკროორგანიზმის Helicobacter pylori-ს მიმართ, რომელთანაც დაკავშირებულია წყლულოვანი დაავადების რეციდივი და ქრონიკული გასტრიტი. აღნიშნული მიკროორგანიზმის განადგურება იწვევს გასტრიტის მორფოლოგიური სურათის გაუმჯობესებას, რაც განაპირობებს მკურნალობის შემდეგ წყლულოვანი დაავადების ხანგრძლივ რემისიას.

ფარმაკოკინეტიკა:

ბისმუტის სუბციტრატი არ განიცდის აბსორბციას, მაგრამ მკურნალობის პერიოდში ბისმუტის მინიმალური რაოდენობა გამოეყოფა კოლოიდს და შეიწოვება. იგი ექსკრეციას განიცდის შარდთან ერთად.

მკურნალობის დასრულების შემდეგ ბისმუტის კონცენტრაცია სისხლში სწრაფად მცირდება; პრეპარატის დიდი ნაწილი გამოიყოფა ფეკალიებით.

ჩვენებები:

 

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში გასტროდუოდენიტის გამწვავება.

 

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება 3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტის ოდენობით 30 წთ-ით ადრე საკვების მიღებამდე და ძილის წინ.

ტაბლეტი მიიღება 1-2 ყლუპი წყლის მიყოლებით (და არა რძის).

დე-ნოლით მკურნალობა მიმდინარეობს 4-6 კვირის განმავლობაში.

აუცილებლობის შემთხვევაში დე-ნოლით მკურნალობა შესაძლებელია გახანგრძლივდეს 8 კვირამდე.

ამის შემდეგ საჭიროა 8 კვირიანი შესვენება, რომლის დროსაც ბისმუტის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღმოაჩნდა ბაქტერია Helicobacter pylori, მაშინ მიზანშეწონილია დე-ნოლთან ერთად ტრიქოპოლის (ტინიდაზოლი) ერთდროული გამოყენება 4-ჯერ დღეში 0.25გ 10 დღის განმავლობაში და/ან 0.25 გ ამოქსიცილინის მიღება 4-ჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში.

Helicobacter pylori-ით გამოწვეული დაავადებების რემისიის მიზნით, ასევე ლორწოვანი გარსის სანაციისათვის მიზანშეწონილია 1 წლის განმავლობაში 3-4-2 კვირიანი შესაბამისი ანტიბაქტერიული მკურნალობის კურსის ჩატარება (დე-ნოლი+ამოქსიცილინი ან დე-ნოლი+ტრიქოპოლი, ან დე-ნოლი+ფურაზოლიდონი).

უკუჩვენებები:

*თირკმელების მძიმე ფორმის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. დე-ნოლით მკურნალობისას წინააღმდეგნაჩვენებია ბისმუტის შემცველი სხვა პრეპარატების (ვიკალინი, ვიკაირი, როტერი) გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

დე-ნოლისა და ანტაციდური საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დე-ნოლის მიღებამდე ან მიღების შემდეგ ნახევარი საათით ადრე არ არის მიზანშეწონილი რძის გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად