აქვანორმი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

აქვანორმი - AQUANORM - АКВАНОРМ

საერთაშორისო დასახელება:

COM.DRUG

მწარმოებელი: საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალება

გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 10 პაკ.

1 პაკ.

ნატრიუმის ქლორიდი ..........       3.5 გ

კალიუმის ქლორიდი ..........         2.5 გ

ნატრიუმის ციტრატი ..........        2.9 გ

გლუკოზა (უწყლო)  ....................10.0 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქვანორმი ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალებაა. ორგანიზმის გაუწყლოვანების დროს აქვანორმი აღადგენს ორგანიზმის დარღვეულ წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას. პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტესტიციალურ შრესა და უჯრედებში. T1/2 შეადგენს 1 საათს. პრეპარატი ხელს უწყობს დიურეზის გაძლიერებას. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.

ჩვენებები:

 

  • კომპლექსურ თერაპიაში  - მწვავე დიარეის (მათ შორის ქოლერა) დროს; წყალ-ელექროლიტური წონასწორობის აღდგენისა და აციდოზის კორექციის მიზნით; თერმული დაზიანების დროს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის მიზნით;
  • პროფილაქტიკის მიზნით  - თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც ინტენსიური ოფლდენა აღინიშნება.

 

მიღების წესები და დოზირება:

აქვანორმი ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მიღებამდე 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლიტრ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აქვანორმის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.

დიარეის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 50-100 მლ ულუფების ოდენობით ან ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.

ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში აქვანორმი ინიშნება 1-2 ჩაის კოვზით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ 4-6 საათის განმავლობაში (დიარეის მსუბუქი ფორმის დროს ხსნარის საერთო რაოდენობამ უნდა შეადგინოს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში. საშუალო სიმძიმის დროს  - 80-10 მლ/კგ/დღე-ღამეში.

შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით ხსნარის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატი ინიშნება დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.

თერმული დაზიანებების დროს კრუნჩხვებისა და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის სხვა სიმპტომების დროს, რომელსაც ორგანიზმის გადახურება და გაუწყლოვანება (პოლიურია, წყურვილის გაძლიერება) განაპირობებს, პირველი 30 წუთის განმავლობაში აქვანორმი ინიშნება 100-150 მლ ულუფებით, ისე, რომ მთლიანად მისაღები ხსნარის მოცულობამ 500-900 მლ შეადგინოს. შემდგომ ყოველი 40 წუთის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზით წყალ-ელექტროლიტური დეფიციტისა და თერმული დაზიანების სიმპტომების აღმოფხვრამდე.

ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის პროფილაქტიკის მიზნით, აქვანორმი ინიშნება წყურვილის შეგრძნების გაჩენიდან მცირე ულუფებით  - ყლუპ-ყლუპით და მისი მიღება გრძელდება წყურვილის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები:

აქვანორმის ჩვენების და რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
  • თირკმლების ფუნქციური დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების და სხვა სამკურნალო საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში!

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად