არედია® - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

არედია® - AREDIA® - АРЕДИА®

საერთაშორისო დასახელება:

PAMIDRONIC ACID

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA AG,  შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ძვლების მინერალიზაციაზე და სტრუქტურაზე მოქმედი საშუალება, ბისფოსფონატი.

გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი ინფუზიისათვის:

ფლაკონში 230 მგ, შეფუთვაში 2 ც.

1 ფლ.

პამიდრონატის დინატრიუმი      30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მანიტოლი და ფოსფორის მჟავა.

გამხსნელი: საინექციო წყალი ამპულაში 10 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პამიდონატის დინატრიუმი არის ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის ძლიერ მოქმედი ინჰიბიტორი, რომელსაც ახორციელებენ ოსტეოკლასტები. პამიდრონატი შედის მჭიდრო კავშირში ძვლოვანი ქსოვილის ჰიდროქსიაპათიტების კრისტალებთან და ახდენს ამ კრისტალების განზავებას და წარმოქმნის ინჰიბირებს iin vitro ითვლება, რომ iin vitro ძვლოვანი ქსოვილს რეზორბციის შეჩერება შეიძლება აიხსნას უკიდურეს შემთხვევაში ნაწილობრივ, პამიდრონატის შეკავშირებით მინერალურ ნივთიერებებთან.

პამიდრონატი აფერხებს ოსტეოკლასტების წინამორბედების შეღწევას ძვლოვან ქსოვილში და მათ შემდგომ გადაქცევას მოწიფულ ოსტეოკლასტებად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ქსოვილის რეზორბციაზე. მაგრამ იგულისხმება, რომ ძვლოვან ქსოვილთან კავშირში შემავალი ბისფოსფონატების მოქმედების დომინირებული მექანიზმი, როგორც in vitro ასევე in vivo, არის მათი ლოკალური და პირდაპირი ანტირეზორბირებული ზემოქმედება.

ჰიპერკალციემიამ შეიძლება მიგვიყვანოს უჯრედგარეშე სითხის მოცულობის შემცირებამდე და თირკმლის გორგოლოვანი ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითებამდე.

არედია, ამცირებს რა ჰიპერკალციემიის გამოხატულებას, ზრდის გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს, რაც ავადმყოფთა უმრავლესობაში იწვევს სისხლის შრატში საწყისად მომატებული კრეატინინის დონის შემცირებას.

არედიის კლინიკური კვლევის შედეგებმა ავთვისებიანი სიმსივნეების და მიელომური დაავადების ძვლოვანი მეტასტაზების (უპირატესად ოსტეოლიტური ხასიათის) მქონე ავადმყოფებში გამოავლინა, რომ პრეპარატი ახდენს პრევენციას ან აფერხებს ჩონჩხის ცვლილებების და მათი შედეგების (მოტეხილობები, ზურგის ტვინის კომპრესია, ჰიპერკალციემია, სხივური თერაპიის და ქირურგიული ჩარევის მოთხოვნილება) პროგრესირებას, და ასევე ამცირებს ძვლების დაავადებით განპირობებული ტკივილის გავლენას.

იმ შემთხვევებში, როდესაც არედია გამოიყენებოდა სიმსივნის საწინააღმდეგო სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში, აღინიშნებოდა ძვლოვანი მეტასტაზების პროგრესირების შენელება, გარდა ამისა, აღნიშნულ იქნა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი ჰქონდა ძვლოვანი მეტასტაზების რეფრაქტულობას ციტოტოქსიკური და ჰორმონალური თერაპიის მიმართ, არედიის ზემოქმედებისას აღინიშნებოდა ამ ცვლილებების სტაბილიზაცია ან სკლეროზული პროცესების განვითარებაც კი.

არედიის გამოყენების კარგი თერაპიული ეფექტი აღინიშნება პეჯეტის ძვლოვანი დაავადებების დროს, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციის ლოკალური მომატებით და მისი რემოდელირების ხარისხობრივი ცვლილებებით.

ფარმაკოკინეტიკა:

ზოგადი თვისებები: პამიდრონატს გააჩნია მაღალი მსგავსება კალციფიცირებულ ქსოვილებთან იმ ვადების ფარგლებში, რომლის განმავლობაშიც ტარდებოდა ექსპერიმენტული კვლევები, არ აღინიშნებოდა პამიდრონატის სრული გამოყოფა ცხოველების ორგანიზმიდან, ამიტომ, კალციფიცირებული ქსოვილები ითვლება პამიდრონატის "მოჩვენებითი ელიმინაციის ადგილი".

შეწოვა: პამიდრონატის დინატრიუმი გამოიყენება ინტრავენური ინფუზიის გზით. განსაზღვრების მიხედვით, ინფუზიის ბოლოსთვის აბსორბაცია ითვლება დასრულებულად.

განაწილება: ინფუზიის დაწყების შემდეგ სისხლის პლაზმაში პამიდრონატის კონცენტრაცია სწრაფად იზრდება, ხოლო ინფუზიის დასრულების შემდეგ  - ასევე სწრაფად მცირდება. პლაზმაში პამიდრონატის ნახევარსიცოცხლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 0.8 საათს. ამიტომ პამიდრონატის კონცენტრაციის წონასწორობის მიღწევა შეიძლება ინფუზიის 2-3 საათზე მეტი ხანგრძლივობის დროს. 60 მგ პრეპარატის ინტრავენური ინფუზიის დროს, რომელიც გრძელდება 1 საათზე მეტ ხანს, პამიდრონატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 10 ნმოლ/მლ.

პრეპარატის თითოეული დოზის მიღების შემდეგ პამიდრონატის დინატრიუმის რაოდენობა პროცენტულ გამოსახულებაში, რომელიც შეკავდება ორგანიზმში, ერთნაირი აქვთ ადამიანსა და ცხოველს. ამრიგად ძვლოვან ქსოვილში პამიდრონატის კუმულაცია არ იზღუდება ამ ქსოვილის მოცულობით და დამოკიდებულია მხოლოდ შეყვანილი პრეპარატის ჯამურ დონეზე. ცირკულირებადი პამიდრონატის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შედარებით მცირეა (დაახლოებით 54%) და იზრდება სისხლში კალციუმის შემადგენლობის პათოლოგიური მომატების შემთხვევაში.

გამოყოფა: ითვლება, რომ პამიდრონატი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას გამოყოფის დროს. ინტრავენური ინფუზიის შემდეგ პამიდრონატის შეყვანილი დოზის დაახლოებით 20-55% აღმოჩნდება შარდში შუცვლელი სახით 72 საათის განმავლობაში. დარჩენილი რაოდენობა შეკავდება ორგანიზმში განუსაზღვრელად ხანგრძლივი დროით (ყოველ შემთხვევაში პამიდრონატის გამოყოფა არ იყო დარეგისტრირებული ექსპერიმენტული კვლევების ჩატარების დროის განმავლობაში). პრეპარატის ის ნაწილი (პროცენტულ გამოსახულებაში), რომელიც შეკავდება ორგანიზმში, არ არის დამოკიდებული არც შეყვანილ დოზაზე  (15-180 მგ ფარგლებში) და არც ინფუზიის სიჩქარეზე (1.25-60 მგ/სთ-ის ფარგლებში).

პამიდრონატის გამოყოფა შარდთან ერთად ორფაზიანია, ნახევარგამოყოფის პერიოდები შეადგენენ, შესაბამისად 1.6 და 27 საათს. საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 180 მლ/წთ, ხოლო თირკმლის კლირენსი  - 54 მლ/წთ. პამიდრონატის თირკმლის კლირენსი კორელირებს კრეატინინის კლირენსთან.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებთან:

უმნიშვნელოა პამიდრონატის მეტაბოლური და ღვიძლის კლირენსი. ალბათ ამიტომ არ აღინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გავლენა პამიდრონატის ფარმაკოკინეტიკაზე. ასევე ამის შედეგად, მცირეა არედიის პოტენციალი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების მხრივ, როგორც მეტაბოლურ დონეზე, ასევე სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების დონეზე. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებს (კრეატინინის კლირენსის<30 მლ/წთ შემთხვევაში) "კონცენტრაცია-დრო " (AUC) მრუდქვეშა ფართობის საშუალო ოდენობა მატულობს დაახლოებით ორჯერ. პამიდრონატის შარდთან სეკრეციის სიჩქარე იკლებს კრეატინინის კლირენსის კლებასთან ერთად, თუმცა პამიდრონატის საერთო რაოდენობა, რომელიც ექსკრეტირდება შარდთან ერთად არსებითად არ არის დამოკიდებული თირკმლის ფუნქციის ცვლილებებზე. ამიტომ პამიდრონატის შეკავება ორგანიზმში ერთნაირი აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე და არ მქონე პაციენტებს. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში რეკომენდებული დოზით არედიის მიღება არ საჭიროებს დოზის სპეციალურ კორექციას.

ჩვენებები:

დაავადების მკურნალობა, რომელიც თან ერთვის ოსტეოკლასტების მომატებულ აქტიურობას:

  • ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები ძვალში (უპირატესად ოსტეოლიტური ხასიათის) და მიელომური დაავადება (მრავლობითი მიელომა);
  • ჰიპერკალციემია, განპირობებული ავთვისებიანი სიმსივნეებით.
  • პეჯეტის  ძვლოვანი დაავადება.

მიღების წესები და დოზირება:

არ შეიძლება არედიის ინტრავენურად შეყვანა ნაკადით. ფლაკონში მოთავსებული პრეპარატის ფხვნილი პირველ რიგში უნდა გაიხსნას სტერილურ საინექციო წყალში. მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ პრეპარატის ფხვნილი გაიხსნას სრულად. შემდეგ მიღებული ხსნარი შეყვანის წინ დამატებით უნდა გაიხსნას ხსნარით ინფუზიისათვის, რომელიც არ შეიცავს კალციუმს (მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარით ან გლუკოზის 5% ხსნარით); ამის შედეგად მიღებული არედიის ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად ნელა, ინფუზიის გზით. არედიის კონცენტრაცია ინფუზიურ ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 90 მგ/250 მლ. პრეპარატის ინფუზიის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ/სთ (1 მგ/წთ). ჩვეულებრივ არედიის დოზა, რომელიც შეადგენს 90 მგ და შეიცავს 250 მლ ინფუზიურ ხსნარს, შეყავთ 2 საათის განმავლობაში.

მიელომური დაავადების მქონე პაციენტებისათვის და ჰიპერკალციემიის დროს, განპირობებულს ავთვისებიანი სიმსივნეებით, რეკომენდებულია არ გადააჭარბონ არედიის დოზას, რომელიც შეადგენს 90 მგ და შეიყვანონ იგი 500 მლ ინფუზიური ხსნარით 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში.

იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე ლოკალური რეაქციები პრეპარატის ინფუზიის ადგილებში, საინექციო ნემსი შედარებით მსხვილ ვენაში უნდა იყოს გულმოდგინეთ დაყენებული.

გამოყენება ზრდასრულ და ხანდაზმულ პაციენტებში:

ავთვისებიანი სიმსივნეების მეტასტაზები ძვალში (უპირატესად ოსტეოლიტური ხასიათის) და მიელომური დაავადება. არედია გამოიყენება 90 მგ დოზით ერთჯერადი ინფუზიის სახით, რომელიც ხორციელდება ყოველ 4 კვირაში.

ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზების ძვალში მქონე პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას 3-კვირიანი ინტერვალებით, არედია 90 მგ დოზით ასევე შეიძლება გამოიყენოს 3-კვირიანი ინტერვალებით.

ჰიპერკალციემია, განპირობებული ავთვისებიანი სიმსივნეებით:

არედიის მიღების დაწყებამდე ან თერაპიის მსვლელობისას რეკომენდებულია ავადმყოფის რეჰიდრატაციის ჩატარება ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარის დახმარებით. მკურნალობის კურსის განმავლობაში გამოყენებული არედიის ჯამური დოზა დამოკიდებულია პაციენტის სისხლის შრატში კალციუმის საწყის დონეზე. ქვემოთ მითითებული რეკომენდაციები შექმნილია კლინიკური მონაცემების საფუძველზე კალციუმის კონცენტრაციის არაკორიგირებული მნიშვნელობების მიხედვით. თუმცა, ცხრილში მოყვანილი არედიის დოზების დიაპაზონი შეიძლება გამოყენებულ იყოს კალციუმის დონის იმ მნიშვნელობებისათვის, რომლებიც კორიგირებულია პაციენტების რეჰიდრატაციის შემდეგ ცილის ან სისხლის შრატის ალბუმინის დონის გათვალისწინებით.

კალციუმის საწყისი დონე სისხლში

არედიის რეკომენდებული ჯამური დოზა (მგ)

 

(მმოლ/ლ

(მგ%)

არა უმეტეს 3.0

არა უმეტეს 12.0

15-30

 

3.0-3.5

12.0-14.0

30-60

3.5-4.0

60-90

60-90

4.0 მეტი

 

90

არედიის ჯამური დოზა შეიძლება შეყვანილ იყოს, როგორც ერთჯერადი ინფუზიის განმავლობაში, ასევე რამდენიმე ინფუზიის დახმარებით რომელიც განხორციელდება 2-4 თანმიმდევრული დღის განმავლობაში. პრეპარატის მაქსიმალური საკურსო დოზა (მკურნალობის პირველი და შემდეგი კურსისათვის) შეადგენს 90 მგ-ს.

სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება არედიის შეყვანიდან 24-48 საათის შემდეგ, ხოლო ამ მაჩვენებლის ნორმალიზება 3-7 დღის განმავლობაში. თუ სისხლში კალციუმის დონის ნორმალიზება არ იქნება მიღწეული მითითებული დღის განმავლობაში, მაშინ შესაძლებელია პრეპარატის დამატებით შეყვანა. სხვადასხვა ავადმყოფებისათვის მიღებული ეფექტის შენარჩუნების ხანგრძლივობა განსხვავებულია. ჰიპერკალციემიის აღდგენის შემთხვევაში ტარდება არედიის შეყვანის განმეორებითი კურსი. კლინიკური გამოცდილება, რომელიც დაგროვილია ამჟამად, ცხადყოფს, რომ პრეპარატის შეყვანის კურსის რაოდენობის ზრდასთან ერთად არედიის ეფექტურობამ შეიძლება იკლოს.

პეჯეტის ძვლოვანი დაავადება:

არედიის რეკომენდებული ჯამური დოზა მკურნალობის ჩატარების დროს შეადგენს 180-210 მგ. პრეპარატის ჯამური დოზა, რომელიც შეადგენს 180 მგ შეიძლება შეყვანილი იყოს ან როგორც 6 ინფუზია (30 მგ ერთხელ კვირაში), ან როგორც 3 ინფუზია (60 მგ კვირის გამოშვებით). თუ 1 ინფუზიისათვის გათვალისწინებულია 60 მგ დოზა, მაშინ ასეთ შემთხვევაში პირველი შეყვანისათვის რეკომენდებულია 30 მგ დოზის გამოყენება. ამრიგად, ჯამური საკურსო დოზა შეადგენს 210 მგ დოზირების ასეთი რეჟიმი (მაგრამ უკვე პირველადი 30 მგ დოზის გამოტოვებით) შეიძლება გავიმეოროთ 6 თვის შემდეგ დაავადების რემისიამდე გამწვავების შემთხვევაში.

გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში:

პრეპარატის გამოყენება აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვეების მქონე პაციენტების სამკურნალოდ (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ), გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის  - ჰიპერკალციემია, განპირობებული ავთვისებიანი სიმსივნეებით, სადაც შედეგი პოტენციურ რისკზე მაღალია.

როგორც სხვა ინტრავენური ბიფოსფონატების გამოყენების დროს, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის კონტროლი, მაგალითად შრატის კრეატინინის გამოკვლევა პრეპარატის თითოეული დოზის მიმართ. პაციენტებმა ავთვისებიანი სიმსივნეების მეტასტაზებით ძვლებში, რომლებიც იღებენ არედიას, უნდა შეაჩერონ თერაპია იმ დრომდე, სანამ თირკმლის ფუნქცია არ აღდგება 10%-ით საწყის მნიშვნელობამდე, თუ არის თირკმლის ფუნქციის გაუარესების ნიშნები. ეს რეკომენდაცია დამყარებულია კლინიკურ კვლევებზე, სადაც თირკმლის ფუნქციის გაუარესება განისაზღვრა, როგორც:

  • პაციენტებისათვის კრეატინინის ნორმალური საწყისი დონით, მომატება 0.5 მგ/დლ-ით;
  • პაციენტებისათვის კრეატინინის არანორმალურიი საწყის დონით, მომატება 1.0 მგ/დლ-ით;

ფარმაკოკინეტიკურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ სიმსივნიან პაციენტებს თირკმლის ნორმალური ან დაქვეითებული ფუნქციით არ სჭირდებათ დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის უმნიშვნელოდან (კრეატინინის კლირენსი 61-90 მლ/წთ) ზომიერად გაუარესებულ მდგომარეობამდე (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ). ასეთი პაციენტებისათვის ინფუზია არ უნდა აღემატებოდეს 90 მგ/4 სთ (დაახლოებით 20-22 მგ/სთ).

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში:

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქციის ზომიერი პათოლოგიით არ არის საჭირო პრეპარატის დოზის კორექტირება.

გამოყენება ბავშვებში:

ამჟამად არ არსებობს ბავშვებში არედიის გამოყენების კლინიკური გამოცდილება.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი რეაქციები არედიას პრეპარატზე სუსტად არის გამოხატული და ტრანზიტორულია.

ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციებია უსიმპტომო ჰიპოკალციემია და ციება (სხეულის ტემპერატურის მომატება 1-2 გრადუსით), რომელიც ჩვეულებრივ ვითარდება პირველი 48 საათის განმავლობაში. პრეპარატის ინფუზიის შემდეგ ჩვეულებრივ, ციება გადის დამოუკიდებლად და არ საჭიროებს მკურნალობას.

არასასურველი მოვლენების სიხშირის შეფასების კრიტერიუმები: ძალიან ხშირად  - (>1.10), ხშირად  - (>1/100, 1/10), ხანდახან  - (>1/1000, <1/100), იშვიათად  - (>1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათად  - (<1/10000).

ინფექციები: ხანდახან  - მარტივი და გარშემორტყმული ჰერპესის გამწვავება.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად  - ანემიით, თრომბოციტოპენია, ლიმფოციტოპენია; ძალიან იშვიათად  - ლეიკოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: ხანდახან  - ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული რეაქციები ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, კვინკეს შეშუპება.

ცნს-ის მხრივ: ხშირად  - პარესთეზია, ტეტანია (როგორც სიმპტომატური ჰიპოკალციემიის გამომჟღავნება), თავის ტკივილი, უძილობა, ძილიანობა; ხანდახან  - კრუნჩხვები, გაღიზიანებადობა, თავბრუსხვევა, ლეთარგია; ძალზე იშვიათად  - ორიენტირების დარღვევა, მხედველობითი ჰალუცინაციები.

გრძნობის ორგანოების მხრივ: ხშირად  - კონიუქტივიტი; ხანდახან  - უვეიტი (ირიტი, ირიდოციკლიტი); ძალზე იშვიათად  - სკლერიტი, ეპისკლერიტი, ქსანტოფსია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად  - არტერიული ჰიპერტენზია; ხანდახან  - არტერიული ჰიპოტენზია; ძალზე იშვიათად  - მარცხენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები (ქოშინი, ფილტვის შეშუპება) ან შეგუბებითი გულის უკმარისობის ნიშნები (შეშუპებები).

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხშირად  - გულისრევა, პირღებინება, ანორექსია, ტკივილი მუცელში, დიარეა, ყაბზობა, გასტრიტი; ხანდახან  - დისპეფსია.

დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად  - გამონაყარი; ხანდახან  - ქავილი.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად  - ძვლებში ტრანზიტორული ტკივილები, ართრალგია, მიალგია, გენერალიზირებული ტკივილები; ხანდახან  - კუნთოვანი სპაზმები.

თირკმლის მხრივ: ხანდახან  - თირკმლის მწვავე უკმარისობა; იშვიათად  - ცენტრალური სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, დესტრუქციული ვარიანტის ჩათვლით, ნევროზული სინდრომი; ძალზე იშვიათად  - თირკმლის თანმხლები დაავადების მიმდინარეობის გაუარესება, ჰემატურია.

ზოგადი დარღვევები: ძალიან ხშირად  - ციება და გრიპისმაგვარი სიმპტომები, რომელსაც ხანდახან თან ახლავს სისუსტე, კანკალი, დაღლილობის შეგრძნება, ჰიპერემია; ხშირად  - პრეპარატის ინფუზიის ადგილში  - ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, გამკვრივება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი.

ბიოქიმიური ცვლილებები: ძალიან ხშირად  - ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია; ხშირად  - ჰიპოკალიემია, ჰიპომაგნიემია, კრეატინინი შრატში; ხანდახან  - ღვიძლის ფუნქციონალური სინჯების ცვლილებები, შრატში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება; ძალზე იშვიათად  - ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია. ზემოთ ჩამოთვლილი არასასურველი მოვლენებიდან ბევრი შეიძლება დაკავშირებული იყოს ძირითად დაავადებასთან.

ოსტეონეკროზის (ძირითადად ყბები) ძალიან იშვიათ შემთხვევები აღენიშნებოდათ პაციენტებს, რომლებიც გადიოდნენ ბიფოსფონატებით თერაპიას. ანგარიშების უმრავლესობა მიუთითებს ონკოავადმყოფებზე, რომლებსაც ამოუღეს კბილები ან ჩაუტარდათ სხვა ყბა-სახის ქირურგია. ყბის ოსტეონეკროზის ალბათობა იზრდება რისკის ფაქტორის არსებობის დროს, კიბოს დიაგნოზის ჩათვლით, თანმხლები თერაპია (მაგალითად, ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, თერაპია კორტიკოსტეროიდებით) და თანმხლები დაავადებები (მაგალითად, ანემია, კოაგულოპათია, ინფექციები, პირის ღრუს წინამორბედი დაავადებები). თუმცა მიზეზი ვერ განისაზღვრა, უმჯობესია ქირურგიული ჩარევის აცილება ყბაზე, რადგან გამოჯანმრთელება შეიძლება გაჭიანურდეს.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პამიდრონატის ან სხვა ბიფოსფონატების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

კლინიკური გამოცდილება, რომელიც იძლევა საშუალებას რეკომენდაცია გაუწიოს არედიის გამოყენებას ორსულობის პერიოდში, ჯერჯერობით არ არსებობს. ამიტომ მოცემული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი. გარდა შემთხვევებისა, როდესაც ჰიპერკალციემია საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. მეძუძურ დედებს, რომლებიც გადიან პრეპარატ არედიით მკურნალობის კურსს, ეკრძალებათ ბავშვის ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება პრეპარატ არედიის შეყვანა ვენაში ნაკადით, მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით წინასწარი განზავების შემდეგ. ბიფოსფონატები, მათ შორის არედიაც, კავშირშია თირკმელზე ტოქსიკურ ზემოქმედებასთან, რომელიც გამოიხატება თირმკლის ფუნქციის გაუარესებაში, და თირკმლის პოტენციურ უკმარისობაში. თირკმლის ფუნქციის კლინიკური არსებული გაუარესების რისკის მეშვეობით, რომელიც შესაძლოა, პროგრესირებს თირკმლის უკმარისობამდეც, პრეპარატის ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 90 მგ. ისევე, როგორც სხვა ინტრავენური ბიფოსფონატების გამოყენების დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება, მაგალითად: შრატის კრეატინინის განსაზღვრა პრეპარატის თითოეული დოზის მიმართ. არ არის სასურველი პრეპარატ არედიას გამოყენება სხვა ბიფოსფონატებთან ერთდროულად, რადგანაც არ არის შესწავლილი ასეთი კომბინირებული მკურნალობის შედეგები.

პრეპარატ არედიათი ჩატარებული თერაპიის მსვლელობის დროს აუცილებელია რეგულარულად გაკონტროლდეს სტანდარტული ჰიპერკალცირებულშეკავშირებული მეტაბოლური პარამეტრები, სისხლის შრატში კალციუმის და ფოსფატის კონცენტრაციის ჩათვლით. ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი მომატებული აქვთ ავადმყოფებს, რომლებმაც გადაიტანეს ქირურგიული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე, ფარული ჰიპოპარათირეოზის მიზეზით.

პაციენტებს, რომლებსაც ხანგრძლივი დროის პერიოდში უტარდებათ არედიის ხშირი ინფუზიები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მათ გააჩნიათ თირკმლის თანმხლები დაავადებები ან აღენიშნებათ მიდრეკილება თირკმლის დაზიანების მიმართ ძირითადი დაავადების შედეგად (მაგალითად, მიელომური დაავადებების დროს და/ან ჰიპეკალციემიის დროს, რომელიც განპირობებულია ავთვისებიანი სიმსივნით), აუცილებლად პერიოდულად უტარდებათ თირკმლის ფუნქციის შეფასება (სტანდარტული ლაბორატორიული ანალიზების და კლინიკური მონაცემების შედეგების გამოყენებით). პრეპარატი გამოიყოფა უცვლელად თირკმლის მეშვეობით, ამიტომ თირკმლის უარყოფითი რეაქციის რისკი, შესაძლებელია მეტად ჰქონდეთ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის შემცირება.

ეს რეკომენდაცია გამომდინარეობს შეტყობინებიდან თირკმლის ფუნქციის შესაძლო გაუარესების შესახებ (თირკმლის უკმარისობის განვითარებამდეც) მიელომური დაავადების მქონე ავადმყოფების არედიით ხანგრძლივი დროით მკურნალობის დროს. მაგრამ, რადგან ამ შემთხვეევებში აღინიშნებოდა ასევე ძირითადი დაავადების და/ან თირკმლის თანმხლები დაავადების პროგრესირება, თირკმლის ფუნქციის გაუარესებას და არედიის გამოყენებას შორის ურთიერთობის მიზეზობრივი ხასიათი დარჩა გაურკვეველი.

ნატრიუმის-ქლორიდის ხსნარის შეყვანამ, რომელიც გამოიყენება ინფუზიური ხსნარის მოსამზადებლად, შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებულად ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ გულის დაავადებები გულის უკმარისობამდე (მარცხენა პარკუჭის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა) ციების განვითარება (სიმპტომები, რომლებიც წააგავს გრიპს), ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი ამ გართულების განვითარებას.

ჰიპოკალციემიის განვითარების რისკის შემცირების მიზნით პეჯეტის ძვლოვანი დაავადების მქონე პაციენტებს დამატებით უნიშნავენ კალციუმის პრეპარატებს და ვიტამინ "D"-ეს, რადგან ასეთ ავადმყოფებს მაღალი აქვთ კალციუმის და ვიტამინ "D"-ეს დეფიციტის განვითარების რისკი.

გავლენა მანქანის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება, რომ არედიის ინფუზიის შემდეგ, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ძილიანობა და/ან თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია უარის თქმა მანქანის მართვაზე, სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობაზე ან სხვა საქმიანობაზე, რომელიც პაციენტის რეაქციის სიჩქარის დაქვეითების გამო შეიძლება გახდეს საშიში.

ჭარბი დოზირება:

აუცილებელია ყურადღების მიქცევა პაციენტის მდგომარეობაზე, რომელმაც მიიღო პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზა. ჰიპოკალციემიის კლინიკური ნიშნები (პარესთეზია, ტეტანია და ჰიპოტენზია) შეიძლება აღმოიფხვრას კალციგლუკონატის ინფუზიის მეშვეობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არედიის ერთდროული გამოყენება ხშირად გამოყენებული სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად იწვევდა რაიმე მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას.

არედიის და კალციტონინის კომბინირებული მიღების დროს პაციენტებში გამოხატული ჰიპერკალციემიით აღინიშნებოდა მოქმედების სინერგიზმი, რაც იწვევდა სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის სწრაფ კლებას.

საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის ერთდროულად სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან გამოყენების დროს.

მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტებში თირკმლის დისფუნქციის რისკი შესაძლოდ  მაღალია, თუ პრეპარატი გამოიყენება ტალდომიდთან კომბინაციაში.

კვლევებმა შუშის ფლაკონებთან და ასევე ჭურჭელთან, რომლებიც დამზადებულია პოლივინქლორიდისაგან და პოლიეთილისაგან (შევსებული 0.9% ნატრიუმ ქლორიდის ი/ვ ხსნარით ან 5% ინტრავენური ხსნარით), არ უჩვენეს არანაირი შეუთავსებლობა პრეპარატთან.

პოტენციური შეუთავსებლობის ასაცილებლად პრეპარატის აღდგენილი ხსნარი უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის ინტრავენური 0.9% ხსნარით ან გლუკოზის 5% ინტრავენური ხსნარით.

პრეპარატის აღდგენილი ხსნარი არ უნდა შეერიოს ხსნარს, რომელიც შეიცავს კალციუმს, მაგალითად, რინგერის ხსნარი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, აღდგენილი ხსნარი ქიმიურად და ფიზიკურად სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ მიკრობიოლოგიური დაბინძურების აცილების მიზნით, სასურველია ხსნარის გამოყენება მაშინვე, განზავების შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გამოყენებით მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობას ღებულობს მომხმარებელი. საერთო დრო აღდგენის, განზავების, რეფრიჟირატორში 2-80c ტემპერატურაზე შენახვას და გამოყენებას შორის არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად