ვენური უკმარისობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კითხვა-პასუხი

ვენური უკმარისობა - Venous insufficiency - венозная недостаточность

ქრონიკული ვენური უკმარისობა ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიების მთელ წყებას, მათ შორის - ვარიკოზულ დაავადებას და პოსტთრომბოზულ სინდრომს (ვითარდება ვენური სისტემის თრომბოზის შემდეგ). არსებობს გაურკვეველი გენეზის ვენური უკმარისობაც.
დაავადების მექანიზმი ასეთია: ქვედა კიდურებში სისხლის უკუქცევა ფერხდება და ის სათანადო ოდენობით არ ბრუნდება გულისკენ. ეს იწვევს ჰემოდინამიკურ ცვლილებებსა და ცირკულატორულ მოშლილობებს, რაც ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით (თავდაპირველად ფეხები მხოლოდ საღამოობით შუპდება, ღამით კი შეშუპება ცხრება), ტკივილით, სიმძიმისა და სიმხურვალის შეგრძნებით, ოფლიანობით, ქავილით. ის შეიძლება გართულდეს ტროფიკული წყლულით და ღრმა ვენების თრომბოზითაც კი.
ვენურ სისტემას აქვს მრავალრიცხოვანი სარქვლოვანი აპარატი. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ვარიკოზული დაავადების შედეგად, რომელიც არა მარტო ზედაპირულ, არამედ ღრმა ვენურ სისტემასაც აზიანებს (თუმცა ეს ფარულად ხდება), ვითარდება სარქვლოვანი აპარატის დეფიციტი, რომელიც ფეხზე დგომისა და სიარულის დროს იწვევს რეფლუქსს - სისხლის არა გულისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით დენას, უკუდენას, რასაც ცირკულატორული და ჰემოდინამიკური დარღვევები მოჰყვება. ამ დარღვევათა მაპროვოცირებელი ფაქტორებია ჭარბი წონა, ადინამია, ორსულობა.
ორსულობისას ორგანიზმში ხდება ძლიერი ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც ვენის კედელზე მოქმედებს. ამავე დროს, ქვედა ღრუ ვენა, რომელიც ვენური სისხლის მთავარი კოლექტორია, ნაყოფის ზეწოლის შედეგად შესაძლოა 80%-ით ან მთლიანად დაიხშოს. თუ ორსულს დაეწყო ქვედა კიდურების შესივება, გამოაჩნდა ვენური ქსელი და სხვა, მისთვის აუცილებელია სპეციალიზებული დაკვირვება და ხელშემწყობი პირობების შექმნას. პირველ ყოვლისა, კომპრესიული წინდების ტარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში (ორსულობის მეორე ნახევარში) - ფლებოტონიკების ხმარება, რაც საგრძნობლად გააძლიერებს ვენურ დრენაჟს.

მკურნალობა. მკურნალობის მეთოდი დაავადების სტადიასა და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. მხოლოდ ანგიოლოგს შეუძლია, პაციენტის გამოკვლევის შემდეგ დასვას დიაგნოზი და დანიშნოს მართებული მკურნალობა (ვარიკოზული ვენის ქირურგიული გზით ამოკვეთა, სპეციალური ბანდის ან კოლგოტების ტარება, ფლებოტროპული პრეპარატების გამოყენება).
არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვა ავადმყოფს საგრძნობლად შეუმსუბუქებს მდგომარეობას და თავიდან ააცილებს ქრონიკული ვენური უკმარისობის გართულებებს:

  • დასვენებისა და ძილის დროს ფეხები ჰორიზონტალური სიბრტყიდან ოდნავ აწეული გქონდეთ.
  • თუ დღის განმავლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა ან ფეხზე ერთ ადგილას დგომა, რაც შეიძლება ხშირად შეუცვალეთ ფეხებს მდებარეობა ან სწრაფად გაიარ-გამოიარეთ.
  • ატარეთ საშუალო სიმაღლის (4-5 სმ) ქუსლიანი ფეხსაცმელი.
  • თბილი შხაპისა და აბაზანის შემდეგ ფეხებზე ცივი წყალი გადაივლეთ.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ, იცურეთ, ბევრი იარეთ ფეხით.
  • მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ვენოტონური პრეპარატები.
  • თავი არიდეთ სპორტის ისეთ სახეობებს, რომლებიც ფეხების ძლიერ დატვირთვას მოითხოვს (ძალოსნობა, სიმაღლეზე ხტომა).
  • არ მიიღოთ ცხელი აბაზანა. ერიდეთ საუნას. დიდხანს ნუ გაჩერდებით მზეზე.
  • არ ატაროთ მეტისმეტად მოჭერილი ტანსაცმელი, ვიწრო ბანდაჟი, წინდა და გეტრი.
  • მოიცილეთ ჭარბი წონა - ის ვენების დატვირთვას ზრდის.

 

 

დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად