ანგიოფლუქსი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
ანგიოფლუქსი - ANGIOFLUX - АНГИОФЛЮКС

საერთაშორისო დასახელება:

SULODEXSIDE

მწარმოებელი: AESCULAPIUS FARMACEUTICI, იტალია

მოქმედი ნივთიერება: სულოდექსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიკოაგულანტი.

გამოშვების ფორმა:

რბილი კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

სულოდექსიდი .........       250 სე

დახმარე ნივთიერებები:

მიგლიოლი 812, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კრისტალური კვარცი.

საინექციო ხნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 ამპ.

სულოდექსიდი .......      600 სე

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტითრომბული და ჰიპოლიპიდემიური საშუალება ჰეპარინოიდი. ანგიოფლუქსს გააჩნია ანტიკოალუგაციური, ანტიაგრეგაციული, ფიბრინოლიზური და ანგიოპროტექტული მოქმედება. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, შედედების აქტივირებულ X ფაქტორს, ზრდის პროსტაციკლინის სინთეზს და სეკრეციას, აქვეითებს სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის შემცველობას. ანგიოფლუქსი ზრდის ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის დონეს და აქვეითებს ქსოვილოვანი პლაზმინოგენის ინჰიბიტორის შემცველობას სისხლში. ანგიოფლუქსის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი განპირობებულია ლოპოპროტეინლიპაზას აქტივობის მომატებით და ათეროგენული ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმის დაჩქარებით. ანგიოფლუქსი თრგუნავს სისხლძარღვთა კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვის ენდოთელიუმის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, ახდენს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას.

ფარმაკოკინეტკა:

პერორალურად მიღებისას სისხლში პრეპარატი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წთ-ში. 90% აბსორბირდება სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიერ (სადაც პრეპარატის კონცენტრაცია 20-30 ჯერ აღემატება სხვა ორგანოების ქსოვილებში მის კონცენტრაციას). მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. ანგიოფლუქსი გამოიყოფა თირკმელებით; ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50% გამოიყოფა 24 სთ-ში, 67% გამოიყოფა 48 სთ-ში.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ვენური წყლული, ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი;
  • პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი თრომბის წარმოქმნის რისკით;
  • ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია (ნეფროპათია, რეტინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია (დიაბეტური ტერფი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია);
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკის მიზნით).

მიღების წესები და დოზირება:

კაფსულები: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში კვებათა შორის ინტერვალში.

ამპულები 1 ამპულა დღეში ი/მ ან ი/ვ. ინტრავენური ინექციისთვის 1 ამპულა იხსნება 150-200 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში.

მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის მე- 7 მე-10 დღიდან, 1 ამპულა ერთხელ დღეში, 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ  - პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში;

ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში.

ექიმის გადაწყვეტილებით მედიკამენტის დოზა და ჯერადობა შეიძლება შეიცვალოს.

გვერდითი მოვლენები:

კაფსულები: იშვიათად ვითარდება გასტრო-ინტესტინალური დარღვევები, ღებინება და ეპიგასტრალგია.

ამპულები: ინექციის ადგილას იშვიათად აღინიშნება ტკივილი, წვის შეგრძნება და ჰემატომა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები არის ტრანზიტორული.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

 

  • ვინაიდან ანგიოფლუქსის მოლეკულური ფორმულა ჰეპარინის მსგავსია, პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ჰეპარინის და ჰეპარინოიდების მიმართ;
  • ჰემორაგიული დიათეზი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებსა და ახალშობილებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის უშუალო კონტროლის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები:

ანგიოფლუქსის გამოყენებისას აუცილებელია კოაგულოგრამის რეგულარული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

ვითარდება სისხლდენა. მკურნალობა: 1% პროტამინის სულფატი (3 მლ ი/ვ).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანგიოფლუქსი აძლიერებს ჰეპარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   5 წელი.

 

 

დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად