ანავენოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ანავენოლი - ANAVENOL - АНАВЕНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

DIHYDROERGOKRISTINE MESILATE; ESCULIN; RUTOSIDE

მწარმოებელი: GALENA, ჩეხეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 25 მლ

1 მლ

დიჰიდროერგოკრისტინის მეზილატი .......  0.5 მგ

ესკულინი ...........................................     1.5 მგ

რუტოზიდი ...........................................  30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ღვინის მჟავა, გლიცერინი 85%, მეგლუმინი, პროპილგალატი, ეთანოლი 95%, ანისის ეთერზეთი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ხასიათდება ვენების ტონუსის გამაძლიერებელი, კაპილაროპროტექტული, მიკროცირკულაცის გამაუმჯობესებელი და სისხლძარღვების კედლის განვლადობის შემამცირებელი თვისებებით.

ჩვენებები:

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • პრევარიკოზული სინდრომი;
  • აგრეთვე დამხმარე თერაპიის სახით;
  • მიკროცირკულაციის პოსტტრავმული დარღვევა;
  • ვარიკოზული წყლულები;
  • თრომბოფლებიტი.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით: საწყისი დოზა 28 წვეთი 4-ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში. შემდგომში დოზა მცირდება შემანარჩუნებელ დოზამდე  - 28 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

წვეთების ჩასხმისას ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ფსკერით ზევით.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანის ალერგიული რეაქციები, იშვიათად  - ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, მეტროდა მენორაგია.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • ბავშვებში 6 წლამდე;
  • სისხლდენა.

განსაკუთრებული მითითებები:

პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის შეფერხება ზოგიერთ ორგანოში. პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის და არტერიული წნევის მომატება. პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კორონარული სისხლძარღვების სპაზმის და ბრადიკარდიის განვითარებას. აღნიშნული ეფექტები განპირობებულია ჰიპერტენზიის შედეგად მომატებული ვაგუსური აქტივობით, უშუალოდ ზემოქმედებით სისხლძარღვებზე და მიოკარდიუმზე. ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში. მძიმე ფორმის ჰიპერტენზიის და პერიფერიული სისხლძარღვების ობტურაციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ჭვავის რქის ალკალოიდების გამოყენებისას ხანდაზმულებში შეიძლება აღნიშნოს ჰიპოთერმია და იშემია (პირველ რიგში მიოკარდიუმის).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჭვავის რქის ალკალოიდებით ინტოქსიკაციას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება და არა უმეტეს 10-250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:    2 წელი.

 

 

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად