ამოქსიკლავი® - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
ამოქსიკლავი® - AMOKSIKLAV® - АМОКСИКЛАВ®

საერთაშორისო დასახელება:

AMOXICILLIN; CLAVULANIC ACID

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ამოქსაცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

გამოშვების ფორმა:

ამოქსიკლავი® 375

აპკიანი გარსით შემოგარსული ტაბლეტები:

შეფუთვაში 15 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ........        250 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ..................    125 მგ

ამოქსიკლავი ® 625

აპკიანი გარსით შემოგარსული ტაბლეტები:

შეფუთვაში 15 ც.

1 აბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ......         500 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით)  .................   125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი.

ამოქსიკლავი® 2X625

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი ტრიჰიდრატის ფორმით) ...........          500მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ......................    125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი.

ამოქსიკლავი®  2X1000

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით)  ...........        875 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით)  ......................   125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი.

ამოქსიკლავი ქვიქტაბი®  625

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) .......         50მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ..................    125 მგ

ამოქსიკლავი®  ქვიქტაბი 1000

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) .........         875 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ....................    125 მგ

ამოქსიკლავი®

კრისტალური ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 100 მლ დოზირებულ შპრიცთან კომპლექტში.

5 მლ

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ........         31.25 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ქსანტანის გუმფისი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის საჰარინი, მანიტოლი, არომატიზატორები.

ამოქსიკლავი® 2X

კრისტალური ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 35 მლ დოზირებულ შპრიცთან კომპლექტში

5 მლ

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ......   400 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ...............   57 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ქსანტანის გუმფისი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, მანიტოლი, არომატიზატორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შეიცავს ნახევრადსინთეზურ პენიცილინს, ამოქსიცილინს და ß-ლაქტამაზების ინჰიბიტორს კლავულანის მჟავას. კლავულანის მჟავა აინჰიბირებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ß-ლაქტამაზების უმრავლესობას (2, 3, 4 და 5 ტიპის ß-ლაქტამაზებს  - რიჩმონდ საიქსის კლასიფიკაცით), რომლებსაც აპროდუცირებენ . არააქტიურია 1 ტიპისStaphylococcus spp., Escherichia coli, Proteus mirabilis .Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bacteroides spp. არააქტიურია 1 ტიპის ß-ლაქტამაზების მიმართ, რომლებსაც აპროდუცირებენ Enterobacter spp., morganella morganii, Pseudomonas aeruginosa,Seraratia spp., Acinetobacter spp.

აღნიშნული კომბინაცია უზრუნველყოფს ამოქსიკლავის (მათ შორის ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების შტამების მიმართ) მაღალ ბაქტერიციდულ აქტივობას. ვინაიდან კლავულანის მჟავას უფრო მეტი სწრაფვა გააჩნია ß-ლაქტამაზებისადმი, ვიდრე ამოქსიცილინს, იგი ქმნის სტაბილურ დეაქტივირებულ კომპლექსს ბაქტერიის ფერმენტთან, და ამით ß-ლაქტამაზების ზემოქმედებით ამოქსიცილინის ფერმენტულ დეჰიდრატაციას ხელი ეშლება. ამგვარად, ამოქსიკლავი ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრზე (მათ შორის შტამებზე), რომლებიც მდგრადნი გახდნენ ბეტა-ლატამური ანტიბიოტიკების მიმართ ß-ლაქტამაზების პროდუქციის შედეგად)

ამოქსიკლავი აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ:

Streptococcus spp., Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus milleri,  sreptococcus pyrogenes, Streptococcus bovis), Enterococcus faecium, staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების გარდა),  Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების გარდა), Corynebacterium spp., Listeriamonocytogenes, Noicardiaasteroides;  აერობულ გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმარ: Aeromonas spp., Bordetella pertussis, Brucella spp., Campylobacterjejuni, Campylobacter coli, Citrobacter spp., (ზომიერი მგრძნობელობა), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Klebsiella spp., legionella pneumophilia., Moraxella catarrhalis, morganella spp.,( ზომიერი მგრძნობელობა),Neisseria gonorrhoeae, Neiseria meningitidis, Pasteurella multocida, Proteus mirabilis, proteus vulgaris,Providencia spp., Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholarae, Yersinia enterocolitica  (ზომიერი მგრძნობელობა), ანაერობული ბაქტერიების მიმართ:Actinomyces israelii, Bacterides spp.,  (მათ შორის Bacteriodes fragilis) Prevotelia melaninogenica, Clostridium spp.,  (Clostridium difficile გარდა), Peptostreptococcus spp., eikenella corrodens, Fusobacterium spp.,

propionibacterium spp., Treponema paiiidum.

პრეპარატის მიმართ მდგრადი ზომიერად მგრძნობიარენი არიან Myicobacterium tuberculosis, Myicobacterium fortuitum, Myicobacterium bovis, Myicobacterium kansasii. პრეპარატის მიმართ მდგრადია Myicobacterium chelonae.

ფარმაკოკინეტიკა:

ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ძირითადი ფარმაკოკინეტიკური თვისებები მსგავსია.

შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის ორივე კომპონენტი სწრაფად აბსორბირდება კნტ-დან. საკვებთან ერთად მიღება აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 1 საათში და შეადგენს ამოქსიცილინისთვის (დოზის მიხედვით) 3-12 მკგ/მლ, კლავულანის მჟავასთვის  - 2 მკგ/მლ.

განაწილება: ორივე კომპონენტს ახასიათებს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში კარგი განაწილება (ფილტვები, შუა ყური, პლევრული და პერიტონეული სითხეები, საშვილოსნო, საკვერცხეები). ამოქსიცილინი ასევე აღწევს ღვიძლში, წინამდებარე ჯირკვალში, სასის ნუშისებრ ჯირკვლებში, კუნთების ქსოვილში, ნაღვლის ბუშტში, ცხვირის დანამატი ღრუების სეკრეტში, ნერწყვში, ბრონქულ სეკრეტში. ატიური ნივთიერებები არ აღწევს ჰებ-ში (გამონაკლისია ტვინის გარსების ანთება, ამ დროს ჰებ-ი გამავალია პრეპარატის კომპონენტებისთვის), ნარჩენი კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, აღწევს  პლაცენტურ ბარიერში. სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთების დონე დაბალია.

მეტაბოლიზმი: ამოქსიცილინი ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება, კლავულანის მჟავა ინტენსიურ მეტაბოლიზმს ექვემდებარება.

გამოყოფა: ამოქსიცილინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა არხებიდან სეკერეციისა და გორგლოვანი ფილტრაციის გზით. კლავულანის მჟავა გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ნაწილობრივ მეტაბოლიტების სახით. მცირე ოდენობები შეიძლება გამოიყოს ნაწლავიდან და ფილტვებიდან. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავასT1/2 1-1.5 საათს შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:

თირკმლის მძიმე ფორმის უკმარისობისას ამოქსიცილინისT11/2 დონე იზრდება 7.5 საათამდე, კლავულანის მჟავასთვის 4.5 საათამდე, ორივე კომპონენტი გამოიდევნება ჰემოდიალიზით და უმნიშვნელო რაოდენობები  - პერიტონული დიალიზით.

ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:

  • სასუნთქი გზების ზედა ნაწილებისა და ლორ-ორგანოების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ტონზოლიტი, ფარინგიტი);
  • სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფექციები (მათ შორის მწვავე ბრონქიტი, ბაქტერიული სუპერინფექციით, ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია);
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
  • ოდონტოგენური ინფექციები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (სხეულის წონის 40 კგ-ზე მეტი) ინფექციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით ინიშნება 1 ტაბ. 375 მგ ყოველ 8 საათში ან 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 12 საათში, ინფექციისა და სასუნთქი გზების ინფექციების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში - 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 8 საათში ან 1 ტაბ. 1000 მგ ყოველ 12 საათში.

შემოგარსული ტაბლეტების ფორმით პრეპარატი არ ინიშნება 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში (სხეულის წონა 4 კგ-ზე ნაკლები).

კლავულანის მჟავას მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (კალიუმის მარილის სახით) შეადგენს მოზრდილებისათვის - 60 მგ, ბავშვებისათვის - 10 მგ/სხ.წ.კგ.

ამოქსიცილინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს მოზრდილებისათვის  - 6 გ, ბავშვებისათვის - 45 მგ/სხ.წ.კგ.

მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს, განმეორებითი სამედიცინო დათვალიერების გარეშე.

ოდონტოგენური ინფექციების დროს ინიშნება 1 ტაბ. 375 მგ ყოველ 8 საათში ან 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 12 საათში 5 დღის განმავლობაში.

თირკმლის ზომიერი დონის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი  10-30 მლ/წთ) ინიშნება 1 აბ. 625 მგ ყოველ 12 საათში. თირკმლის მძიმე დონის უკმარისობის დროს (კკ 10 მლ/წთ)  - 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 24 საათში. ანურიის დროს მიღებებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს 48 სთ-მდე და მეტად.

ამოქსიკლავი ქვიქტაბი

სტანდარტულ დოზას შეესაბამება ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) ან 3-ჯერ დღეში.

თითოეული ტაბლეტი გამოყენების წინ უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში, საგულდაგულოდ მორევით. აგრეთვე, შესაძლებელია ტაბლეტი მოთავსდეს პირში,რადგან იგი მალე იხსნება გადაყლაპვამდე.

შიგნით მისაღები სუსპენზია

სუსპენზიების სადღეღამისო დოზები 156.25 მგ/5 მლ და 456 მგ/5მლ (სწორი დოზირების გასაადვილებლად სუსპენზიების 156.25 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია დოზირებული კოვზი და შპრიცი 5 მლ მოცულობით).

ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 30 მგ/კგ (ამოქსაცილინზე გადაანგარიშებით) დღე-ღამეში, გაყოფილი 2 მიღებად (ყოველ 12 საათში);

3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს  - 200 მგ (ამოქსაცილინზე გადაანგარიშებით) დღე-ღამეში, გაყოფილი 3 მიღებად (ყოველ 8 საათში); ინფექციისა და სასუნთქი გზების ინფექციების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში  - 4 მგ/კგ (ამოქსაცილინით) დღე-ღამეში, გაყოფილი 3 მიღებად ( ყოველ 8 საათში).

სუსპენზიების რეკომენდებული დოზები (156.25 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) განისაზღვრება ბავშვის სხეულის წონისა და ინფექციისი სიმძიმის მიხედვით. მიიღება 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

სხეულის

წონა (კგ)

ასაკი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები

მძიმე ინფექციები

სუსპენზია

სუსპენზია

156.25 მგ/5მლ

457 მგ/5მლ

457 მგ/5მლ

ერთჯერადი დოზა (დოზირებული კოვზი ან შპრიცი)

 

5-10

1 წ-მდე

1/2X3

1/4X2

1/2X2

10-15

1-4 წ-მდე

1X3

1/2X2

3/4X2

15-20

4-7 წ-მდე

1X3

3/4X2

1X2

20-30

7-10 წ-მდე

2X3

1X2

11/2 X2

30-40

10-12 წ-მდე

2X3

1 ¼ X2

2X2

სადღეღამისო ზუსტი დოზები გამოითვლება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით (და არა მისი ასაკის).

სხეულის წონა (კგ)

ასაკი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები

მძიმე ინფექციები

375 მგ 3X

625 მგ 2X

625 მგ 3X

1000 მგ 2X

≥40

12 წ. ასაკის ზევით

1X3

1X2

1X3

1X2

ამოქსიცილინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 6 გ, ბავშვებისთვის - 45 მგ/სხ.წ.კგ. კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 600 მგ, ბავშვებისათვის - 10 მგ/სხ.წ.კგ. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ 10-30 მლ/წთ) დოზა უნდა შემცირდეს ან გაზარდოს ინტერვალი მიღებებს შორის (ანურიისას 48 სთ-მდე და მეტი).

მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტხანს. განმეორებითი სამედიცინო დათვალიერების გარეშე.

სუსპენზიის დამზადების წესი

სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნლი 156.25 მგ/5 მლ: ენერგიულად ინჯღრევა ფლაკონი, ემატება 86 მლ (ანუ ნიშნულამდე) წყალი ორ პორციად ყოველ ჯერზე კარგი ნჯღრევით ფხვნილის სრულად განზავებამდე.

სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი 457 მგ/5 მლ: ენერგიულად ინჯღრევა ფლაკონი, ემატება 27 მლ (ანუ ნიშნულამდე) წყალი ორ პორციად ყოველ ჯერზე კარგი ნჯღრევით ფხვნილის სრულად განზავებამდე.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია უმადობა, ღებინება, გულისრევა, დიარეა; იშვიათად  - ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები; ერთეულ შემთხვევებში  - ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ფსევდომომბრანოზული კოლიტი.

ალერგიული რეაქციები: ერითემული გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად  - მულტიფორმული ექსუდაციური ერითმა, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;

ერთეულ შემთხვევებში  - ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

სხვა: იშვიათად  - სუპერინფექციის განვითარება, კანდიდოზი.

უკუჩვენებები:

  • ქოლესტაზური სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გამოწვეული ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მიღებით ანამნეზში;
  • ჰიპერმგრძნობელობა ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას და პენიცილინების მიმართ.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს ცეფალოსპორინებზე ალერგიული რეაქციებით და ფსევდომემბრანოზული კოლიტით ანამნეზში. აგრეთვე ღვიძლის უკმარისობის, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს.

იმის გამო, რომ პაციენტთა უმრავლესობას ინფექციური მონონუკლეოზით და ლიმფოლეიკოზით, რომლებიც ამპიცილინს იღებდნენ, ერითემული გამონაყარი განუვითარდათ, ამ პაციენტებში ამპილიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ამოქსიკლავის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციური რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦კურსობრივი მკურნალობის დროს უნდა მოხდეს სისხლის წარმოქმნის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი. პაციენტებში, რომელთაც თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები აქვთ, საჭიროა დოზირების რეჟიმის ადექვატური კორექცია ან დოზებს შორის ინტერვალების გაზრდა.

კნტ-ის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება ჭამის დრო უნდა მოხდეს.

ამოქსიკლავის გამოყენებისას შესაძლებელია ცრუდადებითი რეაქცია შარდში გლუკოზას დონის განსაზღვრისას ბენედიქტის რეაქტივის ან ფლეინგის ხსნარის გამოყენების დროს (რეკომენდებულია გლუკოზოოქსიდაზით ფერმენტული რეაქციების გამოყენება).

ვინაიდან ტაბლეტები 375 მგ (250/125) და 625 მგ (500/125) თანაბარი რაოდენობით შეიცავენ კლავულანის მჟავას  - 125 მგ, ამიტომ 2 ტაბ. 375 მგ არ არის 1 ტაბ. 625 მგ ექვივალენტური.

არ შეიძლება დისულფირამთან ერთად დანიშვნა.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს ცნობები პრეპარატის ჰიპერდოზირების შედეგად ლეტალური დასასრულის ან სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენების შესახებ.

სიმპტომები: ტკივილები მუცელში, დიარეა, ღებინება; ასევე შესაძლებელია აგზნებულობა, უძილობა, თავბრუსხვევა; ცალკეულ შემთხვევებში  - კრუნჩხვები.

მკურნალობა პრეპარატის მორიგ მიღებებს შორის დროის მცირე შუალედის შემთხვევაში (4 სთ-ზე ნაკლები) აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა პრეპარატის შეწოვის შემცირებისათვის; აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა. ეფექტურია ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ამოქსიკლავისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთად დანიშვნისას აღინიშნება პროთრომბინული დროის ზრდა. ამიტომ ეს კომბინაცია ფრთხილად ინიშნება.

ამოქსიკლავისა და ალოპურინოლის კომბინირებისას იზრდება ეგზანთემასებრი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ერთად გამოყენებისას ამოქსიკლავი აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურობას.

ამოქსიცილინისა და რიფამპიცინის კომბინაცია ანტაგონისტურია (აღინიშნება ბაქტერიების საწინააღმდეგოდ მოქმედების ურთიერთშესუსტება).

სასურველი არ არის ამოქსიკლავის მიღება ბაქტერიოსტატულ ანტიბიოტიკებთან (მაკროლიდები, ტეტრაციკლინები), სულფანილამიდებთან ერთად ამოქსიკლავის ეფექტურობის შესაძლო შემცირების გამო.

ერთდროული გამოყენებისას ამოქსიკლავი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

დამზადების შემდეგ შიგნით მისაღები სუსპენზია ინახება მაცივარში და გამოიყენება 7 დღის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად