საერთაშორისო დასახელება:
XYLOMETAZOLINE
მწარმოებელი: STADA ARZNEIMITTEL, გერმანია
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა-ადრენომიმეტური, ალერგიული რინიტის სამკურნალო საშუალება.
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ........ 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
0.2 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას-მონოჰიდრატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ციტრატი, გამოხდილი წყალი.
პრეპარატი აღაგზნებს ცხვირის ლორწოვანი გარსის ალფა-ადრენორეცეპტორებს, ამცირებს ექსუდაციის მოვლენებს და ლორწოვანის შეშუპებას.
მიღების წესი და დოზირება:
მოზარდებსა და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება დღეში 3-ჯერ 1-2 წვეთის ოდენობით ცხვირის თითოეულ ნესტოში. დოზირება ზუსტდება ინდივიდუალური მგრძნობელობის და თერაპიული ეფექტის მიხედვით.
პრეპარატი არ გამოიყენება 5-7 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატის განმეორებითი მიღება შესაძლებელია რამდენიმე დღის შემდეგ.
სასუნთქი გზების მხრივ: პრეპარატმა, განსაკუთრებით მგრძნობიარე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე).
ცალკეულ შემთხვევაში მისი მოქმედების დამთავრების შემდეგ, შესაძლებელია ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება (რეაქტიული ჰიპერემია).
პრეპარატის ხანგრძლივმა, ხშირმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე) და ლორწოვანი გარსის ძლიერი შეშუპება, რაც მედიკამენტის ხშირი გამოყენებით შეიძლება გაუარესდეს (მედიკამენტოზური რინიტი). აღნიშნული ეფექტი შეიძლება განვითარდეს მკურნალობიდან უკვე 5-7 დღის შემდეგ და პრეპარატის გამოყენების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის დაზიანება მისი ატროფიის სახით.
ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად, ან ცალკეულ შემთხვევებში თავის ტკივილი, ძილიანობა ან დაღლილობის შეგრძნება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ აღინიშნება ტაქიკარდია, სისხლის არტერიული წნევის მომატება.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული არასაკმარისი კვლევების არსებობის გამო.
* პრეპარატის ხანგრძლივი და დიდი დოზით გამოყენება, უპირველეს ყოვლისა ბავშვებში დაუშვებელია.
* სიფრთხილეა საჭირო: სურდოს საწინააღმდეგო მედიკამენტების პერმანენტულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული შეშუპება და საბოლოოდ მისი ატროფია.
* რინო-სტასის ხანგრძლივმა ან მაღალი დოზით გამოყენებამ შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გულის ფუნქციურ მაჩვენებლებზე და სისხლის მიმოქცევაზე.
* პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარის დაქვეითება, კერძოდ, შეამციროს სწრაფი რეაგირების უნარი, რის გამოც არ არის რეკომენდებული მისი მიღების ფონზე ტრანსპორტის მართვა.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დიდი დოზებით მიღების დროს, ან მისი ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია შემდეგი მოვლენები:
თვალის გუგების გაფართოვება, დისკომფორტი, ტუჩების ციანოზი, ტემპერატურის მომატება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, გულის არითმია, გულის გაჩერება, ჰიპერტონია, ფილტვების ფუნქციის დარღვევა (ფილტვების შეშუპება, ან სუნთქვის მხრივ სხვა დარღვევები), ფსიქიური მოშლილობანი.
ამასთან ერთად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებას, გულისცემის სიხშირის შემცირებას, სისხლის წნევის დაქვეითებას, სუნთქვის შეჩერებას და კომას.
თერაპიული ღონისძიებების სახით რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა და ოქსიგენოთერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატისა და ტრანილციპრომინის ტიპის, ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.