რანფერონი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

რანფერონი - RANFERON - РАНФЕРОН

მწარმოებელი: RANBAXY LABORATOIRES, ინდოეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

რკინის ფუმარატი BP  ..........      305 მგ

(100 მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტი)

ფოლის მჟავა BP .......................  0.75 მგ

ვიტამინი B12 .............................. 5 მკგ

ასკორბინის მჟავა.......................  75 მგ

ცინკის სულფატი BP ................     5 მკგ

ელექსირი: ფლაკონში 200 მლ

5 მლ

რკინის ამონიუმის ციტრატი BP  .....     200 მგ

(41 მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტი)

ფოლიუმის მჟავა BP...................     1.5 მგ

ვიტამინი B12 BP ........................     50 მკგ

ეთანოლი BP ............................     3.61%

დამზადებულია არომატიზირებულ სორბიტულ ფუძეზე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიანემიური პრეპარატი.ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რანფერონ-12 (კაფსულები, ელექსირი) შეიცავს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ვიტამინების კომპლექსს, რკინას და მიკროელემენტებს, აუცილებელს ჰემოპოეზისა და ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის.

რკინის ფუმარატი

რკინა აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. შედის გემოგლობინის შემადგენლობაში, უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას სისხლში, მოქმედებს როგორც მრავალი ფერმენტული სისტემის KO-ფაქტორი. მოთხოვნილება რკინაზე იზრდება ორსულობის, ლაქტაციის, მენსტრუაციის დროს და აგრეთვე აქტიური ზრდის პერიოდში.

სკორბინის მჟავა

წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. მოქმედებს ჰემოგლობინის წარმოქმნაზე. ერითროციტების მომწიფებაზე, მონაწილეობს ფოლიუმის მჟავის მეტაბოლიზმში, ამაღლებს რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, მონაწილეობს სისხლის შედედების სისტემაში, ანორმალიზებს კაპილარების შეღწევადობას.

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)

ფლობს მაღალ ბიოლოგიურ აქტივობას. წარმოადგენს ზრდის ფაქტორს, აუცილებელს ნორმალური სისხლწარმომქნისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის.

ფოლიუმის მჟავა

ვიტამინი B12-თან ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის ცვლაში. აუცილებელია ფეხმძიმეებისათვის ნაყოფის ნერვიული ბოჭკოების ნორმალური განვითარებისათვის.

ცინკი

წარმოადგენს მრავალი ფერმენტული სისტემის შემადგენელ ნაწილს, არსებობს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ქსოვილში. მოთხოვნილება მასზე იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ფარმაკოკინეტიკა:

რკინის ფუმარატის შეწოვა ხდება ძირითადად 12-გოჯა და წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. რკინის ორვალენტიანობა განაპირობებს მის სწრაფად და ადვილად შეწოვას. 70%-ს ითვისებს ძვლის ტვინი, აქედან 65-70%-ს ჰემოგლობინის სახით. დანარჩენი ფერიტინის ან ჰემოსიდერინის სახით გადადის ქსოვილების რეტიკულოენდოთელიარულ სისტემაში და შინაგან ორგანოებში, ძირითადად ღვიძლში, ელენთაში.

რკინა ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან, განავალთან და ოფლთან ერთად. ქალებში -მენსტრუალური ციკლის დროს.

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური და ფოლიუმდეფიციტური ანემია;
  • ჰიპოცინკოზი;
  • ქრონიკული სისხლდაკარგვა;
  • დამწვრობითი დაავადება;
  • ჰემოდიალიზი;
  • ცელიაკი;
  • ორსულობა (მკურნალობის ან პროფილაქტიკური მიზნით).

მიღების წესი და დოზირება:

რანფერონ-12 კაფსულებში: პაციენტებში რკინა დეფიციტური ანემიით და ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან ერთობლიობისას რეკომენდებულია 1 კაფსულის მიღება დღე-ღამეში 2-ჯერ, პროფილაქტიკის მიზნით - 1 კაფსულა დღე-ღამეში.

რანფერონ-1 - ელექსირი: მოზრდილებში რკინადეფიციტური ანემიის ან ფოლიუმდეფიციტური ანემიის დროს 3-4 ჩაის კოვზი (15-20 მლ) დღე-ღამეში. პროფილაქტიკისათვის - 2-3 ჩაის კოვზი (10-15 მლ) დღე-ღამეში.

დოზები რკინადეფიციტური/ფოლიუმდეფიციტური ანემიის მკურნალობის დროს ბავშვებში:

ასაკი დღიური დოზა
0-3 თვე 0.5 ჩაის კოვზი დღეში
3-9 თვე 1 ჩაის კოვზი დღეში
9-12 თვე 1.5 ჩაის კოვზი დღეში
1-3 წელი 2 ჩაის კოვზი დღეში
4-6 წელი 2.5 ჩაის კოვზი დღეში
7-10 წელი 3 ჩაის კოვზი დღეში

 

პროფილაქტიკური მიღება ბავშვებში:

ასაკი დღიური დოზა
0-3 წელი 0.75 მლ დღეში
4-10 წელი 1.25 მლ დღეში


გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა მუცლის არეში ტკივილის, პირღებინების, გულისრევის შეგრძნების, ფაღარათის ან ყაბზობის სახით.

უკუჩვენებები:

* უროკოპროპორფირია (კანის გვიანი პორფირია);

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადება;

* არაეფექტური ერითროპოეზთან დაკავშირებული ანემიები;

* წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

* ჰემოქსიმატოზი;

* ჰემოსიდეროზი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შედეგი შეიძლება იყოს ტოქსიკური რეაქცია, განპირობებული რკინის ჭარბი რაოდენობის მიღებით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად