ბაკლოსანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ბაკლოსანი - BACLOSAN - БАКЛОСАН

ფორმა, შეფუთვა: ტაბლეტები - შეფუთვაში 50 ც.

შემადგენლობა:
1 ტაბ.
ბაკლოფენი ----------------------------------   10 მგ
1 ტაბ.
ბაკლოფენი -------------------------------------    25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ეთილცელულოზა.

მწარმოებელი - პოლონეთი POLPHARMA

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი, გამა-ამინოერბოს მჟავის წარმოებული (გაემსტიმულატორი). ამცირებს რა აფერენტული მგრძნობიარე ბოჭკოების დაბოლოებების აგზნებადობას, იგი თრგუნავს შუალედურ ნეირონებს. თრგუნავს ნერვული იმპულსების მონო და პოლისინაფტურ გადაცემას. ამცირებს კუნთოვან დაძაბულობას. არ ახდენს გავლენას ნერვულ-კუნთოვან გადაცემაზე. ნევრალგიური დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს ჩონჩხის კუნთების სპასტიკურობა, ასუსტებს ტკივილს, სპაზმებსა და კლონურ კრუნჩხვას; აუმჯობესებს სახსრის მოძრაობის არეალს, აიოლებს პასიური და აქტიური კინეზოთერაპიის ჩატარებას (ფიზიკური ვარჯიში, მასაჟი, მანუალური თერაპია).

ფარმაკოკინეტიკა: აბსორბცია - მაღალი. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათში. ცილებთან კავშირი - 30%. აღწევს პლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძეში, მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით (უპირატესად უცვლელი სახით).

ჩვენება: კუნთების ტონუსის მომატება გაფანტული სკლეროზის დროს; ინფექციური, დეგენერაციული და ტრავმული გენეზის ზურგის ტვინის დაავადება (მაგალითად, სიმსივნე, სირინგომიელია, მამოძრავებელი ნეირონების დაავადება, ტრავმები); ინსულტი, ბავშვის ცერებრალური დამბლა, მენინგიტის, ქალა-ტვინის ტრავმა, ალკოჰოლიზმი (აფექტური მოშლილობა).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: შინაგანად, ჭამის დროს. მორიგი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.
მოზრდილები: საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ (1/2 ტაბლეტი, თითო 10 მგ), 3-ჯერ დღეში. ყოველ მესამე დღეს თანდათან უმატებენ პრეპარატის დოზას თერაპიული ეფექტის მიღებამდე (როგორც წესი, 30-75 მგ დღეში). იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც ბაკლოსანის დიდი დოზის მიღება სჭირდებათ (75 მგ-დან 100 მგ-მდე), სასურველია 25 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება. პაციენტთათვის 65 წლის ასაკის ზევით დოზის გაზრდა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით, რათა თავიდან იქნეს აცილებული გვერდითი მოვლენების რისკი. მაქსიმალური დღე-ღამის დოზა 100 მგ შეადგენს.
ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ (1/2 ტაბლეტი, თითო 10 მგ), 3-ჯერ დღეში. საჭიროებისამებრ, ყოველ მესამე დღეს თანდათან უმატებენ პრეპარატის დოზას. როგორც წესი, რეკომენდებულია შემდეგი დოზები: 1-2 წლის ასაკის ბავშვები - დღე-ღამეში 10-20 მგ, 2-6 წლის ასაკის ბავშვები - დღე-ღამეში 20-30 მგ, 6-10 წლის ასაკის ბავშვები - დღე-ღამეში 30-60 მგ. 10 წლის ასაკის ზევით მაქსიმალური დოზა შეადგენს სხეულის მასის 1.5-2.0 მგ/კგ.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლილობა, სიმშრალე პირის ღრუში, ცნობიერების დარღვევა, შარდის შეკავება, ყაბზობა ან დიარეა, არტერიული წნევის დაცემა, აპათია; ეიფორია, დეპრესია, პარესთეზიები, მიალგია, კუნთების სისუსტე, ატაქსია, ტრემორი, ნისტაგმი, აკომოდაციის პარეზი, ჰალუცინაციები, დიზურია, ენურეზი, კრუნჩხვები. ხანგრძლივი გამოყენების დროს - თირკმლის ფუნქციის მოშლა.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ეპილეფსია, კრუნჩხვა (ანამნეზში), ფსიქოზები, პარკინსონის დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადება, ხანდაზმულები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები: ღვიძლის დაავადებისა და შაქრის დიაბეტის მქონე პაციენტების შემთხვევაში, პერიოდულად გაკონტროლებულ უნდა იქნეს `თირკმელების~ ტრანსამინაზები, ტუტოვანი ფოსფატოზები და სისხლის გლუკოზა. მკურნალობის პროცესში თავი უნდა შევიკავოთ საქმიანობის პოტენციურად საშიში ნაირსახეობისგან, რომელიც დაკავშირებულია ყურადღების კონცენტრაციასა და სწრაფ ფიზიკურ  და ფსიქიკურ რეაქციასთან.

ზედოზირება:
სიმპტომები: კუნთების ჰიპოტონია, სასუნთქი ცენტრის დათრგუნვა, ცნობიერების დარღვევა, კომა (გონების დაბრუნების შემდეგ, კუნთების ჰიპოტონია შესაძლოა 72 საათის განმავლობაში გაგრძელდეს).
მკურნალობა: ბევრი სითხე, დიურეზულები, გაძნელებული სუნთქვის დროს - ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აძლიერებს იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე ჰიპოტენზიურ საშუალებებსა და ეთანოლზე. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ კუნთების ტონუსის დაწევას; ლევოპადასა და კარდიდოპას ზეგავლენით იზრდება ჰალუცინაციების გაჩენის, ცნობიერების დარღვევისა და აგზნებადობის რისკი. პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს ყველა სხვა პრეპარატის შესახებ, რომელსაც მკურნალობის პროცესში ღებულობს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 15-30oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად