ალექსანი® - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ალექსანი® - ALEXAN® - АЛЕКСАН®

ფორმა, შეფუთვა -
1. საინექციო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ, შეფუთვაში 10 და 30 ც.
1 მლ 1 ფლ.
ციტარაბინი  ------------------------------------------   20 მგ 40 მგ

2. საინექციო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ფლ.
ციტარაბინი -----------------------------                20 მგ 10 მგ
3. საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ
5 მლ
ციტარაბინი---------------------------------------------    500 მგ

5 მლ
ციტარაბინი ---------------------------------------------   1000 მგ
დამატებითი ინგრედიენტები:
რძის მჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ლაქტატი, საინექციო წყალი.
მწარმოებელ - EBEWE PHARMA GmbH.Nfg.KG საფრანგეთი

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ციტოსტატური საშუალება.

ჩვენება - მწვავე მიელოიდური ლეიკოზის, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზის, ქრონიკული მიელოიდური ლეიკოზის ბლასტური კრიზის, ძლიერი ავთვისებიაინ არახოჯკინის ლიმფომის ინდუქციური და/ან შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ინდუქციური მკურნალობა მწვავე ლეიკოზის დროს - 100-200 მგ/კვ.მ დღეში ვენაში ინექციის სახით, ორჯერად მიღებაზე, ან 100 მგ/კვ.მ დღეში ვენაში ხანგრძლივი ინფუზიის სახით. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება კლინიკური და მორფოლოგიური მონაცემების მიხედვით. ძვლის ტვინის ჰიპოპლაზმა ზღვრული დოზის მაჩვენებელია. განმეორებითიი მკურნალობა შესაძლებელია 14 დღის და მეტის ხნის შემდეგ, რათა აღდგეს ძვლის ტვინის ფუნქცია. მკურნალობის ეფექტის შესანარჩუნებელი ციკლი ტარდება შემოკლებულ ვადებში.

რემისიის შენარჩუნება: 75-10 კმ/კვ.მ დღეში 5 დღის განმავლობაში თვეში ერთხელ.
ცნს-ის დაზიანებისას: 10-30 მგ/კვ.მ  სამჯერ კვირაში ინტრათეკალურად.
არახოჯკინის ლიმფომის დროს: გამოიყენება შესაბამისი პოლიქიმიოთერაპიის სქემა.

გამოყენების წესი: ინდუქციური თერაპია სპეციალიზებულ კლინიკებში ტარდება ტრენირებული მედპერსონალის მიერ.
საჭიროა უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვა, მოცემული M 620 და MGUV/28,3 რეკომენდაციებში.
ალექსანი იხმარება ინტრავენურად, კუნთებში, კანქვეშა და ინტრათეკალური ინექციის სახით, გამოიყენება ხანგრძლივი ინფუზიის სახითაც. განზავებისთვის იყენებენ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხასნარს, ან 5% გლუკოზას. პერფუზორების გამოყენებისას, განზავება საჭირო არ არის.
ალექსანი გამოიყენება ინტრათეკალურად, ინტრალუმბალურად და ინტრავენტრიკულურად შეუცვლელი სახით. რეკომენდებულია 5-8 მლ ლიქვორის პუნქტატის გამოღება, მისი შერევა საინექციო სითხესთან შპრიცში და ნელი რეინექცია. ასეთი ინექციისას, სისტემური ტოქსიკურობა არ ვლინდება.
კუნთებში და კანქვეშა ინექცია გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიისთვის.
სასურველია კანქვეშა ინექციების თავიდან აცილება შესაძლო შეშუპების გამო.
ალექსანის ფლაკონი ერთჯერადად იხმარება.

გვერდითი მოვლენები: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ანემია, მეგალობლასტოზი, იმუნიტეტის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, პირის ღრუს ანთება, ცხელება, პნევმონია, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
შესაძლოა ერითემის, თრომბოფლებიტის და სისხლჩაქცევების განვითარება.
დიდი დოზებით მისი ხანგრძლივი ინფუზიისას (200 მგ კვ.მ. დღეში) 5-7 დღეში ვითარდება კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაუვალობა.
პრეპარატის ინტრათეკალური შეყვანისას არსებული ჩივილები, დიაგნოსტიკური ლუმბალური პუნქციის დროს არსებული ჩივილების მსგავსია. მკურნალობის პერიოდში და პანციტოპენიის ფაზაში საჭიროა სისხლის სურათს, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის, შრატში შარდმჟავას დონის კონტროლი.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ დიდი რაოდენობით ბლასტური უჯრედები და დიდი სიმსივნური მასა (არახოჯკინის ლიმფომები), საჭიროებენ პროფილაქტიკას სისხლში შარდმჟავას დონის მომატების გამო;
ციტარაბინის სინდრომი: აღწერილი სინდრომი ხასიათდება ცხელებით, კუნთების და ძვლების ტკივილით, მაკულო-აპულოზური გამონაყარით, კონიუნქტივიტით და სისუსტით. სიმპტომები ვითარდება ინექციიდან 6-12 საათში. მისი პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება კორტიკოსტეროიდები. შესაძლოა ალექსანის და კორტიკოსტეროიდების ერთდროული დანიშვნა. გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის დასრულებისას.

უკუჩვენება: მედიკამენტით გამოწვეული ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვისას ალექსანი არ იხმარება, რადგან უეფექტოა ამ ჯგუფის პაციენტებში;
- ექსპერიმენტულად გამოვლენილია მისი მუტაგენური თვისებები; აგრეთვე ორსულობის ადრეულ ხანაში მისი ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი;
- ორსულობისას პრეპარატი, ისეცე როგორც ძუძუთი კვების პერიოდში არ ინიშნება;
- მუტაგენური და ტერატოგენული ეფექტის გამო ალექსანით მკურნალობისას და შემდგომში 6 თვის განმავლობაში საჭიროა ორსულობის თავიდან აცილება;
- პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობისას არ შეიძლება მისი დანიშვნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ალექსანი არ ინიშნება მეტოტრექსატთან და 5-ფტორურუაცილთან ერთად. სხვა შეუთავსებლობა უცნობია.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას..

დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად