ალერგოსანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ალერგოსანი - ALLERGOSAN - АЛЛЕРГОСАН

ფორმა, შეფუთვა: 1.შემოგარსული დრაჟე, ერთი დრაჟე შეიცავს 25 მგ აქტიურ ნივთიერებას (შეფუთვაში 20 ცალი ტაბლეტია).
2. მალამო 1%: ტუბში 18 გ, 1 გ შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.
3. კრემი 1%: ტუბში 18 გ. 1 გ შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებს.

შემადგენლობა: ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდი  (chlorpromazine  hydrochloride)

მწარმოებელი: sopharma (ბულგარეთი)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ალერგოსანი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულს და არის  H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალება. იგი ხელს უშლის ალერგიული პროცესების განვითარებას. ანტიალერგიული ეფექტის გარდა პრეპარატს ახასიათებს სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, პერიფერიული ანტიქოლინერგული და ზომიერი სპაზმოლიზური თვისებები.

ჩვენება:

დრაჟე:

  • ალერგიული რინიტი;
  • ალერგიული კონიუნქტივიტი;
  • პოლინოზი;
  • კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, მწერების ნაკბენები);
  • ზოგიერთი საკვების ან წამლის გამოყენებასთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები.

მალამო და კრემი:

  • მწერების ნაკბენი;
  • კონტაქტური და ლოკალური დერმატიტი;
  • გამონაყარი და ქავილი ალერგიულ მდგომარეობის დროს.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: დრაჟე - ინიშნება პერორალურად ჭამის დროს.
მოზრდილებში: 25 მგ (1 დრაჟე) 3-4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შეიძლება 6 დრაჟემდე დღე-ღამეში.
5 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1/2 დრაჟე 2-3-ჯერ დღეში.
მალამო და კრემი - მალამოს თხელი ფენა უნდა წაესვას კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

გვერდითი მოვლენები:
დრაჟე -
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, სისუსტე, თავბრუ, დაღლილობა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მადის დაკარგვა ან მომატება, ყაბზობა;
კანისა და ლორწოვანი გარსების მხრივ: ალერგია, ჰიპერფოტომგრძნობელობა;
სხვა: მხედველობის დარღვევა, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების სისუსტე, შარდვის გაძნელება.
მალამო და კრემი -
შეიძლება გამოვლინდეს ქავილი ან გაღიზიანება, რომელიც სწრაფად ქრება.

უკუჩვენება:
დრაჟე:

  • გლაუკომა;
  • წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
  • წყლულოვანი დაავადების გამწვავება;
  • პილოროდუოდენალური სტენოზი;
  • ასთმური შეტევა.
  • ვინაიდან არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, ალერგოსანის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.

მალამო და კრემი:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
  • ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:
დრაჟე: გამოიყენება სიფრთხილით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ბრონქული ასთმის და ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში. 60 წლის ასაკის ზევით ინიშნება სიფრთხილით, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეთება; ბავშვებში - აგზნებადობის რეაქციები. ალერგოსანის გამოყენება არ შეიძლება ალკოჰოლთან, სედატიურ და საძილე საშუალებებთან მათი მოქმედების გაძლიერების გამო. პრეპარატი არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებში, რომლებიც იტარებენ დესენსიბილიზაციას ალერგენებით.
გამოხატული სედატიური ეფექტის გამო ალერგოსანის დანიშვნა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისათვის და მანქანა-დანადგარების მუშაობის დროს.
პრეპარატი არ ინიშნება ლაქტოზის უკმარისობის, გალაქტოზემის, ან მალაბსორბციის სინდრომის (გალაქტოზო-გალაქტოზური) მქონე პირებში, ვინაიდან პრეპარატის ყოველი დოზა შეიცავს 0.0166 გ ლაქტოზას. პრეპარატში შემავალი დამხმარე ნივთიერება სიმინდის სახამებლი წარმოადგენს საფრთხეს ცელიაკიის მქონე პირებისთვის.
მალამო და კრემი: პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კანის ფართო უბნებზე კანის მთლიანობის დარღვევის და დამწვრობის დროს. ლოკალური გამოყენების დროს ალერგოსანს არ გააჩნია სისტემური მოქმედება, ამიტომ არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ზედოზირება:
დრაჟე: მოზრდილებში ჭარბობს ცნს-ის დათრგუნვის სიმპტომები, ბავშვებში - ცნს-ს აგზნების ნიშნები. სპეციფიკური ანტიდოტის არარსებობის გამო მკურნალობა სიმპტომატურია: აქტივირებული ნახშირი, კუჭის ამორეცხვა, წყალმარილოვანი ხსნარების ინფუზია, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები.
მალამო და კრემი: მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: დრაჟე: არ არის რეკომენდებული ალერგოსანის გამოყენება ქოლინოლიზურ საშუალებებთან, რადგან, შეიძლება გაძლიერდეს ქოლინოლიზური გვერდითი ეფექტები. მისი გამოყენება არ შეიძლება მაოს-ს ინჰიბიტორებთან ერთად (მაოს-ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ უნდა იყოს დაცული ორკვირიანი ინტერვალი); ყველა სედატიური პრეპარატი, რომელიც თრგუნავს ცნს-ს (ბარბიტურატები, საძილე საშუალებები, ნარკოტიკული ანალგეტიკები, სედატიური საშუალებები, ტრანკვილიზატორები), აძლიერებენ ალერგოსანის სედატიურ ეფექტს.
მალამო და კრემი: არ არსებობს მონაცემები ალერგოსანის სხვა სამკურნალო საშუალებთან ურთიერქმედების შესახებ ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადადრაჟე - ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და ვარგისიანია 5 წელი.
მალამო და კრემი - ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ვარგისიანია 3 წელი.
შეფუთვის გახსნის შემდეგ კრემის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად