ადაპტოლი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ადაპტოლი - ADAPTOL - АДАПТОЛ

ფორმა, შეფუთვა: თეთრი ან თითქმის თეთრი მრგვალი, ბრტყელცილინდრული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 500 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ან 2 ცალი 10-ტაბლეტიანი უჯრედულკონტურული შეფუთვა.

მოქმედი ნივთიერება: მებიკარი (Mebicar)

მწარმოებელი: OLAINFARM A.S, ლატვია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტრანკვილიზატორი (ანქსიოლიზური საშუალება)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადაპტოლი ქიმიური სტრუქტურით ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტების მსგავსია - მისი მოლეკულა შედგება ბიოციკლური სტრუქტურების შემადგენლობაში შემავალი შარდოვანას ორი მეთილირებული ფრაგმენტისგან. მოქმედებს ლიმბურ-რეტიკულურ კომპლექსში შემავალი სტრუქტურების აქტიურობაზე, კერძოდ,  ჰიპოთალამუსის ემოციოგენურ ზონებზე, ასევე ეწევა ოთხივე ძირითადი ნეირომედიატორული სისტემის (გამა-ამინოერბომჟავა, ქოლინერგოტონინური და ადრენერგული) ბალანსირებასა და ინტეგრაციას, მაგრამ არ ახდენს პერიფერიულ ადრენონეგატიურ ეფექტს. ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების (მათ შორის - ფსიქიკურის), ასევე - ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას. ხსნის ან ასუსტებს მოუსვენრობას, მღელვარებას, შიშს, შინაგან ემოციურ დაძაბულობასა და გაღიზიანებას. ადაპტოლის დამამშვიდებელ ეფექტს თან არ სდევს მიორელაქსაცია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია სამუშაო დღის განმავლობაში. პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნება ეიფორია ან ამაღლებული განწყობა.
ადაპტოლს არ გააჩნია საძილე ეფექტი, თუმცა აძლიერებს საძილე საშუალებების მოქმედებას და არეგულირებს დარღვეულ ძილს. აგრეთვე ხსნის ან ამსუბუქებს ნიკოტინით გამოწვეულ აბსტინენციას. პრეპარატს დამამშვიდებელთან ერთად აქვს ნოოტროპული მოქმედებაც. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ მისი აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას,  ზრდის აზროვნების სისწრაფესა და ლოგიკურობას, გონებრივი შრომის უნარს. ამავე დროს იგი არ ასტიმულირებს პროდუქტიული ფსიქოპათოლოგიური დარღვევების სიმპტომატიკას (ბოდვა, პათოლოგიური ემოციური აქტივობა).

ფარმაკოკინეტიკა: ადაპტოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (77-80%). პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ მიიღწევა. აქტიური ნივთიერების მაღალი აქტიურობა ნარჩუნდება 3-4 საათს. მიღებული დოზის 40% უკავშირდება ერითროციტებს. დანარჩენი პლაზმაში რჩება თავისუფალი სახით, რის გამოც პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეუფერხებლად ვრცელდება ორგანიზმში და თავისუფლად გადის უჯრედულ მემბრანებს. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ორგანიზმში არ მეტაბოლიზდება და არ გროვდება. მიღებული დოზის 55-70% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი კი დღე-ღამის განმავლობაში - ფეკალურ მასებთან ერთად უცვლელი სახით.

ჩვენება:

  • ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით;
  • ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანკვილიზატორებისადმი ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სტომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით;
  • სხვადასხვა გენეზის კარდიალგია, რომელიც არ უკავშირდება გულის იშემიურ დაავადებას;
  • ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ადაპტოლის მიღება საჭმლის მიღებას არ უკავშირდება. ინიშნება პერორალურად, 300-500 მგ დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გრამს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 10 გრამს. კურსის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდეა. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების კომპლექსური მკურნალობის დროს ინიშნება 600-900 მგ ადაპტოლი დღეში 3-ჯერ, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევასა და აღკვეთის სინდრომს არ იწვევს. პრეპარატის დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე.

გვერდითი მოვლენები: ახასიათებს კარგი ამტანობა. დიდი დოზით მიღებისას მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანის ქავილი) და დისპეფსიური მოვლენები (ამ შემთხვევაში საჭიროა, პრეპარატის მიღება შეწყდეს), არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და სხეულის ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება.

უკუჩვენება:

  • მომატებული მგრძნობელობა მებიკარის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;
  • სათანადო კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადაპტოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატისადმი მიჩვევა და აღკვეთის სინდრომის განვითარება დადგენილი არ არის. არ აღინიშნება ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა საქმის კურსში უნდა ჩააყენოს მკურნალი ექიმი, თუ ამ პრეპარატით მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტი განუვითარდა.

ზედოზირება: ადაპტოლი ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია (კუჭის ამორეცხვა).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: შესაძლებელია ადაპტოლის გამოყენება სხვა ტრანკვილიზატორებთან (მათ შორის - ბენზოდიაზეპინებთან), ანტიდეპრესანტებთან, ფსიქოსტიმულატორებთან, საძილე და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები და ვადა: ადაპტოლი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. იგი ვარგისიანია 4 წელი.

დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად