აგულანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგულანი - AGULAN - АГУЛАН

ფორმა, შეფუთვა: ტაბლეტები. ერთი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ, 4 მგ ან 8 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 ტაბლეტი.

მოქმედი ნივთიერება: პერინდოპრილის ერბუმინი (PERINDOPRIL)

მწარმოებელი: შპს "ჯი-ემ-პი", საქართველო

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: II თაობის ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აგულანი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ამის შედეგად მცირდება ანგიოტენზინ II-ის არტერიულ სისხლძარღვთა შემავიწროებელი და ალდოსტერონის სეკრეციის მასტიმულირებელი მოქმედება, რაც, თავის მხრივ, არტერიული წნევის დაქვეითებას განაპირობებს. პრეპარატი აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც მცირდება პერიფერიულ სისხლძარღვთა საერთო წინაღობა (პოსტდატვირთვა), წნევა (პრედატვირთვა) ფილტვის კაპილარებში და ფილტვის სისხლძარღვთა წინაღობა. ამასთანავე აგულანი არეგულირებს გულის მუშაობას და ზრდის გულის წუთმოცულობას. გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პერინდოპრილი აუმჯობესებს კლინიკურ სურათს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას და ამცირებს მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას. აგულანით ხანგრძლივი მკურნალობა არ იწვევს თირკმლის ფუნქციათა დარღვევას და არ მოქმედებს სისხლში კალიუმის დონეზე.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალურად მიღებული პერინდოპრილი მალე შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს ერთი საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 61-85%-ს შეადგენს. მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ვლინდება ჰიპოტენზიური ეფექტი, რომელიც 4-6 საათში აღწევს მაქსიმუმს და 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ არტერიული წნევა სტაბილიზდება და ეს მდგომარეობა დიდხანს ნარჩუნდება. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მოხსნის სინდრომი არ ვითარდება. პერინდოპრილი ბიოტრანსფორმირდება აქტიური მეტაბოლიტის - პერინდოპრილატისა (20%-მდე) და არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნამდე. პლაზმაში პერინდოპრილატის კონცენტრაცია მაქსიმალურია პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ. პერინდოპრილის T1/2 1 საათს უდრის, მისი თავისუფალი ფრაქციის T1/2 - 3-5 საათს. პერინდოპრილატი უპირატესად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა. ორგანიზმიდან მისი გამოყოფა შენელებულია ასაკოვან პაციენტებში, ასევე - თირკმლისა და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჩვენება:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ინიშნება საშუალო დოზით - 4 მგ/დღ დილით. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 8 მგ/დღ-მდე, მაგრამ მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. წნევის დამწევი ეფექტის გასაძლიერებლად აგულანთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დიურეზული საშუალებები, გარდა კალიუმშემნახველი დიურეტიკისა. 70 წელს გადაცილებული, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც აგულანით მკურნალობის დაწყებამდე იღებდნენ შარდმდენებს, ასევე - რენოვასკულური ჰიპერტენზიით დაავადებულებისთვის პრეპარატის საწყისი დოზაა 2 მგ/დღ დილით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება დოზის 4 მგ/დღ-მდე (დილით) გაზრდა. თირკმლის უკმარისობით დაავადებულებისთვის პრეპარატის დოზა ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს თირკმლის უკმარისობის ხარისხისა და კრეატინინის კლირენსის (კკ) გათვალისწინებით: კკ>60 მლ/წთ - პერინდოპრილი 4 მგ/დღ; კკ 30-60 მლ/წთ - პერინდოპრილი 2 მგ/დღ; კკ 15-30 მლ/წთ - პერინდოპრილი 2 მგ დღეგამოშვებით; კკ<15 მლ/წთ, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები - პერინდოპრილი 2 მგ ჰემოდიალიზის დღეს. გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებს მკურნალობის დასაწყისში ენიშნებათ 2 მგ/დღ აგულანი. საშუალო შემანარჩუნებელი დოზაა 2-4 მგ/დღ ერთ ჯერად. გულის ქრონიკული უკმარისობის IV სტადიის მქონე, ასევე - ასაკოვანი, დაბალი არტერიული წნევის მქონე ან თირკმლის ფუნქციადარღვეული პაციენტებისთვის რეკომენდებულია აგულანის დანიშვნა საწყისი დოზით 1 მგ/დღ, ჭამამდე.

გვერდითი მოვლენები:

  • სასუნთქი სისტემის მხრივ - მშრალი ხველა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალე, გემოს აღქმის დარღვევა;
  • ცნს-ის მხრივ - თავის ტკივილი, ძილისა და განწყობის დარღვევა, თავბრუხვევა;
  • სისხლმბადი სისტემის მხრივ - ჰემოგლობინის დონის დაცემა (მკურნალობის დასაწყისში), იშვიათად - ერითროციტოპენია ან თრომბოციტოპენია;
  • საშარდე სისტემის მხრივ - კრეატინინისა და შარდმჟავას კონცენტრაციის შექცევადი მატება;
  • ალერგიული რეაქციები - ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ქავილი, ერითემა.

უკუჩვენება:

  • ანამნეზში - ანგიონევროზული შეშუპება;
  • ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
  • ბავშვთა ასაკი;
  • პრეპარატისადმი ზემგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: თირკმლის უკმარისობისა და გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევაში აგულანი დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. თირკმლის უკმარისობის დროს ამ პრეპარატით მკურნალობის ფონზე საჭიროა სისხლში კალიუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება პერინდოპრილით მკურნალობის თაობაზე. თუ პაციენტი იღებს დიურეზულ საშუალებებს, მათი მიღება აგულანით მკურნალობის დაწყებამდე 3 დღით ადრე მაინც უნდა შეწყვიტოს. აუცილებლობის შემთხვევაში შარდმდენები მკურნალობის კურსში მოგვიანებით უნდა ჩაირთოს. თუ შარდმდენების მოხსნა შეუძლებელია, აგულანი ინიშნება მცირე დოზით - 2 მგ/დღეში. აგულანით მკურნალობის ფონზე არ შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება პოლიაკრილონიტრილური მემბრანების გამოყენებით, რადგან ამ დროს მოსალოდნელია ანაფილაქსიური რეაქციის განვითარება.

ზედოზირება: დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია არტერიული ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება). ზედოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა და ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმა. პერინდოპრილი ექვემდებარება დიალიზს (70 მლ/წთ).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აგულანთან ერთად სალურეტიკების დანიშვნის შემთხვევაში ძლიერდება მისი ჰიპოტენზიური ეფექტი. სიფრთხილით ინიშნება იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც სისხლში კალიუმის დონის მატებას იწვევენ (ინდომეტაცინი, ციკლოსპორინი). ასევე არ არის რეკომენდებული პერინდოპრილთან ერთად კალიუმშემნახველი შარდმდენებისა და კალიუმის პრეპარატების დანიშვნა. აგულანისა და სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში აღინიშნება ჰიპოტენზიური ეფექტის ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტი. აგულანთან ერთად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის შემთხვევაში შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის დაქვეითება. დიაბეტის სამკურნალო საშუალებებისა და აგულანის ერთდროული დანიშვნისას შესაძლოა ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება. აგულანთან ერთად მიორელაქსანტების ან საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისას შესაძლოა გაძლიერდეს ჰიპოტენზიური ეფექტი, ხოლო იმიპრამინის წარმოებულ ანტიდეპრესანტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას - განვითარდეს პოსტურალური ჰიპოტენზია. ლითიუმის პრეპარატებისა და აგულანის ერთად გამოყენებისას ფერხდება ორგანიზმიდან ლითიუმის გამოდევნა, ამიტომ აუცილებელია პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი. სიმპათომიმეტური საშუალებები ამცირებენ აგულანის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა: აგულანი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან დაცულ, მშრალ ადგილზე 10-250C ტემპერატურაზე. ვარგისია 2 წელი.

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად