დატილიანება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

დატილიანება - pediculosis - педикулёз

დატილიანება ანუ პედიკულოზი არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ტილი იწვევს.
ტილი სისხლისმწოველი მწერია, რომელიც ადვილად გადადის ერთი ადამიანისგან მეორეზე. ბუნებაში ტილის 150-მდე სახეობა არსებობს, მაგრამ ისინი მკაცრად სპეციფიკური პარაზიტები არიან და ცხოველთა განსაზღვრულ სახეობებში პარაზიტობენ. ადამიანს ტილი მხოლოდ სხვა ადამიანისგან შეიძლება გადაედოს და არა კატისა თუ ზღვის გოჭისგან.
ცნობილია ადამიანის სამგვარი ტილი: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის.
თავის ტილი
არის 2-4 მმ სიგრძის მორუხო-მოთეთრო ფერის პარაზიტი. იგი ბინადრობს ადამიანის თავის თმიან ნაწილში, უპირატესად - კეფასა და საფეთქლებზე, სადაც აღინიშნება ქავილი და კანის შეწითლება. შესაძლოა, წარბებსა და წამწამებზეც გადავიდეს. ტილი დებს მორუხო-მოთეთრო ფერის კვერცხებს (წილებს), რომლებიც მჭიდროდ არის მიმაგრებული თმის ღერებზე.
ტანსაცმლის ტილი თავის ტილს წააგავს. ის ტანსაცმლის ნაოჭებში ბუდობს და ადამიანის კანზე საკვებისთვის გადადის, ამიტომ კანის დაზიანება უმეტესად ტანსაცმლის ტანზე შეხების ადგილას - კისერზე, წელის მიდამოში შეიმჩნევა. ხანგრძლივი დატილიანების შემთხვევაში კანი უხეშდება, სქელდება, ნაცრისფერდება და ადამიანს ქავილი ისე აღარ აწუხებს.
ბოქვენის ტილი პაწაწინა (1-1,5 მმ სიგრძის) მოყვითალო-მორუხო პარაზიტია. იგი პარაზიტობს სასქესო ორგანოების თმიან ნაწილზე, ზოგჯერ იბუდებს იღლიის ფოსოში, თეძოზე, მუცელზე, ანუსის არეში - სწორედ აქ მდებარეობს სასქესო ჯიკვლების უმრავლესობა, რომლებზეც არის ორიენტირებული ბოქვენის ტილის სპეციფიკური ყნოსვა. იგი არასდროს პარაზიტობს თავზე.

გავრცელების გზები. ტილი არც ხტუნავს და არ დაფრინავს, ის დაღოღავს, თუმცა საკმაოდ მკვირცხლად, ამიტომ დატილიანება უმეტესად უშუალო კონტაქტის შედეგად ხდება. ბავშვები, როგორც წესი, თავშეყრის ადგილებში (სკოლებში, ბაღებში) ტილიანდებიან - გარდა უშუალო კონტაქტისა, ისინი ხშირად იყენებენ ერთმანეთის სავარცხლებს, ცვლიან ქუდებს, იძინებენ სხვის ბალიშზე. გარდა ამისა, პედიკულოზი ადამიანს შეიძლება დაემართოს საპარიკმახეროში, სასტუმროში, მატარებელში, საავადმყოფოში, აბანოში, აუზზე.
ჯანმრთელ ადამიანს ტანსაცმლის ტილი მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტის შედეგად გადაედება. ტილი ბინძური ტანსაცმლისა და თეთრეულის საშუალებით ვრცელდება.
ბოქვენის ტილი ზრდასრულ ადამიანს უმეტესად სქესობრივი აქტის დროს, იშვიათად - თეთრეულის მეშვეობით გადაედება. ბავშვებში ბოქვენის ტილი იშვიათია (გადაედება თეთრეულიდან). ამ დროს პარაზიტი წარბებზე, წამწამებზე და თავის თმიან ნაწილში იბუდებს.

მიმდინარეობა და სიმპტომები. ადამიანის სხეულზე ტილის მოხვედრის წუთიდან პედიკულოზის პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა რამდენიმე კვირა გავიდეს. კანის თმიან ნაწილზე მოხვედრის შემდეგ ტილი ებღაუჭება თმას, ხორთუმს კანში ასობს და სისხლის წოვას იწყებს. ტილის ნერწყვი კანს აღიზიანებს. ჩნდება მქავანა ლაქა ან კვანძი. მუცლის კანზე შესაძლოა გაჩნდეს  მოლურჯო ლაქები, ბოქვენის ტილის ნაკბენ ადგილას ჩნდება ლურჯი ლაქები. ზოგჯერ ქვედა საცვალზე მოწითალო წერტილები შეიმჩნევა - ეს პარაზიტის მიერ დატოვებული გამონადენია. როდესაც ქავილი ძლიერია, ჩნდება ნაკაწრები, ანთებითი კერა ფართოვდება, წარმოიქმნება წყლულები, ქერქი და ქერცლი. ნაკაწრიდან შეიძლება შეიჭრას ინფექცია და პატარა ჩირქგროვა გაჩნდეს.
ტილის კვერცხები, წილები, ისე მჭიდროდ ეკვრის თმას, რომ წყლით მათი ჩამორეცხვა შეუძლებელია. რამდენიმე კვირის შემდეგ წილებიდან ახალი ტილები იჩეკებიან.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა. პედიკულოზზე უნდა შემოწმდეს ყველა პირი, ვინც კი სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის მიმართავს, ასევე - სკოლისა და ბაგა-ბაღის მოსწავლეები. დათვალიერებისას ტილების დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. სისხლის ამოწოვის შემდეგ მწერი უკეთ შესამჩნევი ხდება.

მკურნალობა. ტილები ერთდროულად უნდა განადგურდეს თმაში, ტანზე, ბოქვენსა და ტანსაცმელზე. ბოქვენის პედიკულოზის დროს სქესობრივმა პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს. პარაზიტების განადგურების მიზნით დატილიანებულ უბანს სპეციალური საშუალებებით (ნიტიფორით,  პედილინით) ამუშავებენ. მას უსვამენ და 10-15 წუთს ტოვებენ, შემდეგ კი ამ ადგილს ცხელი წყლითა და საპნით ბანენ.
ტანსაცმლის პედიკულოზის დროს საკმარისია ხშირი ბანა საპნით, თეთრეულის ხშირი ცვლა და მისი დეზინფექცია.
ბოქვენის პედიკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება ვერცხლისწყლის მალამო ან ბენზილბენზოლის 20%-იანი ემულსია. ეფექტურია ბოქვენიდან თმის მოშორება.

შინაური საშუალებები

  • ტილების მოსაშორებლად ბავშვს თავზე კულმუხოს ან თამბაქოს ნახარში უნდა გადავავლოთ.
  • ვიღებთ 1 წილ ოხრახუშის დაფქულ თესლს და 4 წილ ვაზელინს, ვურევთ ერთმანეთში, ვიზელთ თმის ძირებში და წმინდა სავარცხლით ვივარცხნით.
  • ვიღებთ 45 გრამ სუფრის მარილს, ვხსნით 1 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარში და ვამატებთ ცოტაოდენ სპირტს. ბავშვს ბამბის ტამპონით ვუსვამთ თმის ძირებში, 1 საათით შევუფუთავთ თავს და შემდეგ ჩამოვბანთ.
  • წმინდა სავარცხელზე ჩამოვაცვამთ ბინტს, ძმრისა და არყის ნარევში ვასველებთ და ბავშვს თმას ვვარცხნით. სავარცხელს ადვილად მოჰყვება ტილები და წილები.

 

 

დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად